რუსი ტანმოვარჯიშის პროვოკაციული საქციელი – თანადგომა საკუთარ აგრესორ სახელმწიფოს (ფოტო, ვიდეო)

რუსი ტანმოვარჯიშე ივან კულიაკი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონიალზე, კვარცხლბეკზე რუსეთის საომარი სიმბოლო “Z”-თი გამოჩნდა და საკუთარ აგრესორ ქვეყანას თანადგომა ამ ჟესტით გამოუცხადა.

კულიაკმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ შეჯიბრზე მესამე ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი უკრაინელი ილია კოვტუნი გახდა.

სიმბოლო “Z” რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ საკუთარ ტექნიკაზე აქვთ გამოსახული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის ასე განიმარტება – “Za pobedy” (“გამარჯვებისთვის”).

“ორმაგი სტანდარტები” – ავღანელები, სირიელები, ლიბიელები აღშფოთებულები არაინ

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ Fifa-მ და Uefa-მ რუსეთს და რუსულ კლუბებს ძალიან მალე უმძიმესი სანქციები დაუწესა და საერთაშორისო ასპარეზზე ყველაფერი აუკრძალა.

თამაშების დაწყების წინ ხშირად ჩნდებოდა ბანერები “არა ომს, შეაჩერე პუტინი” და მსგავსი მიმართვები. მთელი მსოფლიო უკრაინის გარშემო გაერთიანდა, რამაც თავიანთი კუთხით, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები აღაშფოთა.

მათი აზრით, ისინიც ომის მსხვერპლები არიან, თუმცა მსგავსი მხარდაჭერა არასდროს დაუფიქსირებიათ.

“ტიპიური ორმაგი სტანდარტები და ფარისევლობა, მაგრამ ამით ნამდვილად გაოცებულები უნდა ვიყოთ!”

“ახლა უკრაინის მოსახლეობა იტანჯება! უარი ვუთხრათ ორმაგ სტანდარტს. ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია”

მსგავს კომენტარებს უცხოურ საფეხბურთო გვერდებზე ძალიან ხშირად შეხვდებით. ავღანელები, სირიელები, ლიბიელები, ლიბანელები ფიქრობენ, რომ მათთაც ძალიან დიდი დანაკარგები მიადგათ ომის გამო, მაგრამ საფეხბურთო საზოგადოებისგან ასეთი მხარდაჭერა არასდროს უგრძვნიათ.

ინგლისური მედია: რონალდოს ტრავმა არ აქვს, სკამზე ყოფნა იუკადრისა

დღეს 20:30 წუთზე პრემიერ ლიგაში მანჩესტერული დერბი შედგება, თუმცა მატჩი კრიშტიანო რონალდოს გარეშე ჩაივლის.

ოფიციალური ინფორმაციით, რონალდოს ტრავმა აქვს, რის გამოც, გუშინ გუნდთან ერთადაც არ იყო, თუმცა, როგორც, ინგლისური მედია იტყობინება, რონალდოს რალფ რაგნიკთან აქვს კონფლიქტი

რაგნიკმა დღევანდელ მატჩში პორტუგალიელის სკამზე დასმა მოინდომა, რაც ტაკტიკური მიზეზებით ახსნა. შესაბამისად, ეს რონალდოსთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა და შეხვედრაში მონაწილეობის მიღებასაც არ აპირებს.

შესაძლოა, რაგნიკი მთავარი მწვრთნელის პოსტზე “აიაქსის” თავკაცმა ერიკ ტენ ჰაგმა შეცვალოს.

“ინტერის” გენდირექტორი დიბალას აგენტს შეხვდება

მილანის “ინტერი” ტურინის “იუვენტუსიდან” პაულო დიბალას გადმობირებას ეცდება.

