ჰამანი: “გვარდიოლამ “ბაიერნი” მოატყუა”
მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დიტმარ ჰამანმა სეზონის ბოლოს კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების გადაწყვეტილების გამო ხოსეპ გვარდიოლა გააკრიტიკა.
“მე ვთვლი, რომ გვარდიოლამ “ბაიერნი” მოატყუა. ასეთი სიტუაცია გუნდისთვის უცხოა. გამიკვირდა, რომ “ბაიერნის” ხელმძღვანელობამ ეს დაუშვა.
მგონია, რომ კლუბმა გვარდიოლას მიმართ ნდობა დაკარგა, ვინაიდან ესპანელი მწვრთნელი გულღია ყოველთვის არ იყო. ახლა “ბაიერნში” გვარდიოლას შესახებ იმავეს არ ფიქრობენ, რასაც ფიქრობდნენ ექვსი კვირის წინათ. ხოსეპს კლუბში საკმაოდ დიდი ძალაუფლება მისცეს, იგი წმინდანად აღიქმებოდა.
იმას არ ვამბობ, რომ მისი მიყვანა შეცდომა იყო. ჩემპიონთა ლიგა ყველაფერს მოჰფენს ნათელს”, – ციტირებს გვარდიოლას კომენტარს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” უხელმძღვანელებს.