ისლანდიის პრეზიდენტმა VIP-ლოჟაზე უარი თქვა და ნაკრებს ტრიბუნიდან უქომაგებს
3 ივლისს ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და ისლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. გასაკვირი არაა, რომ შეხვედრას ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონიც დაესწრება, თუმცა ქვეყნის პირველმა პირმა VIP-ლოჟიდან მატჩის ცქერაზე უარი თქვა. პრეზიდენტი ისლანდიის ნაკრებს ქომაგებთან ერთად ტრიბუნიდან უქომაგებს.
“ფანებთან ერთად ტრიბუნაზე ვიქნები და ნაკრების ფორმასაც ჩავიცვამ. რატომ უნდა მინდოდეს VIP-ლოჟაში ჯდომა და შამპანურის წრუპვა, როცა ეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ისედაც შემიძლია. ისლანდიისთვის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს აჩვენებს, რომ თუ დავისახავთ მიზანს და მისკენ დისციპლინირებულად ვივლით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საფრანგეთის ნაკრებს ჩვენს არდაფასებას არ ვურჩევდი”, – იოჰანესონის სიტყვებს “ევროსპორტი” ციტირებს.