კუმანი: “ბარსელონაში” სიამოვნებით ვიმუშავებდი”
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა “ბარსელონას” თავკაცის ვაკანტურ პოსტზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა.
“დიახ, “ბარსელონას” თავკაცად სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ სანამ კონტრაქტზე ხელს არ მოვაწერ, მანამდე ჩემს გადასვლაზე ვერაფერს ვიტყვი, თუნდაც კატალონიურ გუნდში მუშაობა ასე ძლიერ მინდოდეს”, – ციტირებს კუმანის სიტყვებს NOS.
შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანი “ბარსელონას” ღირსებას მოთამაშის რანგში 1989–1995 წლებში იცავდა, 1998–2000 წლებში კი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. მასსა და ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციას შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლამდე აქვს.
როგორც მოგეხსენებათ, 17 აგვისტოს “ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გუნდის თავკაცის პოსტიდან კიკე სეტიენი დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.