მილანელები არგენტინელ თავდამსხმელთან კონტაქტზე გასვლას მანამდე ეცდებიან, ვიდრე ფეხბურთელი და “ბებერი სინიორა” ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას დაიწყებენ.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, “ინტერის” გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა უახლოეს დღეებში დიბალას აგენტს შეხვდება. წყაროს თანახმად, “ნერაძური” 28 წლის ფეხბურთელს ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებასა და წელიწადში შვიდნახევარ მილიონ ევროს შესთავაზებს. თავის მხრივ, “იუვენტუსი” დიბალასთვის სამწლიან კონტრაქტსა და წლიურად შვიდ მილიონ ევროს ამზადებს. არადა, გასული წლის ოქტომბერში არგენტინელ ფეხბურთელს “ბებერი სინიორასგან” გაცილებით ხელსაყრელი პირობები ჰქონდა: კონტრაქტი – 2026 წლამდე და ხელფასი – რვა მილიონი ევრო, რასაც ბონუსების სახით კიდევ ორი მილიონი დაემატებოდა.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა ტურინულ კლუბში 2015 წლიდან გამოდის. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

პაულო დიბალამ ამ სეზონში “იუვენტუსის” ფორმით 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

3 გზა, როგორ უნდა დააღწიოს თავი ქართველებმა რუსეთს

8 ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერ ლიგაში და პირველ ლიგაში თამაშობენ. მთავარი ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც 2 დღის წინ “როტორთან” თასის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გულშემატკივრები მის წამოსვლას ითხოვენ, მაგრამ კვარაცხელია და სხვები ჯერ კიდევ რუსეთში რჩებიან იმ დროს, როცა 32-მა ლეგიონერმა უკვე დატოვა ჩრდილოეთი.

უცხოური გამოცემები 3 ვარიანტზე საუბრობენ, თუ როგორ უნდა დატოვოს ლეგიონერმა რუსეთი.

  1. ფეხბურთელებს დღესვე შეუძლიათ კონტრაქტის გაწყვეტა, როგორც ეს მანამდე რაკიცკიმ, ვორონინმა და სხვებმა გააკეთეს. მათ შორის, შენგელიამ. რუსული კლუბები სამართლებრივ პრობლემებს ვეღარ ქმნიან.
  2. პროფესიონალურ ფეხბურთელთა ასოციაციამ უკვე მიმართა FIFA-ს და UEFA-ს, რუსეთში მოთამაშე ყველა ლეგიონერის კონტრაქტი ანულირებული იყოს. FIFA-მ გადაწყვეტილება 1 კვირაში უნდა მიიღოს.
  3. მარტში სანაკრებო პაუზა იქნება და თუ მანამდე სხვა გზები არ გამოვიდა, ფედერაციამ ნაკრებში გამოიძახოს და გარკვეული მიზეზებით, რისი დასაბუთებაც შეიძლება, უკან აღარ გაუშვას.

გუშინ რუსულ ბომბებს დავით ხოჭოლავს ცოლის მამა ემსხვერპლა, ნიკა სიჭინავას ოჯახი ახლაც უკრაინაშია და მისი ოჯახის წევრები ჩერნიგოვში დაშავდნენ.

ნიკა სიჭინავა: “ცხოველები არიან, ჩემ სახლში ორი 500 კილოიანი რაკეტაა”

უკრაინული “კოლოსის” თავდამსხმელმა ნიკა სიჭინავამ “სპორტი იმედის” ეთერში მოჰყვა ის რეალობა, რაშიც ცხოვრება და თავის გადარჩენა უწევთ.

“ჩვენ გუშინდელი დღე გადავიტანეთ ძალიან დიდი შიშის ქვეშ, გუშინ ყველაზე ძნელი დღე იყო, ჩვენ სახლს ჩერნიგორში დაეცა ჩამოგდებული თვითმფრინავი, ჩემი ოჯახის წევრები, მეუღლის დედა და პატარა და ცხოვრობენ იქ. სახლი დაიწვა, ღმერთს მადლობა, თვითონ გადარჩნენ. მაშველებმა ამოიყვანეს. სარდაფში იყვნენ ჩასულები, არ ელოდებოდნენ ისე, დაეწვათ ის ბოლო იმედი, კუთხე, რაც ჩერნიგორში ჰქონდათ. ვნერვიულობთ, ახლაც იქ არიან, ჩვენ ბინაში შევიდნენ, ახლოს, თუმცა უსაფრთხო არსად არ არის. ცოტა ჯანმრთელობაზეც ჭირვეულობენ. მეუღლის დედა გვეუბნება, რომ თვალებს ვეღარ ახელს, თითქმის დაკარგული აქვს ხედვა. პატარა და, ნახევარი საათის განმავლობაში იყვნენ ალში გახვეულები და ის, რაც იწვოდა, ყველაფერი შემოდიოდა სარდაფში და ალბათ, მოწამულია იმ გაზით და ჰაერით, რაც აფეთქების შედეგად მოხდა. ცოტა ცუდად გრძნობს თავს, მაგრამ მთავარია, გადარჩნენ”

