ჩინელები რონალდუს სანაცვლოდ 300 მილიონს იხდიან
მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა “სქაი იტალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ჩინური კლუბი პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ “სამეფო კლუბს” 300 მილიონ ევროს სთავაზობს.
“ჩინეთიდან “რეალს” რონალდუს სანაცვლოდ 300 მილიონი ევრო შესთავაზეს, თავად პორტუგალიელს კი წელიწადში ხელფასის სახით 100 მილიონ ევროზე მეტს ჰპირდებიან, მაგრამ მისთვის ფული ყველაფერი არ არის. “რეალი” რონალდუსთვის ცხოვრებაა”, – განაცხადა ჟორჟე მენდეშმა.
შეგახსენებთ, რომ ჩინურმა კლუბებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ორი რეზონანსური ტრანსფერი განახორციელეს. “შანხაი სიპგ”-მა ლონდონის “ჩელსიდან” ოსკარი გადაიბირა, “შანხაი შენჰუამ” კი “ბოკა ხუნიორსიდან” კარლოს ტევესი წამოიყვანა და არგენტინელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცია.