ჰასან სალიჰამიჯიჩი “ბაიერნის” სპორტული დირექტორის პოსტზე დაინიშნა
მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი ჰასან სალიჰამიჯიჩი კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
“ბაიერნი” განსაკუთრებული კლუბია. მაშინვე მივხვდი, რომ ამ პოსტზე მუშაობა მინდოდა. თითოეულ მატჩში, თითოეულ ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯებოდი. ამავე სულისკვეთებით გავაგრძელებ მუშაობას კლუბის სპორტული დირექტორის ამპლუაში”, – განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.
ჰასან სალიჰამიჯიჩი ამა წლის თებერვლის თვეში “ბაიერნის” ელჩი გახდა, ახლა კი დააწინაურეს და სპორტულ დირექტორად დანიშნეს. ის ბავარიული გუნდის ღირსებას 1998-დან 2007 წლამდე იცავდა. ბოსნიელმა ფეხბურთელმა “ბაიერნის” რიგებში ექვსჯერ მოიგო გერმანიის ბუნდესლიგა, ოთხჯერ კი ქვეყნის თასი, თითო-თითოჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული.