“დორტმუნდის” ავტობუსთან მომხდარი აფეთქების უკან ისლამური კვალი გამოჩნდა
დორტმუნდის “ბორუსიას” ავტობუსთან მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება გრძელდება.
როგორც წუხელ მოგახსენეთ, მომხდარის ადგილზე ნაპოვნია წერილი. პროკურორ სანდრა ლიუკეს თქმით, წერილი იწყება სიტყვებით: “მოწყალე ალაჰის სახელით”, რაც ამ საქმეში ისლამურ კვალს აჩენს.
შეგახსენებთ, რომ “ბორუსიას” ავტობუსთან სამი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გუნდი ბაზიდან სტადიონისკენ გადაადგილებას იწყებდა. აფეთქების შედეგად ხელი დაიშავა გერმანული გუნდის მცველმა მარკ ბარტრამ, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ესპანელი ფეხბურთელი სამედიცინო დაწესებულებიდან წუხელვე გამოწერეს. მცირეოდენ დაზიანდა კლუბის ავტობუსიც.
“ბორუსიასა” და “მონაკოს” შორის სამშაბათს გასამართი შეხვედრა მომხდარის გამო გადაიდო და ის დღეს, თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.