“ჩერნიგოვში პირდაპირ ხაზი გადის ბელარუსიის საზღვართან. ჩემი უბანი, ჩემი ბინა, ეს არის გარეუბანი, პირდაპირ ბოლო ტერიტორია იმ საზღვრამდე, ქალაქის ბოლო. სასწაული ხდება უბრალოდ. ჩემი ყოფილი გუნდის წევრებიც იქ არიან, ჩერნიგოვში რომ ვთამაშობდი. ვერ გამოდიან, ვინც გამოვიდა, თავის თავს აყენებს საფრთხის წინაშე. ან გამოხვალ ან ვერა. გზები დანაღმულია, ხიდები დაბომბილი. დახმარება ვერ მიდის. მადლობა მეზობლებს, საჭმელ-სასმელი მიაწოდეს ჩემებს, ყურადღების გარეშე არ დატოვეს. მუშაობენ მოხალისეები, რომლებთაც მანქანები ჰყავთ და გაჭირვებულ ოჯახებს ურიგებენ, თუმცა ყველა ვერ ბედავს იქ წასვლას, სადაც ჩემები არიან, არ წყდება დაბომბვები.

“ჩერნიგოვი, ხარკოვი, ხერსონი, არ ვიცი თქვენთან ანახებენ თუ არა, გასწორებულია. ერთი ცხრა სართულიანი კორპუსი არ დარჩა, სადაც ბომბი არ დავარდა. კიევის გარეუბანში იყო მწვანე კორიდორი გახსნილი და ხალხს დაუწყეს სროლა. იყო შეთანხმებული, რომ იქნებოდა ევაკუაცია, სროლები მაინც განახლდა ამ დროს.

“ჩვენ აქ რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ვართ, ბავშვები არიან 1-წლიდან 3-წლამდე. ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ არის. ჯერჯერობით, გადავწყვიტეთ აქ დარჩენა. ყველა ნათესავები იქით არიან. ველოდებით პატარა შანსს, რომ მოვკიდოთ ხელი და წავიდეთ. ბოლო ორი ღამეა, შედარებით წყნარად გვძინავს, საათნახევარი – 2 საათი, ისე ძალიან ცუდად არის საქმე.

“გზაც უბრალოდ ძნელია, ჩვენ წავიდოდით მათ სანახავად, მაგრამ არ ხერხდება არანაირად. ჩემი მეუღლის მშობლებმა დარეკეს, მიხედეთ თქვენ თავსო. მაინც მშობლები არიან და ნერვიულობენ შვილზე. ჩვენ მათზე ვნერვიულობთ. გაქცევას სულ მოვასწრებთ, თუ გაქცევა ქვია ამას, ამას ქვია ოჯახის გაყვანა სამშვიდობოზე. ვისაუბრეთ ბიჭებმა და არის ასეთი შეთანხმება. თუ მოვახერხეთ და გავიყვანეთ სამშვიდობოს ოჯახები, ჩვენ ვბრუნდებით უკან და ვიდგებით დაცვაში. ჩემი ორი გუნდელი კიევშია, ავტომატით დგას სადაჯაროზე. ვინც მოახერხა ქალაქიდან გასვლა, ნუ, ცოცხლები არიან.

“რაც არი ქალაქებში დარჩენილი, ის საჭმელ-სასმელი გამოაქვთ. იქნებ, ეს მწვანე კორიდორი მაინც გაკეთდეს, რომ რაღაცა შეიტანონ. მე ასეთი განცხადება არასდროს გამიკეთებია, მაგრამ მართლაც ცხოველები არიან. ეს ვინც შორის არის, შეიძლება, ორსახად ჟღერდეს, მაგრამ ვინც აქ არის, ვინც ნახა ეს ყველაფერი. ჩემ სახლში, სადაც დაიწვა, ორი 500 კილოიანი რაკეტა არის, ის რომ აფეთქებულიყო, ნახევარი მოსახლეობა აღარ იქნებოდა. ერთი ჩემი მეზობელი გარდაიცვალა. ის ჭურვები, რომ აფეთქებულიყო, არ ვიცი, რა იქნებოდა. ქართველ ხალხსაც მადლობა, უკრაინა ხედავს ამ მხარდაჭერას.

