ისლანდიელებმა ევრო-2016-ზე უჩვეულო რეკორდი დაამყარეს
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიისა და ისლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:1) ლარს ლაგერბეკის გუნდმა უცნაური რეკორდი დაამყარა. საქმე იმაში გახლავთ. რომ სასტარტო განაცხადში მყოფი თერთმეტივე ისლანდიელი ფეხბურთელის გვარი “სონ”-ზე ბოლოვდება.
ისლანდიელთა სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ჰალდორსონი; სევარსონი, რაგნარ სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი; გუდმანდსონი, გუნარსონი, გილფი სიგურდსონი, ბიარნასონი; სიგტორსონი, ბიოდვარსონი.
გარდა ამისა, შეცვლაზე შევიდნენ ფინბოგასონი და ბიარნასონი. ისლანდიელთა განაცხადში განსხვავებული დაბოლოებით მხოლოდ ერთი ფეხბურთელია შეყვანილი – ეიდურ გუდიონსენი.
აქვე გეტყვით, რომ ევრო-1964-ზე საბჭოთა კავშირის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოედანზე ათი დანიელი გამოვიდა, რომელთა გვარი “სენ”-ზე სრულდებოდა.