მამარდაშვილმა სილესენი ნიდერლანდებში დააბრუნა

“ვალენსიაში” პირველი მეკარეობისთვის მამარდაშვილთან ბრძოლაში იასპერ სილესენი დამარცხდა და გუნდმა არჩევანი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მეკარის სასარგებლოდ გააკეთა.

ზაფხულში “ვალენსია”, მანამ სანამ, ნიდერლანდელის გაყიდვა სარფიანად შესაძლებელია, გაყიდის და მის სანაცვლოდ მინიმუმ 5 მილიონი ევროს მიღებას ვვარაუდობს. მის მთავარ მსურველად “პსვ” გამოიხატა, რომელსაც გამოცდილი გოლკიპერის დამატება სურს.

იასპერი 2011-16 წლებში “აიაქსში” თამაშობდა, შემდეგ იყო “ბარსელონა” და ახლა “ვალენსია”. “ბარსაში” ტერ შტეგენს ვერ გაუწია კონკურენცია, “ღამურებში” მამარდას. აღსანიშნავია ისიც, რომ სილესენი ხშირად ტრავმიანობს.

ნიდერლანდელის გასხვისების შემდეგ გიორგის გამოსასყიდ კონტრაქტში შესწორება შევა და 30 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზრდება.

რონალდუმ “ევერტონის” ფანს ტელეფონი დაუმსხვრია (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში “ევერტონსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის (1:0) შემდეგ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან გასახდელისკენ გაეშურა, რა დროსაც “ევერტონის” ერთ-ერთმა ფანმა მას მობილური ტელეფონი გაუწოდა. პორტუგალიელმა ტელეფონი გამეტებით ძირს დააგდო და დაამსხვრია. “მანჩესტერ იუნაიტედმა” მომხდარზე შიდა გამოძიება დაიწყო, რონალდუმ კი სოციალური ქსელის საშუალებით ბოდიში მოიხადა.

“იოლი არ არის რთულ მომენტებში ემოციებთან გამკლავება. მიუხედავად ამისა, სხვების მიმართ ყოველთვის პატივისცემასა და მოთმინებას უნდა ვიჩენდეთ, რათა მაგალითი მივცეთ ყველა ახალგაზრდას, ვისაც ეს ლამაზი თამაში უყვარს.

ბოდიშს ვიხდი ჩემი გამოხტომისთვის და თუ შესაძლებელია, ამ ფანს ფეხბურთის საყურებლად “ოლდ ტრაფორდზე” დავპატიჟებ”, – აღნიშნა რონალდუმ.

მებრძოლი ავთანდილ ხურციძე კვლავ დაკავებულია

43 წლის ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე კვლავ ამერიკის ციხეში იმყოფება.

ხურციძისგან არაფერი არ ისმის. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, მებრძოლი კვლავ ციხეშია და გამოსვლას ელის.

2021 წლის სექტემბერში ავთომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ციხიდან გათავისუფლდდა. 4 ოქტომბერს ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შესახებ საუბრობდა, სადაც პროკურორი კვლავ მოითხოვდა მის დამატებით 5-წლიან პატიმრობას. ბოლო აქტივობა 6 ნოემბრით თარიღდება, როცა შვილის ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა.

ხურციძე ამერიკაში 2017 წლის 14 ივნისს ამერიკაში რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს და სასამართლომ 10-წლიანი სასჯელი დაუწესა.

შევჩენკო რუსეთზე: “ამას არასოდეს დავივიწყებ, არასოდეს ვაპატიებ!”

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნდა და უკრაინის ქალაქ კრამატორსკში მომხდარს გამოეხმაურა.

კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე, ევაკუაციის მიზნით, 4000 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი გადაადგილებლად ტრანსპორტს ელოდებოდნენ. სწორედ ამ დროს რუსებმა ეს ტერიტორია დაბომბეს. დაღუპულთა რაოდენობა მუდმივად იმატებს.

“არასოდეს დავივიწყებ, მათ ამას არასოდეს ვაპატიებ. ეს უკრაინელი ხალხის გენოციდია. რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ჩვენს ქაალაქებს და ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს. კრამატორსკის რკინიგზის სადგურში რაკეტები ისროლეს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუაციის მიზნით იმყოფებოდა. ისინი საკუთარ თავებს “ადამიანებს” უწოდებენ? მსოფლიომ უნდა იმოქმედოს და ეს საშინელი ომი შეაჩეროს”, – წერს შევჩენკო.

მერაბ დვალიშვილი: “ალჯო საბოოლოდ მოაკეტინებს ვანიას და გაგზავნის უკან ციმბირში!”

10 აპრილს, საქართველოს დროით გამთენიისას UFC 273-ის ეგიდით ერთმანეთს ალჯამეინ სტერლინგი და პიოტრ იანი დაუპირისპირდებიან.

