ბატისტუტა: “მარადონა პოეზიაა, მესი – პროზა”
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გაბრიელ ომარ ბატისტუტამ ერთმანეთს ორი თანამემამულე დიეგო მარადონა და ლიონელ მესი შეადარა.
“დიეგო საუკეთესო იყო. ის არგენტინის სიმბოლოა და არამხოლოდ ფეხბურთში. მას აქვს ქარიზმა, ნიჭი და იშვიათი ფანტაზია. მიუხედავად იმისა, რომ მესი ტექნიკური თვალსაზრისით ძალზედ ძლიერი და შესაძლოა, მარადონაზე უკეთესიც არის, ის დიეგოს მაინც ვერ აჯობებს. ლეოს არ აქვს ისეთი ქარიზმა, როგორიც დიეგოს ჰქონდა.
მარადონას სტადიონის მართვა შეეძლო, ყველა მას უყურებდა. მე მასთან ერთად ვთამაშობდი და შემიძლია ვთქვა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის. მარადონა არის პოეზია, მესი კი – პროზა. ლეო არ არის ისეთივე ფანტასტიური და ზღაპრული განზომილების ფეხბურთელი, როგორიც იყო დიეგო. მესიმ დღეში ყოველი საათი ვარჯიშში რომ გაატაროს, მარადონას დონეს მაინც ვერ მიაღწევს.
უწინ ამ შედარებისას კიდევ შეიძლებოდა კამათი, მაგრამ უკვე – აღარ. ტაქტიკური თვალსაზრისით მესი სრულყოფილი ფეხბურთელია და ბევრი გოლიც გააქვს, მაგრამ პირადად ჩემთვის ის ვერასდროს გახდება დიეგო”, – ციტირებს ბატისტუტას სიტყვებს “კორიერე დელო სპორტი”.