ზიდანის წასვლის შემთხვევაში, “რეალი” ორ კანდიდატურას განიხილავს
მადრიდის “რეალი” ზაფხულში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზინედინ ზიდანის წასვლის შემთხვევაში, ორი სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავს.
“ასის” ცნობით, პირველი ვარიანტია რაული, რომელიც დღესდღეობით “რეალის” სარეზერვო გუნდ “კასტილიას” თავკაცობს. მართალია, ის მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ კლუბის ტრადიციები და მოთხოვნები არ ესწავლება. მადრიდელები მეორე ვარიანტად გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვის კანდიდატურას განიხილავს. გერმანელ სპეციალისტს გამოცდილება არ დაეწუნება და წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის “ბუნდესნაკრებსაც” დატოვებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მადრიდის “რეალი” ზინედინ ზიდანის გაშვებას არ აპირებს და სიტუაცია თავად ფრანგ სპეციალისტზეა დამოკიდებული. ცნობისათვის, მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.