რომან დოლიძე: “ეს ჩემი შვილია, ის ოდესაში დაიბადა”

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ სოციალურ ქსელში შვილის ფოტო გამოაქვეყნა და მიმართვა გაავრცელა.

“ეს ჩემი შვილია, პატარა ამირანი. ის ოდესაში დაიბადა, უკრაინაში. როდესაც მის ფოტო უყურებ, დაიმახსოვრე, რომ მილიონობით ბავშვს ახლა უკრაინაში უჭირს, ოჯახები იძულებულნი ხდებიან სახლები დატოვონ, ძალიან ბევრი ცდილობს ბომბებს თავი აარიდოს საკვებისა და მედიკამანტების გარეშე დარჩენილებმა. შეაჩერე ომი! მშვიდობა ყველას” – დაწერა დოლიძემ.

გუშინ, ძიუდოისტ გიორგი ზანთარაიას, რომელიც კიევში დარჩა, ქართველმა ძიუდოისტმა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს.

გადაწყვეტილია: ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ცნობილია

დღეს ყაზანის რუბინი ორმა ლეგიონერმა, სეად ჰაკსაბანოვიჩმა და ანდერს დრეიერმა დატოვეს.

მთელი საქართველო ელოდება როდის დატოვებს კვარაცხელია რუსეთს, მის მიმართ რადიკალურად შეიცვალა გულშემატკივრის დამოკიდებულება. ფაქტია, კვარაცხელიამ ზედმეტად დააგვიანა, თუმცა ხვიჩას ძალიან უნდა წამოსვლა და მამუკა ჯუღელს გადაჭრით დაუყენა საკითხი, რომ უახლოეს ერთ კვირაში “რუბინიდან” აუცილებლად უნდა წავიდეს.

მუშაობა უკვე დაწყებულია და “რუბინის” ხელმძღვანელობაც ქართველს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.

არ არის გამორიცხული ხვიჩამ კარიერა დანიაში ან ავსტრიაში გააგრძელოს.

ერთი ისიც არის, რომ 30 ივნისამდე მას კვლავ “რუბინში” დაბრუნება მოუწევს.

ანდრეი შევჩენკო მსოფლიოს დახმარების თხოვნით მიმართავს

ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ მსოფლიოს კიდერ ერთხელ მიმართა დახმარების თხოვნით.

“ორი კვირის წინ რუსეთმა ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ბოლოს სიტუაცია ბევრად გაუარესდა. ისინი კვლავენ ათასობით უდანაშაულო ბავშვს. მინდა მოგიყვეთ ამბავი 6 წლის ტატიანას შესახე მარიუპოლიდან. პირველად დედამისი დაიღუპა და შემდეგ ის სრულიად მარტო გარდაიცვალა უწყლობის გამო. ყველა ბავშვი იმსახურებს მშვიდობასა და სიცოცხლეს. გთხოვთ არ გაჩერდეთ, ისაუბრეთ, გადაარჩინეთ უკრაინელი ბავშვები!”, – განაცხადა შევჩენკომ.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ 16 დღის წინ დაიწყო. ომს უკვე 100ზე მეტი ბავშვი შეეწირა.

შესაძლოა, ლუის სუარესი პრემიერლიგაში დაბრუნდეს

მიმდინარე წლის 30 ივნისს მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ ლუის სუარესს გუნდთან კონტრაქტი ამოწურება. ურუგვაელი ფეხბურთელის დასამატებლად რამდენიმე კლუბმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი.

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ სუარესის დამატებით დაინტერესებულია ბირმინგემის “ასტონ ვილა”, რომელსაც დღესდღეობით ურუგვაელი თავდამსხმელის ყოფილი თანაგუნდელი სტივენ ჯერარდი თავკაცობს. გარდა ამისა, სუარესის დაბრუნების ინტერესი გამოთქვა ამსტერდამის “აიაქსმა”, რომლის ღირსებასაც 35 წლის ფეხბურთელი 2007-2011 წლებში იცავდა. წყაროს თანახმად, სუარესის დამატება MLS-ისა და ბრაზილიის ოთხ კლუბსაც სურს.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი “ატლეტიკოში” 2020 წელს “ბარსელონადან” გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ვიდალი “ინტერს” დატოვებს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ მილანის “ინტერის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი ზაფხულში კლუბს დატოვებს.

34 წლის ჩილელ ფეხბურთელს “ნერაძურისთან” კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. კლუბი მასთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი ნახევარმცველი “ინტერში” 2020 წელს “ბარსელონადან” გადავიდა. ვიდალმა მიმდინარე სეზონში მილანური გუნდის რიგებში 31 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კლოპი: “გასაგები იყო, რომ აბრამოვიჩი პუტინთან საკმაოდ დაახლოებულია”

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი დადებითად აფასებს ლონდონის “ჩელსის” მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას.

“თომას ტუხელს ვიცნობ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ისე ახლოს არ ვართ, რომ არასაფეხბურთო თემებზე ვისაუბროთ. არც ის, არც ფეხბურთელები და არც “ჩელსის” თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რაც მათ თავს ხდება.

