ეს ბიჭი ნაკრებში არ უნდა იყოს? – მიქელთაძემ მეკარეს შანსი არ დაუტოვა (ვიდეო)

ავსტრალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა ქართველმა თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ. მისმა “ნიუკასლ ჯეტსმა” “ველინგტონ ფინიქსი” 4-0 გაანადგურა.

“დილა” არ ჩერდება – გამოცდილი სენეგალელი მეკარე “ნოტინგჰემიდან”

გორის “დილა” აგრძელებს გაძლიერებას სეზონის დაწყების შემდეგ და გუნდს 29 წლის სენეგალელი მეკარე აბდულაიაე დიალო შეუერთდება.

დიალო ბოლოს ინგლისურ “ნოტინგჰემ ფორესტში” გამოდიოდა, მანამდე კი “გენჩლერში”, “რიზეში”, “ლე ავრში” და “რენში” თამაშობდა.

აბდულაიე 2018-19 წელს საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა, 2019 წელს სენეგალთან ერთად კი აფრიკის თასის ვიცე-ჩემპიონი. 2015 წლიდან მოყოლებული სენეგალის ნაკრებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული.

“დილამ” 1 კვირის წინ ბრაზილიელი ვაგნერ გონსალვეშიც დაიმატა.

 

იტალიური მედია: ხვიჩას აგენტი “ნაპოლის” ბოსებს შეხვდა

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, დღეს “ნაპოლის” წარმომადგენლები და საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი ერთმანეთს შეხვდნენ.

“ნაპოლის” სურს ახალი სეზონისთვის გაძლიერდეს და ის დანაკლისი შეივსოს, რაც თუნდაც, ინსინიეს წასვლის შემდეგ დადგება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კვარაცხელიათი ყველაზე მეტად სწორედ იტალიური კლუბები, “იუვენტუსი” და “მილანი” იყვნენ დაინტერესებულნი. გარდა ამისა, როცა “ნაპოლის” მწვრთნელი ჯენარო გატუზო იყო, გატუზო კალაძეს კვარას შესახებ ესაუბრა.

იოახიმ ლიოვის მომდევნო გუნდი ცნობილია

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში გააგრძელებს.

თურქული გამოცემა A Spor-ი იუწყება, რომ 62 წლის გერმანელ სპეციალისტსა და “ფენერბაჰჩეს” შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია. წყაროს თანახმად, ლიოვი თურქულ კლუბს მომდევნო სეზონიდან უთავკაცებს.

“ფენერბაჰჩეში” ლიოვის მთავარი სატრანსფერო მიზანი მიუნხენის “ბაიერნის” ნიდერლანდელი თავდამსხმელი ჯოშუა ზირკზე იქნება, რომელიც დღესდღეობით “ანდერლეხტში” იჯარის წესით თამაშობს. 20 წლის ფეხბურთელს ბავარიელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მისი საბაზრო ღირებულება რვა მილიონ ევროდ ფასდება.

აზაროვი ახალგაზრდულში გამოიძახეს – სვანაძე 4 დებიუტანტით

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, 29 მარტს, 18:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

21-წლამდე ნაკრებმა, შარშანდელი ამხანაგური მატჩების სერიაც გორში, ბელარუსთან მოგებული მატჩით დაიწყო და კალენდარული სეზონი, რუმინელებთან ფრის და ინგლისთან მოგების შემდეგ წაუგებლად დაასრულა.

ესტონელებთან მატჩისთვის მოსაზამადებელ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

მათ შორის 4 მოთამაშე ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტია – ტორპედო ქუთაისის მცველი – მათე აბულაძე, დინამო თბილისის საყრდენი – ნოდარ ლომინაძე, ბოლნისის სიონის შემტევი ნახევარმცველი – ლუკა ხორხელი და დინამო თბილისის მცველი – გიორგი მაისურაძე 21-წლამდე გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებას პირველად გაივლიან.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ოთარ ფარულავა (გაგრა), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი).

თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი).

მადრიდის “რეალმა” “ბორნმუთს” მიბაძა, თუმცა ვერ გაიტანა (ვიდეო)

სოციალურ ქსელში აქტუალური გახდა მადრიდის “რეალის” გათამაშება “პსჟ”-სთან. როგორც მომხმარებლები წერენ, მსგავსად თამაში “ბორნმუთმა” 3 დეკემბერს “ფულჰემთან” დაიწყო.

ალბათ, პაპა კარლო “ალუბლების” შეხვედრებს ხშირად უყურებს.

ჰარი კეინის საგოლე მომენტი “ბრაიტონთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

მოურინიო: “ყოველდღე ყვირილი რომ მომიწიოს, ვიყვირებ – შეწყვიტეთ ომი!”

“ვიტესთან” მატჩის წინ “რომას” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკრაინაში მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრა.

“შეწყვიტეთ ომი და თუ ეს ყოველდღე უნდა გავიმეორო, მე ამას ვიზამ. შეწყვიტეთ ომი!”

