კაპელო: “კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად რონალდოსთან მუშაობა გამიჭირდა”
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ის ფეხბურთელი დაასახელა, ვისი მწვრთნელობაც ყველაზე მეტად გაუჭირდა კარიერის განმავლობაში.
“რომელი ფეხბურთელი იყო ყველაზე რთული სამწვრთნელი? ახლა ყველა კასანოზე იფიქრებთ. ანტონიო ახალგაზრდა იყო, მოედანზე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ მინდორს მიღმა სიგიჟეებს აკეთებდა.
სინამდვილეში ჩემთვის ყველაზე რთული სამწვრთნელი ის ფეხბურთელი იყო, ვისაც ჩემს მოთამაშეებს შორის საუკეთესოდ მივიჩნევ – ბრაზილიელი რონალდო. გეტყვით, რატომაც ვთვლი ასე.
ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და 96 კილოგრამს იწონიდა, მოკრივესავით გამოიყურებოდა. ვკითხე, რამდენს იწონიდა მაშინ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. მან მიპასუხა, რომ მაშინ 84 კილოგრამი იყო. მე ვთხოვე, რომ 88 კილოგრამამდე დაეკლო.
სამწუხაროდ, რონალდო ძალას არაფერს ატანდა და მხოლოდ 94 კილოგრამამდე დაიკლო. რუდ ვან ნისტელროისთან წყვილში სამჯერ დავაყენე და სამივე მატჩი მარცხით დავასრულეთ”, – ციტირებს კაპელოს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელო რონალდოს მადრიდის “რეალში” 2006-2007 წლების სეზონში თავკაცობდა. მაშინ “სამეფო კლუბი” ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.