ოქტაგონზე შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, სტერლინგი და იანი ერთმანეთს არენის ფოიეში გადაეყარნენ, სტერლინგთან ერთად მისი თანაგუნდელი მერაბ დვალიშვილიც იმყოფებოდა.

ქართველმა მებრძოლმა ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა: “ხვალ საღამოს ალჯო საბოოლოდ მოაკეტინებს ვანიას და გაგზავნის უკან ციმბირში!”

სტერლინგი-იანის დაპირისპირება საქართველოს დროით 06:30 საათზე დაიწყება.

რუსი პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილისა და ალჯამეინ სტერლინგის ჟესტმა გააღიზიანა (ფოტო)

10 აპრილს, საქართველოს დროით გამთენიისას UFC 273-ის ეგიდით ერთმანეთს ალჯამეინ სტერლინგი და პიოტრ იანი დაუპირისპირდებიან.

ოქტაგონზე შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, რუსი პიოტრ იანი MMA Hour-ს ესაუბრა, სადაც მან უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ სტერლინგი, მერაბ დვალიშვილთან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად უკრაინას მხარს უჭერს.

“ნახეთ მისი განცხადებები, სტერლინგი ცდილობს, რომ დაპირისპირებაში პოლიტიკაც გაურიოს. უკრაინის დროშასთან ერთად ფოტოს იღებს და იღიმის. მან სცადა, რომ ეს პოლიტიკური გაეხადა. დიახ, ვიცი, რომ მას ჩემი აშშ-ში ყოფნა არ უნდა. ახლა აქ ვარ და იცის, რომ ეს მისი დასასრულია”, – განაცხადა იანმა.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგი მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელია. მათ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ გამოხატეს.

მესუთ ოზილი შოთა არველაძესთან მიდის

თურქული მედიის ინფორმაციით, “ფენერბაჰჩე” პირველი გუნდიდან მოკვეთილ მესუთ ოზილთან კონტრაქტის გაწყვეტას განიხილავს და ყველაზე დიდი ალბათობით, ოზილის შემდეგი ნავსაყუდელი “ჰალ სიტი” უნდა იყოს.

“ჰალ სიტის” მფლობელი აჯუნ ილიჯალი ფეხბურთელის ახლო მეგობარია და ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სთავაზობდა “ჰალის” აქციების ყიდვას.

შოთას გუნდი რამე სასწაული თუ არ მოხდა, ჩემპიონშიპში ადგილს შეინარჩუნებს.

მესუთი “არსენალიდან” “ფენერში” 2021 წელს გადავიდა, თუმცა ბოლოს მწვრთნელთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა.

გიორგი მამარდაშვილის ვრცელი ინტერვიუ, თუ როგორ ცხოვრობს ვალენსიაში

“ვალენსიას” პრესსამსახურმა გიორგი მამარდაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა და გიორგი ქართულად გვესაუბრება “ვალენსიაში” მის ყოფნაზე.

“შეიძლება ესე არ ველოდებოდი, მაგრამ ყოველდღე ვმუშაობ იმისთვის, რომ განვვითარდე. ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო “ვალენსიაში” მოსვლა და მინდოდა დამემტკიცებინა, რომ  შემიძლია კარგი მეკარეობა. კიდევ მეტი მინდა. ჩემი ყოველი დღე “ვალენსიაში” უკეთესია და კმაყოფილი ვარ ვალენსიაში ცხოვრებით. ახლა მარტო და ვემზადები ვარჯიშიდან ვარჯიშამდე. შემდეგ ვისვენებ, შეიძლება, ქალაქში გავისეირნო ხოლმე.

ქუჩაში როცა გავდივარ, ბევრი ადამიანი მცნობს, ვგრძნობ დადებით ემოციას, სიყვარულს და ძალიან მომწონს. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს ასეთი სითბოსთვის და დადებითი განწყობებისთვის ჩემდამი.

ფანტასტიკური სტადიონია, ეს გარემო, ატმოსფერო. ეტყობა, რომ  დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ. რაც შეეხება კოლეგებსა და მწვრთნელებს – პროფესიონალი ხალხია. ძალიან დამეხმარა ჯასპერი. როცა აქ ჩამოვედი, ესპანური კარგად არ ვიცოდი და დამეხმარა, ამეთვისებინა აქაური ცხოვრება, ვარჯიშები, ყველაფერი საერთოდ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ოჩოტორენას, მისგან ბევრი რამ ვისწავლე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ ოჯახს, რადგან რაც არ უნდა მოხდეს, გვერდით მიდგანან და ახლა ჩემი თამაშით ბედნიერები არიან. ასევე, ჩემ გარშემო მყოფ ქართველ ხალხს. სულ ვგრძნობ გვერდში დგომას, ჩემით ბედნიერები არიან და ჩემი წარმატება უხარიათ.

ბორდალასი პროფესიონალი და გამოცდილი მწვრთელია. ბედნიერი ვარ, რომ მენდობა და მათამაშებს. პირადად ჩემთვის, ვფიქრობ, ჩავეწერები იმ დიდ ისტორიაში, რომელიც “ვალენსიას” აქვს.