“2008 წელს ვიყავი ფოთში, როცა ბომბი პორტში ჩამოაგდეს. 800 მეტრი იყო ჩემი სახლიდან, მამაჩემიც იქ მუშაობდა, დაჭრილები გამოყავდა. მე ის სიტუაცია გადავიტანე თავიდან ბოლომდე, ის 8 დღე. ქართველმა ერმა კიდევ “კარგად” გადაიტანა, აქ რომ ხდება ისეთი, ჩვენთან არ მომხდარა. 2-3 ქალაქი დაიბომბა, გორი, რაც ახლოს იყო, აქ კი მთლიანად უკრანას ბომბავენ და დასახლებულ პუნქტებს. არანაირ სტრატეგიულ ობიექტს ვერ დაარქმევ. დიდი 15-16 სართუალიანი სახლებია, უბრალოდ ცხოვრობს მოსახლეობა. 4-5 ჭურვა ეცემა სახლს და მიწასთან ასწორებს. აქ ხდება საშინელება, იყვნენ დაზარებულებები და მსხვერპლი, მაგრამ ეს ქართველს არ გადაუტანია, კიდევ მალე დავამთავრეთ ომი. აქ რომ ხდება, არცერთი ომი არ ყოფილა ასე.

“აქ, ომში გმირები არ არიან, აქ არიან მკვდრები ან ცოცხლები. ან ცოცხალი ან მკვდარი. ასეთი ომი მიდის”, – განაცხადა სიჭინავამ.

 

რუსმა ოკუპანტებმა დავით ხოჭოლავას სიმამრი მოკლეს

უკრაინაში (ხარკოვში) რუსულ საჰაერო თავდასხმას საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, დავით ხოჭოლავას სიმამრი ემსხვერპლა.

ინფორმაცია ამის შესახებ ხოჭოლავას ცოლმა, იულია სიდორენკ-ხოჭოლავამ გაავრცელა.

დავითი წლების განმავლობაში დონეცკის “შახტარში” თამაშობდა და რამდენიმე დღის წინ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ცხოვრება ბოლო დღეებში ჯოჯოხეთად ექცა და რუსულ გემს მისი ადგილისკენ მიუთითა.

ვიზიარებთ მწუხარებას…

 

გახსოვთ ეს ბიჭი? – კიევში პურს არიგებდა, ახლა კი ძირს რუსი დააგდო (ვიდეო)

ქართველმა მებრძოლმა მირო ვანაძემ, რომელიც კიევში მოსახლეობისთვის პურს აცხობდა და უფასოდ არიგებდა, კიდევ ერთი ბრძოლა მოიგო და გამარჯვება უკრაინასა და საქართველოს მიუძღვნა.

სამწუხაროდ, კონკრეტულად ჩხუბის ჩანაწერი არ მოიპოვება

ფოტო: Netgazeti

“იგუაინი საცოდავი ბიჭია, ჯანდაბაშიც წასულა”

გასულ კვირას MLS-ის რეგულარული ჩემპიონატი დაიწყო. აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ტურში დევიდ ბექჰემის მფლობელობაში მყოფი “ინტერ მაიამი” ფლორიდაში “ჩიკაგო ფაირს” დაუხვდა და ანგარიშით 0:0 დაუზავდა.

მოგვიანებით “ჩიკაგო ფაირის” შემტევ ფაბიან ჰერბერსს “ინტერ მაიამის” თავდამსხმელ გონსალო იგუაინის შეფასება სთხოვეს. გერმანელმა ფეხბურთელმა არგენტინელის მიმართ საკმაოდ უარყოფითად ისაუბრა.