მხოლოდ ერთი დამნაშავე არსებობს და ის ვლადიმირ პუტინია. არ ვიცი, რა როლი აქვს რომან აბრამოვიჩს ამ ყველაფერში, მაგრამ წლები გვიჩვენებს, რომ ის საკმაოდ დაახლოებულია პუტინთან.

ჩემი აზრით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა სწორად მოიქცა, თუმცა ასი პროცენტით გულახდილი რომ ვიყო, ეს კარგი არ არის “ჩელსის” თანამშრომლებისთვის და ფანებისთვის. მე ეს მესმის, მაგრამ მთავრობა სწორად მოიქცა”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “მეტრო”.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსის” სანქციები დაუწესეს. კლუბს კომერციული საქცმიანობა და ტრანსფერები აეკრძალა. “ჩელსის” სატიტულო სპონსორმა Three UK-მა კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა, ხოლო ტექნიკური სპონსორი Nike განხილვის პროცესშია.

ოფიციალურად: “რუბინი” ლეგიონერებმა დატოვეს

ყაზანის “რუბინის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდთან კონტრაქტი ორმა ლეგიონერმა, შვედმა სეად ჰაკსაბანოვიჩმა და დანიელმა ანდერ დრეიერმა შეაჩერეს.

რუსულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათ FIFA-ს დაწესებულ რეგულაციამდე ხელმძღვანელობას პირადად თხოვეს ნებართვა გაშვებაზე და რეგუალაციამაც მოუსწროთ.

დრეიერი კარიერას “კოპენჰაგენში” ან “მიდტიულანდში” გააგრძელებს.

“რუბინიდან” წამოსვლა ხვიჩა კვარაცხელიასაც სურს, მუშაობა მიდის, თუმცა ჯერჯერობით სიახლე არ არის.

“უქიმერიონი თბილისი” უკრაინელ ბავშვებს მის რიგებში ეპატიჟება

საფეხბურთო აკადემია “უქიმერიონი თბილისი” განცხადებას ავრცელებს და უკრაინელ ბავშვებს სავარჯიშოდ ეპატიჟება.

“ჩვენო გულშემატკივრებო, მეგობრებო, ნაცნობებო მოგმართავთ ყველას !

უქიმერიონი თბილისი მზად არის ჩვენს რიგებში მიიღოს 4დან 12 წლამდე უკრაინელი ლტოლვილი ბავშვები, გოგონებიც და ბიჭებიც, რათა ამ მძიმე ჟამს ოდნავ მაინც გავუფერადოთ დღეები.

ძალიან გთხოვთ, გაავრცელეთ ყველამ, თუ ვინმეს გაქვთ წვდომა უკრაინელ ლტოლვილებთან, ან გაქვთ რამე ინფორმაცია ძალიან გთხოვთ დაგვიკავშირდით”.

შეგახსენებთ, რომ “უქიმერიონი” სახალხო საფეხბურთო აკადემიაა და შემოწირულობების ხარჯზე მოღვაწეობს.

Nike “ჩელსისთან” 1 მილიარდიან კონტრაქტს წყვეტს

ლონდონის “ჩელსის” მფლობელისთვის, რომან აბრამოვიჩზე ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციების გამო “ჩელსი” განსაკუთრებით ზარალდება.

“ჩელსი” ფუნქციონირებას სპეციალური ლიცენზიის ქვეშ განაგრძობს, არ შეუძლია ახალი ფეხბურთელების დამატება, კონტრაქტების გახანგრძლივება, მაისურის გაყიდვები და ა.შ.

Sun-ის ინფორმაციით, გუნდთან კონტრაქტს Nike-ც წყვეტს. 2016 წელს მხარეებს შორის 15 წლიან კონტრაქტი გაფორმდა, რაც ერთი მილიარდის მიღებას ითვალისწინებდა. “ჩელსი” ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ 640 მილიონ ევროს კარგავს.

მანამდე, კიდევ ერთი სპონსორმა Three, რომლის ლოგოც მაისურზე იყო დატანილი, 48 მილიონიანი შეთანხმება გააუქმა.

BBC-მ გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ ბრიტანეთის მთავრობა აბრამოვიჩს უფლება მისცემდა კლუბი გაეყიდა, იმ შემთხვევაში თუ თანხას პირადად მილიარდერი არ მიიღებდა.

ქვილითაიას არწივის ჟესტი, ფანების გაგიჟება და ქეცბას განცხადება (ვიდეო)

კვიპროსული “აპოელის” ერთ-ერთმა კაპიტანმა, გიორგი ქვილითაიამ 1 თვის წინ “ანორთოსისთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ ამრ ვარდას მიწერა და ცხვირის მოტეხვით დაემუქრა. ვარდამ “აპოელის” ფანებს შეურაცხყოფა მიაყენა და ქართველმაც უპასუხა.

