ლა ლიგის პრეზიდენტმა ჩემპიონატის განახლების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ესპანეთის პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ტურნირის განახლების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი დაასახელა. მისი თქმით, ლა ლიგა შესაძლოა, მაისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში განახლდეს.
“ესპანეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების ჩემპიონატების 29 მაისს ან 6 ივნისს განახლების შესაძლებლობას განვიხილავთ. ევროტურნირებისთვისაც არსებობს რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი. თუ პრიმერას მაისის ბოლოს განვაახლებთ, ჩემპიონთა ლიგა ივლისის პერიოდში დასრულდება. თუ ლა ლიგა 6 ივნისს განახლდება, ყველა ტურნირი 31 ივლისამდე გაგრძელდება.
თუ შეჯიბრს 28 ივნისს განვაახლებთ, ივლისში შიდა ჩემპიონატს ვითამაშებთ, აგვისტოში კი – ჩემპიონთა ლიგას. ამავე ვადებში გვექნება ფეხბურთელთა მომზადების საშუალება. არ გვინდა, რომ აგვისტოს გავცდეთ, ვინაიდან ეს მომდევნო სეზონის გრაფიკზე მოახდენს გავლენას”, – ციტირებს ტებასის სიტყვებს “ასი”.