მინო რაიოლა გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რაიოლას ბოლო დროს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა და ამის გამო, ხშირად საავადმყოფოშიც ხვდებოდა.

მინო პოგბას, იბრაჰიმოვიჩის, ვერატის, ჰალანდის, დონარუმას და სხვა ვარსკვლავების აგენტი იყო.

იურგენ კლოპის რეაქცია ლო სელსოს მოძრაობებზე (ვიდეო)

“ლივერპულმა” “ვილიარეალი” 2-0 დაამარცხა. ერთ-ერთ მომენტში ჯოვანი ლო სელსოს ძალიან მაგარ ქმედებებმა, იურგენ კლოპიც გააოცა.

დე ლაურენტისი: “კვარცხელიას გვარის წარმოთქმასთან პრობლემები გვექნება”

“ნაპოლის” პრეზიდენტმა რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი დაადასტურა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის გვარის წარმოთქმასთან დაკავშირებით ნეაპოლში პრობლემები შეექმნებათ.

დე ლაურენტისი უკვე ფიქრობს იმ ზედმეტსახელებზე, რომლებიც შესაძლოა ხვიჩას შეურჩიონ.

“იმედი მაქვს, ამ ტრანსფერით კარგი სვლა გავაკეთე, ის ნამდვილად “ნაპოლის” ფებურთელია. მისი გვარის წარმოთქმასთან დაკავშირებით პრობლემები გვექნება. შესანიშნავი მომღერლის, “ჯორჯიას” (იტალიელი მომღერალი) სახელს ვერ დავუძახებ, რადგან იგი ქალბატონია. შეიძლება ხვიჩას “ძიძი” ვუწოდოთ, ცუდი სახელი არ არის”, – განაცხადა “ნაპოლის” პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია სერია A-ს კლუბს ზაფხულში 5-წლიანი ხელშეკრულებით შეუერთდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა თითოეულ სეზონში, ხელფასის სახით, 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ჯანო ანანიძე კარიერას ასრულებს

“დინამო ბათუმის” ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოთამაშის კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის მიზეზი ქრონიკული ტრავმები და მუდმივი რეციდივებია, რაც 29 წლის ფეხბურთელს უმაღლეს დონეზე თამაშის საშუალებას არ აძლევს.

ანანიძე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ კარიერის უმეტესი ნაწილი რუსეთში გაატარა. 2021 წელს ის “დინამო თბილისში” დაბრუნდა, 2022 წლის იანვარში კი “დინამო ბათუმის” რიგებში გადავიდა. მან ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხუთი არასრული მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჯანო ანანიძე საქართველოს ეროვნული გუნდის წევრი 2009 წლიდან არის. მან ამ პერიოდის განმავლობაში ნაკრების ფორმა 45-ჯერ მოირგო და შვიდი გოლი გაიტანა.

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ფეხბურთელია!

ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულიდან “ნაპოლის” ღირსებას დაიცავს. ეს ინფორმაცია დღეს იტალიური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა რადიო Kiss Kiss Napoli-ს დაუდასტურა.

ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს კლუბში 5-წლიანი კონტრაქტით გადაბარგდება.

აურელიო დე ლაურენტისის ინტერვიუს სრული ჩანაწერი რადიო Kiss Kiss Napoli-ში დღეს გავა, სადაც სავარაუდოდ, ის ხვიჩაზე უფრო ვრცლად ისაუბრებს.

პეპ გვარდიოლას რეაქცია ვინისიუსის მოძრაობაზე (ვიდეო)

ჯიჯი, დროა სახლში წახვიდე – ბუფონმა კარიერაში ყველაზე უხეში შეცდომა დაუშვა (ვიდეო)

44 წლის ჯანლუიჯი ბუფონი 2021 წლიდან “პარმაში” თამაშობს და კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს, მაგრამ ჯიჯიმ გუშინ “პერუჯასთან”, ალბათ, კარიერის ყველაზე უხეში შეცდომა დაუშვა.

უკრაინის ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა

უკრაინის პრემიერლიგის 2021-2022 წლების გათამაშება ვადაზე ადრე დასრულდა.

დღეს ტურნირის მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატის კლუბებმა გათამაშების ვადაზე ადრე დასრულებას მხარი დაუჭირეს. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინის ჩემპიონატის სეზონის ჩამთავრება და ჩემპიონის გამოვლენა ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ჩემპიონატი რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის გამო თებერვალში შეწყდა. 24 თებერვლის მდგომარეობით, გათამაშების ზედა ხუთეული დონეცკის “შახტარმა”, კიევის “დინამომ”, “დნიპრო-1-მა”, ლუჰანსკის “ზორიამ” და პოლტავის “ვორსკლამ” დააკომპლექტეს. პირველ-მეორეადგილოსნები ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ, მესამეადგილოსანი ევროპის ლიგაზე ისაპარეზებს, მეოთხე-მეხუთეადგილოსნები კი კონფერენციის ლიგაზე მოხვდნენ.

შესაძლოა, ხვიჩას “ნაპოლიში” სხვა მთავარი მწვრთნელი დახვდეს

იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ “ნაპოლის” ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგების გამო კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან უთანხმოება აქვს.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლიმ” სერია A-ს უკანასკნელ სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, რითაც საჩემპიონო შანსი თითქმის დაკარგა, ხოლო მეოთხე ადგილზე მყოფ “იუვენტუსთან” სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა.

63 წლის სპეციალისტს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა დე ლაურენტისი გუნდიდან მწვრთნელების გაშვებას არ ერიდება და არაა გამორიცხული, მიმდინარე სეზონის ბოლოს სპალეტის კარისკენ მიუთითოს.

წყაროს თანახმად, “ნაპოლის” ხელმძღვანელი გუნდის თავკაცის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, რომელთა შორის არის ბერგამოს “ატალანატას” მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი.

ამ უკანასკნელს წარსულში ორჯერ შეეძლო “ნაპოლის” ჩაბარება, თუმცა ორივე შემთხვევაში კლუბმა არჩევანი სხვა მწვრთნელზე შეაჩერა.

პოგბას ოთხი ვარიანტი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა მიმდინარე სეზონის ბოლოს “ოლდ ტრაფორდს”, დიდი ალბათობით, დატოვებს. ფრანგ ფეხბურთელს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი ეწურება.

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა თქვა, რომ პოლ პოგბა კლუბთან შრომით ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს. მეტიც, ფრანგმა ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “ლივერპულთან” გამართულ შეხვედრაში (0:4) ტრავმა მიიღო, რის გამოც “წითელი ეშმაკების” რიგებში თამაში აღარ მოუწევს.

ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ პოგბას “ნიუკასლ იუნაიტედი” ეპატიჟება. “კაჭკაჭები” 28 წლის ნახევარმცველს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. თავად პოგბას კარიერის გაგრძელება ტურინის “იუვენტუსში”, “პარი სენ-ჟერმენში” ან მადრიდის “რეალში” სურს და აღნიშნულ კლუბებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

დაზუსტებული: ხვიჩა ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი იქნება

ხვიჩა კვარაცხელია კარიერას “ნაპოლიში” ივლისის დასაწყისში ჩავა და გუნდთან ერთად შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას.

ხვიჩამ იტალიელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და Tuttomercato-ს  ცნობით, წელიწადში 1.5 მილიონი ევრო ექნება ხელფასის სახით, პლუს, ბონუსებიც.

შესაბამისად, კვარა ქართველ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი იქნება.

“ნაპოლი” მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს გადაიხდის.