“ოქროს ბურთი” მესის საკუთრებაა!
“ოქროს ბურთი” კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ მოიგო. მან აღნიშნული ჯილდო მეხუთედ მიიღო.
მესიმ 2015 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
პროცენტულად ხმები ასე გადანაწილდა: მესი (41,33%); კრიშტიანუ რონალდუ (27,76); ნეიმარი (7,86).
“ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მოგება. “ოქროს ბურთი” მეხუთედ მოვიგე და ბავშვობაში ამაზე ნამდვილად ვერ ვიოცნებებდი. ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ხმა მე მომცა. განსაკუთრებულად ჩემი თანაგუნდელების მადლიერი ვარ, რომელთა გარეშეც ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ბოლოს კი, მადლობას ვუხდი ზოგადად ფეხბურთს ყველაფერი იმისთვის, რაც მომცა – ცუდი იქნებოდა ეს თუ კარგი, ვინაიდან ეს ზრდის საშუალებას გაძლევს. სულ ეს არის”, – აღნიშნა მესიმ.