ლევანდოვსკიმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. პოლონელი “ბარსაში” მიდის

პოლონური სპორტული არხი TVP Sport-ი იუწყება, რომ მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. ის “ბლაუგრანასთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

წყაროს თანახმად, 33 წლის ფეხბურთელმა ბავარიული კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ შრომით ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბაიერნი” ლევანდოვსკის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა გარიგებაში სხვა ფეხბურთელების ჩართვის შემთხვევაში, მოთხოვნილი თანხა შემცირდება.

რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 40 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა.

მილიარდერ რომან აბრამოვიჩს “ვალენსიას” ყიდვა სურს

რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩს ესპანური “ვალენსიას” შეძენა სურს.

მას შემდეგ, რაც აბრამოვიჩმა ლონდონის “ჩელსის” გაყიდვა ვერ შეძლო და ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა, საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა და თურქული კლუბი “გიოზთეფე” შეიძინა.

ამჯერად, მისი სამიზნე “ვალენსიაა”, რომლის მფლობელს,  სინგაპურელ პეტერ ლიმს ფანებთან დიდი ხანია ურთიერთობა დაეძაბა და “ღამურებსაც” გარკვეული ფინანსური კრიზისი შეეხოთ.

საუბარია, დაახლოებით 250 მილიონ ევროზე, რომელიც აბრამოვიჩისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

“ვალენსიას” პირველ მეკარედ სულ მალე გიორგი მამარდაშვილი საბოლოოდ ჩამოყალიბდება.

ლევან კობიაშვილი: “მესმის, რომ მიუღებელია, მაგრამ ეს არის რეალობა”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადაცემაში “სპორტი იმედზე” ეროვნული ლიგის გუნდების სიტუაციის შესახებ ისაუბრა.

“არ ვიცი, დიდად არაფერი შეცვლილა. თუ არ ჩამოვთვლით ამ ფეხბურთელებს (კვარაცხელია, დავითაშვილი, კვირკველია), სხვა არაფერი მომხდარა. ხანდახან მესმის, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, რასაც ვამბობ  მიუღებელი და  კრიტიკულია, თუმცა ეს არის რეალობა. მე ძალიან გამიხარდება თუ ვცდები და სხვანაირად მოხდება, მართლა გამიხარდება.

მოლოდინი, იქედან გამომდინარე, სხვასთან შედარებით, რა მეტი ინფორმაციაც აქვს, კონკრეტულ ქვეყანაში რა ინვესტიცია იდება, რა ფეხბურთელები ჩამოდიან, მაღალი არ არის. გვჭირდება ლეგიონერები თუ გვსურს, რომ ჩემპიონატს სხვა ხარისხი ჰქონდეს. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. 95%-ზე მეტი გუნდები, რომლებიც წარმატებებს აღწევენ ევროპაში, მთლიანად ლეგიონერებით არიან დაკომპლექტებული. ეს არის რეალობა.

კარგია, რომ ნაკრების ფეხბურთელები აქ ჩამოდიან. მეორეც არის, რამდენად იქნება ის შესაძლებლობები, რომ სათანადო კონდიციებში იყვნენ ივნისის მატჩებამდე. თამაშზე და სავარჯიშო პროცესზე მაქვს აქცენტი გაკეთებული”, – განაცხადა კობიმ.

როგორ შეასრულა ისაკმა პენალტი “ელჩესთან” მატჩში (ვიდეო)

კახა ცხადაძე “თელავზე”: “ყანაში ფეხბურთის თამაშის ძნელია”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ “თელავთან” დაფიქსირებული ყაიმის (1-შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“რთული მატჩი გამოვიდა, აბა როგორ გინდათ ახლა, თელაში მოვიდეთ და გავისეირნოთ? არცერთი შეხვედრა ეგეთი არ იქნება, მითუმეტეს, ასეთ მინდორზე. ყანაში ფეხბურთის თამაში ძალიან ძნელია, მემგონი, ორივე გუნდისთვის. იმ ყანიდან, რაც დღეს ჩვენ გვქონდა, საკმაო მომენტები შევქმენით. ძნელია ესეთ მინდორზე აზრიანი გამოსვლა. ასეთ მატჩებში სტანდარტულები ძალიან მნიშვნელოვანია. “თელავმა” ძალიან თავდადებულად ითამაშა და მინდორმა მისცა საშუალება, რომ ადვილად დაეცვათ თავი და მიაღწიეს ქულას. იმედია, ყანა გამოსწორდება და აწი უფრო ნორმალურ დონეზე ვითამაშებთ” – განაცხადა ცხადაძემ.

რთული ამტჩი გამოვა, როგორ გინდა ახლა, თელავში მოხვიდე გა ვასიენრო.

 

ბათუმის “დინამო”: არჩილ ბერიძემ თავისი სიტყვა შეასრულა!

ბათუმის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელია პირველად მოხვდა და  “დინამომ” 0-3 გაიმარჯვა.