2 დღის წინ “აპოელმა” “ანორთოსისი” თასზე 2-1 დაამარცხა. გამარჯვების ბურთი 52-ე წუთზე ქვილითაიამ გაიტანა, რომელმაც გოლი “ანორთოსისის” ფანების წინ “აპოელის” სიმბოლოს, არწივის ჩვენებით აღნიშნა. მანამდე ფამაგუსტელები ქვილის ოჯახს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ჩვენებურმაც უპასუხა.

“ანორთოსისის” ხელმძღვანელობამ გიორგის დასჯა მოითხოვა, მე-12 წუთზე მას უკვე ჰქონდა ყვითელი, თუმცა მსაჯმა წითელი ბარათი არ მისცა.

ქეცბამ ასეთი კომენტარი გააკეთა: “სამწუხაროდ, მთელი სტადიონი 90 წუთი რომ ფეხბურთელს ლანძღავს, როცა მის ოჯახს შეურაცხყოფენ, დედას, ამაზრზენია. არავინ არაფერს აკეთებდა, რომ ეს შეეჩერებინა. შეურაცხყოფა ჩვენც მოგვაყენეს. ახლა მომხდარზე ფორმალური განცხადება მაინც გაკეთდეს.” – თქვა ქეცბამ.

ჩემპიონატში ეს გუნდები მე-3 და მე-4 ადგილებს იყოფენ. “აპოელს” 40 – “ანორთოსისს” 38 ქულა აქვს.

რა ხდება ქართულ ფეხბურთში? – ასეთი რამ ნანახი არ გექნებათ

ეროვნულ ლიგაში უკვე 14 მატჩი ჩატარდა და ყველასგან მოულოდნელად, ჯერჯერობით ფრე არ დაფიქსირებულა. 1 მატჩი (თელავი – სამგურალი) უამინდობის გამო გადაიდო. მე-3 ტური საკმაოდ მძიმე სანახავი გამოდგა, მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” გორში “დილასთან” 2-1 დამარცხდა. 90-ე წუთზე ფეხბურთელებს შორის მცირე ჩხუბი მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, რაშიც ფანებიც ჩაერთვნენ და თამაში 5 წუთით შეჩერდა.

შეხვედრის შემდეგ გეგუჩაძემ ასეთი რამე თქვა: “ვერ ვიტყვი, რომ მოედანზე ფეხბურთი იყო, ეს ყველაფერი ინციდენტებით იყო სავსე. მომხრე ვარ აქცენტი ფეხბურთზე გავაკეთოთ და არა სხვა, გარეშე ფაქტორებზე. ყველა ხერხით გამარჯვებას მხარს არ ვუჭერ. ყოველთვის მზად ვარ მოწინააღმდეგეს გამარჯვება მივულოცო, მაგრამ ახლა ვერაფერი დავინახე, რის გამოც “დილას” მილოცვა შემიძლია ვუთხრა”

თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონი” 1-0 დაამარცხა. “სიონმა” ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო და დიდია ალბათობა, მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია პოსტს დაემშვიდობოს.

“სიონი” მთელი მატჩი თავს იცავდა და დაცვაში იყო. მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ასეთ ამინდში სტადიონზე მოსვლის და მხარდაჭერისთვის გულშემატკივარს მადლობას ვეტყვი. ბოლოს ისიც მინდა ვთქვა, რომ “სიონის” მწვრთნელი ჩემთან არ მოვიდა და გამარჯვება არ მომილოცა, ასე არ შეიძლება” – განაცხადა კახა ცხადაძემ.

ქუთაისის “ტორპედომ” “საბურთალოსთან” 2-0 წააგო და ფანებმა მაშინვე გია ცეცაძის წასვლა მოითხოვეს. სანაცვლოდ, “ტორპედოს” ხელმძღვანელობამ ცეცაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ორი გუნდის მთავარი მწვრთნელი – “თელავის” გიორგი ჭელიძე და “გაგრას” გაგა კირკიტაძე წინ ძალიან მაგრად მიიწევენ.

“რუბინს” გამორჩეული ლეგიონერი ტოვებს

ყაზანის “რუბინს” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, გამორჩეული ლეგიონერი დანიელი ანდერს დრეიერი ტოვებს.

დრეიერით “კოპენჰაგენი” და “მიდტიულანდი” ინტერესდებიან და დანიელები ყველაფერს აკეთებენ ანდერსი რუსეთიდან წამოვიდეს.

მოთამაშემ ბოლო მატჩში გოლი და საგოლე პასი გააკეთა. მასში 7 მილიონი არის გადახდილი და შესაძლოა, ეს თანხა “რუბინმა” დაკარგოს.

რუსეთში ლეგიონერებს 7 აპრილამდე შეუძლიათ ახალ კლუბში გადასვლა, თუმცა 30 ივნისამდე კვლავ უნდა დაბრუნდნენ.

ჩრდილოეთი 4-მა ქართველმა – ლუკა წულუკიძე, ლუკა გაგნიძე, ბექა ქავთარაძემ და ილია ბერიაშვილმა დატოვეს. იმედია, მათ რიგებში ზურიკო და ხვიჩაც იქნებიან.