ბუნდესლიგის პრევიუ
“ჰამბურგი” ბრძოლა გადარჩენისთვის, “ვოლფსბურგის” საჩემპიონთალიგო იმედები და ლევან კობიაშვილი ბოლო მატჩში ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში.
ვის შეხვდება გროიტერ ფიურტი?
ბუნდესლიგის სამივე აუტსაიდერს საქმე ნამდვილად ცუდად აქვთ. სამიდან ორი ქვეყნის მთავარი დივიზიონს აუცილებლად დაემშვიდობება, მესამე გუნდი კი პლეი-აუტის მატჩს ითამაშებს მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ “გროიტერ ფირტთან”.
შანსის მომცემ მე-16 პოზიციისთვის “ჰამბურგი”, “ნიურნბერგი” და “ბრაუნშვაიგი” იბრძვიან.
უკანასკნელ ტურში ყველაზე რთული მეტოქე ჰამბურგელებს ყავთ. სლომკას გუნდი “მაინცს” ესტუმრება, რომელიც “აუგსბურგთან” ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და აღნიშნულ მატჩში გამარჯვება ძალიან სჭირდება. ჰამბურგში პიერ-მიშელ ლასოგას იმედი აქვთ. ფორვარდი 28-ე ტურის შემდეგ არ გამოსულა მოედანზე. მისი არყოფნის პერიოდში გუნდმა მხოლოდ სამი ქულა მოიპოვა.
ჩრდილოელებს საკუთარი კონკურენტების იმედი უფრო უნდა ჰქონდეთ. “ნიურნბერგი” 34-ე ტურში გელზენკირხენში დისკვალიფიკაციების გამო შესუსტებული შემადგენლობით მიემგზავრება. იოსიპ დრმიჩი კი, თავის უკანასკნელ მატჩს ატარებს გუნდში. მომავალი სეზონიდან ფეხბურთელი “ბაიერის” ღირსებას დაიცავს.
მესამე აუტსაიდერი “ბრაუნშვაიგი” სტუმრად ცხრილის შუა ნაწილში უმოტივაციოდ დარჩენილ “ჰოფენჰაიმს” შეხვდება.
ჩემპიონთა ლიგის შესახებ
რომ არა 32-ე ტურში “ფრაიბურგთან” ფრედ დასრულებული შეხვედრა, “ვოლფსბურგი” მეოთხე პოზიციაზე იქნებოდა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ფავორიტის სტატუსით შეხვდებოდა უკანასკნელ ტურს, რომელშიც “მგლები” კიდევ ერთ კონკურენტს, გლადბახის “ბორუსიას” მიიღებენ საკუთარ მეოდანზე. თეორიულად ფავრის გუნდსაც აქვს მეოთხე პოზიციის დაკავების საშუალება. “ვოლფსბურგის” ძლევის და ლევერკუზენელების “ვერდერთან” მარცხის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგაში მომავალ წერს სწორედ მიონხენგლადბახელები იასპარეზებენ.
თუმცა, ამის ალბათობა დიდი არ არის. საშა ლევანდოვსკის მოსვლის შემდეგ “ბაიერი” საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება და არც ბოლო ტურში აპირებს ქულების დაკარგვას.
კობიაშვილის ბოლო მატჩში
ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ბერლინში გასამართი შეხვედრა იქნება, სადაც ადგილობრივი “ჰერტა” დორტმუნდის “ბორუსიას” მიიღებს.
სატურნირო თვალსაზრისით ამ მატჩს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა სწორედ ამ შეხვედრაში ფეხბურთს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენი, ლევან კობიაშვილი დაემშვიდობება.
კობიაშვილმა გერმანელ და ქართველ გულშემატკივარს უამრავი ლამაზი და დასამსახოვრებელი მომენტი აჩუქა. უკანასკნელი 5 სეზონი კობიმ სწორედ ბერლინურ კლუბში გაატარა და ორჯერ დაემხარა გუნდს ბუნდესლიგაში დაბრუნებაში.
10/05/14