დიეგო სიმეონე: “ატლეტიკოში” ვრჩები”
მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა და განაცხადა, რომ გუნდში რჩება.
“ჟურნალისტები გამუდმებით იმას მეკითხებიან, დავრჩები თუ არა გუნდში. კი ბატონო, გუნდში დარჩენას ვაპირებ, ვინაიდან ამ კლუბს მომავალი აქვს და ეს ჩვენი ერთობლივი მომავალია”, – აღნიშნა სიმეონემ.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მილანის “ინტერმა” არგენტინელ სპეციალისტს ხუთწლიანი კონტრაქტი და სეზონში ჯამაგირის სახით 50 მილიონი ევრო შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოს” 2011 წლიდან თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი, აგრეთვე ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. “ატლეტიკო” სიმეონეს თავკაცობით ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
მადრიდის “ატლეტიკომ” ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2016-2017 წლების გათამაშებაში მესამე ადგილი დაიკავა.