“მესის ხელფასი უნდა შევუმციროთ ან გუნდიდან გავუშვათ”
“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა ემილი რუსომ, რომელიც მანამდე კლუბის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, განაცხადა, რომ ლიონელ მესის ხელფასი “ბლაუგრანას” ფინანსურ სიტუაციას მნიშვნელოვნად აუარესებს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსო არგენტინელთან ანაზღაურების შემცირების თაობაზე მოლაპარაკებას გამართავს.
“მესისთან მოლაპარაკება უნდა გავმართოთ და მას ანაზღაურების შემცირებაზე თანხმობა ვთხოვოთ. კლუბი ამჟამინდელი სახელფასო ფონდით არამდგრადია. მესიმ კლუბის ისტორიაში ყველაზე ნათელი გვერდები დაწერა და ის ლეგენდად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ რეალობა ასეთია. ჩვენ მას ამ მსხვერპლის გაღებას ვთხოვთ და თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მესი ჩვენთან აღარ იქნება”, – თქვა რუსომ პორტალ ara.cat-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 24 იანვარს ჩატარდება. კლუბის პრეზიდენტის პოსტისთვის ათი პირი იბრძვის.