კასილასი: “გულის შეტევის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა მოურინიომ დამირეკა”
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ მადრიდის “რეალის” ყოფილ თავკაც ჟოზე მოურინიოს გუნდის ექს-კიპერ იკერ კასილასთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ყველამ არ იცის იმის შესახებ, რომ გულის შეტევის შემდეგ ესპანელ მეკარეს ერთ-ერთმა პირველმა სწორედ პორტუგალიელმა სპეცილისტმა დაურეკა. ამის შესახებ კასილასმა თავადვე თქვა.
“ცოტამ თუ ისიც იმის შესახებ, რომ გულის შეტევის შემდეგ ერთ-ერთმა პირველმა ჟოზე მოურინიომ დამირეკა. მან დარეკა, რათა გაეგო, თუ როგორ ვიყავი. მოგვიანებით ფიფას კონგრესზე შევხვდით, ერთმანეთს გადავეხვიეთ. იმ დღეს ბევრი ისეთი ადამიანი ვნახე, რომლებიც დიდი ხნის უნახავი მყავდა. ამით ცხოვრებაში არსებული წვრილმანების დაფასებას სწავლობ. ძალიან გამიმართლა. ვგრძნობდი, რომ ინფარქტის დღეს უნდა მოვმკვდარიყავი. შექმნილმა ვითარებამ ბევრი რამის გადაფასება მაიძულა”, – ციტირებს კასილასის სიტყვებს ESPN.