ლეო მესი კოპა ამერიკის მოგების იმედით
სანაკრებო დონეზე ლიონელ მესის დისკვალიფიკაცია მოუხსნეს.
Goal-ი წერს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და 2021 წელს კოპა ამერიკის მოგების დიდი იმედი აქვს. გარდა ამისა, ის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც აპირებს თამაშს. ლიონელ სკალონის ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი მესის სრულ ნდობას უცხადებს.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ 2019 წელს კონმებოლი კორუფციაში დაადანაშაულა, რის გამოც სანაკრებო დონეზე სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ფეხბურთელმა ჩილეს, მექსიკისა და გერმანიის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩები გამოტოვა. მას არც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ეკვადორთან გასამათ მატჩში თამაშის უფლება ჰქონდა. შეხვედრა 26 მარტს იყო ჩანიშნული, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მატჩი 8 ოქტომბრამდე გადაიდო. მოგვიანებით არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ მესის დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა, რაც კონმებოლმა დააკმაყოფილა. ამრიგად, მესის სანაკრებო დონეზე თამაშის უფლება უკვე აქვს.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული (2008 წელი).
არგენტინის ნაკრები 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ეგიდით 8 ოქტომბერს ეკვადორის ეროვნულ გუნდს მიიღებს, 13 ოქტომბერს კი ბოლივიას ესტუმრება.