“მილანი”v”იუვე”- ტრამვირებულთა მდგომარეობა
დღეს საღამოს ანდრეა პირლოსა და არტურო ვიდალის რეაბილიტაციის ზუსტი ვადები უნდა გაირკვეს.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკონერების ექიმები ორივე ნახევარმცველს დეტალურ სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ და ცნობილი გახდება, დაბრუნდებიან თუ არა ისინი “მილანთან” მატჩში.მანამდე კი, ბებერ ქალბატონს “მალმიოსთან” აქვს შეხვედრა და შუახაზელებთან ერთად, მასიმილიანო ალეგრი ანდრეა ბარძალისაც მოისაკლისებს, იტალიელი მცველი ჯანმრთელია, თუმცა გარისკვა არ ღირს.დაცვის ხაზს ჯორჯო კიელინი დაუბრუნდება.
რაც შეეხება მილანელებს, სან სიროზე ჩასატარებელი დაპირისპირების გამოტოვება დიეგო ლოპესსა, ალექსსა სტეფან ელ შაარავის ემუქრებათ, სამივე მათგანს მცირე ტრავმა აწუხებს, თუმცა ფილიპო ინძაგის გუნდში სავარაუდოდ, ფერნანდო ტორესის დებიუტი უნდა შედგეს. თამაშს დისკვალიფიკაციის გამო დანიელე ბონერა გამოტოვებს.