ხვიჩა მოედანზე 87-ე წუთამდე იყო და რამდენიმე ლამაზი მომენტი შემოგვთაზა. ამასთანავე, მოედანი, რბილად, რომ ვთქვათ, საუკეთესო კონდიციებში ნამდვილად არ იყო.

კვარაცხელიას დამატებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი იმ მოედნებზე, სადაც კარგი საფარი არ იქნებოდა, არ ითამაშებდა და ეს კონტრაქტშიც იყო ჩაწერილი, რაც არჩილ ბერიძემ 1 კვირის წინ უარყო.

ეგეთი რამე გამორიცხულია და ამას ვნახავთ ყველა. ხვიჩა კვარაცხელია არის ტოპ ფეხბურთელი, თუმცა ამავდროულად “დინამოს” რიგითი წევრი. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა და ჩვენ ამას დავინახავთ. გეგუჩაძე ის სპეციალისტი არ არის, ვიღაცას რაღაცა…”, – განაცხადა ბერიძემ.

ხვიჩა ბათუმის სრულფასოვანი წევრია და ის ყველგან იქნება, სადაც გუნდს დასჭირდება.

“მე სვანი ვარ, სტერლიანი!” – ალჯამეინ სტერლინგი პიოტრ იანთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

9 აპრილს (საქართველოს დროით 10 აპრილს), ალჯამეინ სტერლინგმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარი დაიცვა, მან რუსი პიოტრ იანი ხუთრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა.

ამ ბრძოლისას სტერლინგის კუთხეში იყო მერაბ დვალიშვილი, რომელიც თანაგუნდელს ამხნევებდა და რჩევებს აძლევდა.

დაპირისპირებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, ვიდეოში კი სტერლინგი გამოჩნდა, რომელმაც თქვა: “მე სვანი ვარ, სტერლიანი!”

მერაბ დვალიშვილი: “მადლობა გულშემატკივრობისათვის. ალჯამეინს ლომის წვლილი აქვს ჩემს წარმატებაში. თუ თქვენ მე პატივს მცემთ, ეს მისი დამსახურებაცაა.”

იხილეთ ვიდეო

უყურებდნენ ამას “ნაპოლის” სკაუტები? – კვარაშოუ ეროვნულ ლიგაში (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ბათუმის “დინამო” წყალტუბოს “სამგურალს” ესტუმრა და 0-3 დაამარცხა.

ხვიჩა ძირითადში იყო და 84-ე წუთზე ძალიან მაგარი მომენტი შემოგვთავაზა.

იხილეთ ვიდეო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა გუნდიდან რონალდუს გაშვებაზე ფიქრობს

ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” წერს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა გუნდის თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს თამაშით უკმაყოფილოა და შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პორტუგალიელი გაყიდოს.

აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის თანამფლობელი ჯოელ გლეიზერი და დირექტორთა საბჭო მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და კრიშტიანუ რონალდუს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” 37 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს.

კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მძიმე ეპიზოდი – გრიგოლ ჩაბრაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს (ვიდეო)

10 აპრილს, ეროვნული ლიგაში წყალტუბოს “სამგურალმა” ბათუმის “დინამოს” ზესტაფონში უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

შეხვედრის 51-ე წუთზე, ერთ-ერთ ეპიზოდში “სამგურალის” ნახევარმცელმა მაისაშვილმა ბათუმელთა მარჯვენა მცველ გრიგოლ ჩაბრაძეს სახის არეში იდაყვი გაარტყა. ჩაბრაძის მდგომარეობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ის სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

ბოლო ინფორმაციით, ჩაბრაძე თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ვიდეო

მერაბ დვალიშვილის ემოცია, როცა სტერლინგმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა (ვიდეო)

10 აპრილს, UFC 273-ზე ერთმანეთს მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი ალჯამეინ სტერლინგი და რუსი პიოტრ იანი დაუპირისპირდნენ.

მსაჯების გადაწყვეტილებით, დაპირისპირება ალჯამეინ სტერლინგის გამარჯვებით დასრულდა. იამაიკელი მებრძოლის კუთხეში იმყოფებოდა დვალიშვილიც. ქართველი სპორტსმენის გულწრფელი ემოცია კი კამერებმაც დააფიქსირეს.

იხილეთ ვიდეო

შოთა არველაძის უცნაური სტატისტიკა ინგლისში

შოთა არველაძემ “ჰალ სიტის” ჩაბარების შემდეგ ჩემპიონშიპში 14 მატჩი ჩაატარა და 15 ქულა დააგროვა.

“ჰალისთან” ერთად 4 მატჩი მოიგო, 3 ფრე დაასრულა და 7 წააგო. როგორც ინგლისელებმა შენიშნეს, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ “სუონსისთან” პირველი საშინაო შეხვედრის გამარჯვების შემდეგ, “სიტიმ” აბსოლუტურად ყველა ქულა სტუმრად დააგროვა.

“ვეფხვებმა” წააგეს 6 საშინაო თამაში, როცა, სტუმრად მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ.

თავის მხრივ, “ჰალის” მიზანი პრაქტიკულად მიღწეულია და გასავარდნ ზონას უკვე 15 ქულა აშორებს.