კრიშტიანუ რონალდუ: “არასდროს მითქვამს, რომ “რეალის” დატოვება მინდა”
მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბში” თავს ბედნიერად გრძნობს და გუნდის გამოცვლის სურვილი არ აქვს.
“როდის გავაფორმებ “რეალთან” ახალ კონტრაქტს? კარგი შეკითხვაა, მაგრამ ადრესატი შეგეშალათ. ამ კითხვაზე ჩემზე უკეთ კლუბის პრეზიდენტი გიპასუხებთ. “რეალში” ბედნიერი ვარ.
მქონდა თუ არა გუნდის დატოვების სურვილი. როდესაც ცნობილი პიროვნება ხარ, შენზე ბევრს საუბრობენ. პირადად მე არასდროს მითქვამს, რომ “რეალის” დატოვება მინდა. ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩემზე ყოველდღიურად ძალიან ბევრს საუბრობს.
ყველა ეჭვზე და კითხვაზე კომენტარს რომ ვაკეთებდე, მთელ დროს ჟურნალისტებთან საუბარში დავხარჯავდი. მე ფეხბურთისთვის ვცხოვრობ”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Football-Espana.
ზაფხულში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ესპანურ საგადასახადო სისტემასთან არსებული პრობლემის გამო კრიშტიანუ რონალდუს “რეალის” დატოვება სურდა.