ბართომეუ გადადგება, თუ ამის გამო მესი “ბარსელონაში” დარჩება
ლიონელ მესიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა, “ბლაუგრანას” პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ კი სასწრაფო წესით კლუბის დირექტორთა საბჭო მოიწვია.
არგენტინელმა ფეხბურთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა “ნოუ კამპის” დატოვება და ახლა კონტრაქტში იმ პუნქტის აქტივაციას აპირებს, რომელიც მას შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის უფლებას მისცემს.
“ბიბისის” ცნობით, ბართომეუმ პირობა დადო, რომ მესის შესანარჩუნებლად თუ მისი გადადგომა იქნება საჭირო, ამას გააკეთებს.
ლეო მესის მიმართ ინტერესს ყველაზე აქტიურად მილანის “ინტერი”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “პარი სენ-ჟერმენი” იჩენენ.
ლიონელ მესი “ბარსელონას” აღზრდილი გახლავთ. მას კატალონიური გუნდის რიგებში ჩატარებულ 731 მატჩში 634 გოლი და 285 შედეგიანი გადაცემა აქვს მითვლილი. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს. კონტრაქტის გამოსასყიდი თახნა 700 მილიონ ევროს შეადგენს.