“რეალი” ეჭვობს, რომ “ბარსამ” მესის კონტრაქტით ფინანსური “ფეარ პლეი” დაარღვია
“მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ეჭვობს, რომ “ბარსელონამ” ლიონელ მესისთან გაფორმებული კონტრაქტით ფინანსური “ფეარ პლეის” რეგულაცია დაარღვია.
როგორც მოგეხსენებათ, პრესაში გამოქვეყნდა საიდუმლო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2017 წელს ლიონელ მესიმ “ბარსელონასთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ამ პერიოდის განმავლობაში კი არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბისგან 555 მილიონ ევროზე მეტი უნდა მიიღოს, რაც “ბლაუგრანას” აქტივებში სერიოზულ ფინანსურ ხვრელს ქმნის. დღესდღეობით “ბარსელონას” ვალი ერთ მილიარდ ევროს აღემატება, საიდანაც 730 მილიონი ევრო კლუბმა მოკლევადიან პერსპექტივაში უნდა დაფაროს.
“რეალში” მიიჩნევენ, რომ კონკურენტი კლუბისგან განსხვავებით, მადრიდელებმა ფინანსური “ფეარ პლეის” დასაცავად ყველაფერი გააკეთეს. კერძოდ, “სამეფო კლუბმა” 2018 წელს ტურინის “იუვენტუსში” კრიშტიანუ რონალდუ გაყიდა, გასული წლის ზაფხულში კი რიგ მოთამაშეებს სახელფასო ანაზღაურება შეუმცირა.