“მე არ ვსაუბრობ პოლიტიკის შესახებ, ზოგადად დაინტერესებული ვარ, მაგრამ საჯაროდ აზრს არ ვაფიქსირებ ხოლმე, თუმცა ახლა ვამბობ, ვყვირი და ყოველდღე ვიმეორებ – შეწყვიტეთ ომი! ყოველთვის შეწყვიტეთ ომი, ყველა ომი!” – განაცხადა მოურინიომ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ სიტის” თავკაცმა პეპ გვარდიოლამ პოლიტიკოსები უკრაინის მიმართ უმოქმედობაში დაადანაშაულა. უკრაინელი მცველი ოლექსანდრ ზინჩენკო “სიტიში” ასპარეზობს.

ილია თოფურია: “2008 წელს საქართველოში ვიყავი. გავცოფდი იმით, რაც პიმბლეტმა დაწერა”

UFC-ის მებრძოლმა ილია თოფურიამ ESPN-ის ჟურნალისტ კარლოს კონტრერასთან ინტერვიუში პედი პიმბლეტთან მომხდარ ინციდეტზე ისაუბრა.

როგორც იცით, ქართველი მებრძოლი ლონდონის სასტუმროში ინგლისელს შეხვდა და მას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო პასუხი მოსთხოვა.

“ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა. პირველად მან თვითერში დაწერა: “მესმის, რატომ გაანადგურა რუსეთმა საქართველო, ისინი სულელები არიან”. შოკში ვიყავი, რადგან ვერ წარმოვიდგენდი ვინმეს ამაზე ხუმრობა თუ შეეძლო. ეს იგივეა [ომი საქართველოში], რაც ახლა უკრაინაში ხდება. 2008 წელს საქართველოში ვცხოვრობდი და ვხედავდი, როგორ ხოცავდნენ უდანაშაულო ადამიანებს. ამ ომში მეგობრები, ოჯახის წევრები დამეღუპნენ. ჩემმა კლასელებმა, გოგონებმა და ბიჭებმა მშობლები დაკარგეს. საშინელი სიტუაცია იყო.

გავცოფდი, როცა წავიკითხე, როგორ ცდილობდა ეხუმრა მას. გუშინ, როცა ინტერვიუ დავასრულე და წამოვედი, ის დავინახე. პიმბლეტი მეგობრული სახით მიყურებდა და ხელი გამომიწოდა, ჩამოსართმევად. ბოთლი ვესროლე და ყველაფერი დაიწყო.

იქამდე, მან დაწერა: “ორ კვირაში ლონდონში იქნები. მოუთმენლად ველი, როგორ არ შეასრულებ შენს სიტყვებს”. მე ვუპასუხე: “შენთვისვე ჯობია, არსად გადამეყარო”.

პიმბლეტმა თქვა, რომ ჩვენ ექვსნი ვიყავით. თქვენ ყველამ ნახეთ, სწორედ ამ ექვსი ადამიანის ადამიანის დამსახურებაა, რომ ის ახლა ცოცხალია და თავი არ დავუმტვრიე”, – განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ქართველებს შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა. გარდა ამისა, 2021 წლის აპრილში მან რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა: “მომავალში გურამ ქუთათელაძეს შევხვდები და დავამარცხებ, რათა ყველა ქართველს, ვინც ინსტაგრამზე მწერს, მოვაკეტინო. რამდენიმე ქართველს ჩემი მისამართი გავუგზავნე და ვუთხარი – მოდით და მნახეთ. არავინ მოსულა.”

კესიე “ბარსელონაში” ითამაშებს

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ “მილანის” ნახევარმცველი ფრანკ კესიე მომავალი სეზონიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის ზეპირი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

25 წლის კოტ დივუარელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და “ბლაუგრანასთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი წლიური ჯამაგირი ბონუსების ჩათვლით რვა მილიონი ევრო იქნება. გარდა ამისა, ფეხბურთელი “ნოუ კამპზე” გადასვლისთვის სოლიდურ თანხას მიიღებს.

ფრანკ კესიემ მიმდინარე სეზონში “მილანის” ფორმით 29 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიოტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის პოსტზე ოთხი კანდიდატი სახელდება

“მანჩესტერ იუნაიტედს” მომავალი სეზონიდან ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” “წითელი ეშმაკების” თავკაცის პოსტზე ოთხ მთავარ კანდიდატს ასახელებს: თომას ტუხელი (“ჩელსი”), ხულენ ლოპეტეგი (“სევილია”), ერიკ ტენ ჰაგი (“აიაქსი”) და ლუის ენრიკე (ესპანეთის ნაკრები).

ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებს წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამზადებს და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან “ფურია როხა” დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის პოსტზე გასული წლის 3 დეკემბრიდან 63 წლის გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი მუშაობს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე გადაინაცვლებს.