“ატლეტიკისა” და “სპარტაკის” ფანებს შორის დაპირისპირებას პოლიციელი ემსხვერპლა
უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკსა” და მოსკოვის “სპარტაკს” შორის გამართული საპასუხო მატჩის წინ გუნდების ქომაგებს შორის “სან მამესის” მახლობლად ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რასაც მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. ესპანური პრესა იუწყება, რომ დაღუპულია სამართალდამცავი ორგანოს ერთი წარმომადგენელი, რომელიც ბრძოლის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მხარეები ერთმანეთის მიმართულებით ბოთლებს, ჭიქებსა და პიროტექნიკას ისროდნენ. დაპირისპირების შემდეგ ადგილობრივ საავადმყოფოში ხუთი პირი გადაიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთი პოლიციის ოფიცერი გახლდათ. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დაკავებულია ხუთი პირი, რომელთაგან სამი რუსი ეროვნებისაა.
Scenes in Bilbao tonight before the match between Athletic Bilbao and Spartak Moscowpic.twitter.com/MPxdKO8EHG
— When Sunday Comes (@WSCsupporters) February 22, 2018