ცოტა რთულია ესპანურის სწავლა, რადგან ქართული ესპანური ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. ნელ-ნელა ვსწავლობ, დავიწყე ლაპარაკი და მეტი გაგება. მოვიგოთ კოპა, თუ გინდა ჩინურად ვიტყვი. ყველაფერს გავაკეთებთ თასზე გასამარჯვებლად. Amunt Valencia!”

გიორგი “ვალენსიას” თბილისის “დინამოდან” შეუერთდა და კონტრაქტით “ღამურებში” მინიმუმ 5 წელი დარჩება.

ოფიციალურად: საბა კვირკველია “გაგრაში” ჩაირიცხა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა კვირკველია კარიერას ეროვნულ ლიგაში გააგრძელებს. 30 წლის მოთამაშე საფეხბურთო კლუბ “გაგრას” ოფიციალურად შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია მიმდინარე სეზონში ხარკოვის “მეტალისტში” თამაშობდა. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ ფიფამ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელებს 30 ივნისამდე სხვა ქვეყნის კლუბებში გადასვლისა და თამაშის შესაძლებლობა მისცა.

“გაგრას” ეროვნულ ლიგაში ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ 7 ქულით მე-6 პოზიცია უკავია.

“დინამო არენაზე” ტრიბუნას ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

დღეს “დინამო თბილისის” ლეგენდარულ კაპიტან ალექსანდრე ჩივაძეს 67 წელი შეუსრულდა. თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით “დინამო არენას” სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. ეს სივრცე სტადიონის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს.

“დინამო არენას” მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა გუნდის ფანებმა შეასრულეს. ამასთან ერთად, სამხრეთ ტრიბუნის პირველი იარუსის პერიმეტრზე სრულად შეიცვალა მანიშნებლები, მათზე დატანილი QR კოდის დახმარებით კი, დაინტერესებულ პირებს ლეგენდარული კაპიტნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა. “დინამო თბილისი” აღნიშნული პრეცედენტის გამეორებას მომავალშიც აპირებს.

გთავაზობთ კლუბის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტომასალას.

“ჰალის” მფლობელი კლუბის ფანებს თურქეთში დაასვენებს

“ჰალ სიტის” მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ გუნდის ფანებს სიურპრიზი მოუმზადა. თურქი ბიზნესმენი ზაფხულში 500 ქომაგს თურქეთში დაასვენებს.

ილიჯალი ფანებს თურქეთში კერძო თვითმფრინავით გაამგზავრებს და ხუთი დღის განმავლობაში ანთალიის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უმასპინძლებს. ბიზნესმენი ყველა ხარჯს თავად დაფარავს. იღბლიან ქომაგთა ერთი ნაწილის ვინაობა ლატარიის მეშვეობით გაირკვევა, მეორე ნაწილი კი ის ფანები იქნებიან, რომლებიც მიმდინარე სეზონში “ჰალის” ყველაზე მეტ მატჩს დაესწრებიან.

“ვოცნებობ ისეთ სიგიჟეებზე, როგორიცაა “ჰალის” ხალხის თურქეთში დასვენება და მათთვის ჩემი ქვეყნის სილამაზის გაცნობა”, – ციტირებს ილიჯალის სიტყვებს “დეილი მეილი”.

შეგახსენებთ, რომ აჯუნ ილიჯალიმ “ჰალ სიტი” მიმდინარე წლის იანვარში შეიძინა და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძე დანიშნა. გუნდს ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილი უკავია და გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გასავარდნ ზონას 12 ქულა აშორებს.

ჯუღელი? არა! – რომელმა ცნობილმა აგენტმა გაჩარხა ხვიჩას “ნაპოლიში” ტრანსფერი?

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლისთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდის პრეზიდენტმა ეს ოფიციალურად დაადასტურა.

ხვიჩა წელიწადში 1.5 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.

ვინ არის ის ადამიანი, რომელმაც ხვიჩას ტრანსფერი განხორციელებაში მთავარი წვლილი შეიტანა? იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო შირას ინფორმაციით, მთავარი მოქმედი პირი ყოფილი ფეხბურთელი და ახლა საფეხბურთო აგენტი კრისტიან ძაკარდოა. სწორედ ის მუშაობს ყველა დეტალის დასასრულებლად. ძაკარდო 2013/15 წლებში “მილანშიც” თამაშობდა.

1 თვის წინ კვარამ სოციალურ ქსელში კრისტიანი გამოიწერა და ამ ყველაფრის შემდეგ განჩდა ეჭვი, რომ სწორედ ის იყო ევროპაში ფეხბურთელის წარმომადგენელი.

ქართულ და რუსულ გუნდებთან ურთიერთობაში კვარაცხელიას მამუკა ჯუღელი წარმოადგენს.