“ჯანდაბაშიც წასულა (ცენზურა დაცულია). საცოდავი ბიჭია. მის თანაგუნდელობას ნამდვილად არ ვისურვებდი. არ მინდა, რომ მასთან რაიმე კავშირი მქონდეს. პირველივე მატჩში გამოავლინა უარყოფითი თვისებები. ყოველი დაკარგული ბურთის შემდეგ თვალებს აბრიალებდა და ნეგატივს აფრქვევდა. ძალიან უარყოფითი და დესტრუქციული იყო თანაგუნდელების მიმართ, რომელთა დახმარებასაც უნდა ცდილობდეს. როგორც ლიდერი, მათ მოტივირებას უნდა ახდენდეს, მხარს უნდა უჭერდეს. თუ იგუაინი ისევ ასე გააგრძელებს, მისთვის და “ინტერ მაიამისთვის” საკმაოდ რთული სეზონი იქნება”, – ციტირებს ჰერბერსის სიტყვებს “ფუტბოლ იტალია”.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი “ინტერ მაიამის” 2020 წლის სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 2021 წლის სეზონში 34 წლის თავდამსხმელმა 30 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რუსეთის ნაკრები “ადიდასს” ვერ ელევა

რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ვარჯიშის დროს და ამხანაგურ მატჩებში კვლავ “ადიდასის” ფორმით იქნება წარმოდგენილი.

Championat-ის ინფორმაციით, “ადიდასმა” რუსეთის ნაკრებთან კონტრაქტი გაწყვიტა, მაგრამ რეალურად, კონტრაქტი კვლავ ძალაშია და 2026 წელს იწურება. მთავარი აკრძალვა რუსებს ოფიციალურ მატჩებზე შეეხოთ, ვარჯიშზე და ამხანაგურ შეხვედრებში კი მათი ეკიპირების გამოყენება კვლავ შესაძლებელი იქნება.

რუსეთის ნაკრების შესაძლო მეტოქეთა სია: ბელარუსი, სირია, ერითრეა, ჩრდ.კორეა

 

“თელავის” საოცარი შეცვლები თუ არასპორტული საქციელი? (ვიდეო)

ეროვნული ლიგის მე-2 ტურში “თელავმა” “სიონს” 0-2 მოუგო და უკვე 6 ქულა დაუგროვდა.

“თელავის” მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ მე-2 ნახევრის 46-ე წუთზე 2 ცვლილება განახორციელა, დავით მუჯირი და გიორგი კვერნაძე გამოიყვანა. 47-ე წუთზე მუჯირმა წინ ბურთი გააგდო, სისწრაფეში თავიდან გადრანი სჯობდა კვერნაძეს, მაგრამ კუნთი გაუწყდა, შეჩერდა და თავდამსხმელმაც ამით ისარგებლა და გოლიც შეაგდო.

თავიდან, “სიონის” ფეხბურთელებში ამ ყველაფერმა პროტესტი გამოიწვია, თუმცა გოლი ჩაითვალა. საერთოდ, კვერნაძე ამ მატჩში საუკეთესო იყო.

კახა ცხადაძე: “ყველაზე დიდი პრობლემა ეს იყო”

ბათუმის “დინამოს” 3-0 განადგურების შემდეგ თბილისის “დინამოს” მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა.

“ვულოცავ ბათუმის “დინამოს” დამსახურებულ გამარჯვებას. პირველი ნახევარი, რაც ჩვენ ვითამაშეთ, აბსოლოტურად არ შეესაბამებოდა იმ გუნდს, რომელიც გვყავს და რომელსაც დიდი მიზნები აქვს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებიც ჯერ კიდევ პირველი თამაშის ეიფორიაში არიან.”

“ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ პრაქტიკულად ყველა ორთაბრძოლა მოგვიგო ბათუმმა, შუაში წავაგეთ ყველა მეორე ბურთი”

“ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს, ჩვენ პერსპექტივაში ბევრი გვაქვს სამუშაო და ბევრი შეგვიძლია. როგორც წინაზე ვთქვი, ერთ თამაშზე დაყრდნობა არ შეიძლება. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, მხოლოდ მეორე ტურიაა, ბიჭები კარგად გაიაზრებენ, გაანალიზებენ და განვაგრძობთ წინსვლას”, – განაცხადა ცხადაძემ.