არბელოას ახალი საქმიანობა
მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა ალვარო არბელოამ ახალ პროფესიას მოჰკიდა ხელი. ფეხბურთელი, რომელაც პროფესიული კარიერა ამ ზაფხულს დაამთავრა, “რეალის” სატელევიზიო არხზე კომენტატორობას იწყებს. კომენტატორის ამპლუაში არბელოას დებიუტი სანტიაგო ბერნაბეუს თასზე “რეალსა” და “ფიორენტინას” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში შედგება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ალვარო არბელოა “ვესტ ჰემ იუნაიტედში” ირიცხებოდა. ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერის დიდი ნაწილი მადრიდის “რეალის” რიგებში გაატარა (2004-06, 2009-16) და გუნდთან ერთად ერთხელ ესპანეთის ჩემპიონატი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. “რეალისა” და “ვესტ ჰემის” გარდა არბელოას “დეპორტივოსა” და “ლივერპულში” უთამაშია.
ალვარო არბელოამ ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ ევროპის ჩემპიონატი (2008, 2012) და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი (2010) მოიგო.