ქუთაისის “ტორპედომ” 12 ნომრიანი მაისური გააუქმა

ქუთაისის “ტორპედომ” 12 ნომრიანი მაისური გულშემატკივრის საპატივცემულოდ ხმარებიდან ამოიღო.

ქუთაისის “ტორპედოს ხელმძღვანელობამ” გულშემატკივართა საპატივსაცემოდ 12 ნომრიანი მაისურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

“ტორპედო აფასებდა”, აფასებს და მომავალშიც დააფასებს ერთგული ქომაგის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას, რომელიც კლუბის განუყოფელი ნაწილია. წლების განმავლობაში სამაგალითო გულშემატკივრობის ნათელი გამოვლინება, ბევრჯერ დაეხმარა კლუბს, დასახული მიზნების მიღწევაში.
ამ ქმედებით, მადლობას ვუხდით თითოეულ გულშემატკივარს. „ჯუნგლების“ იმ მრავალრიცხოვან ფანკლუბს, რომლიც 1960 წლიდან, ტორპედოს გვერდში დგას!
წინ ერთად დიდი გზაა გასავლელი! ერთად ბევრს შევძლებთ! გელოდებით სტადიონზე ჩვენს მეთორმეტე მოთამაშეებს!” , – წერია გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გულშემატკივარი, თავის მხრივ, ხელმძღვანელობას ფანშოპის გახსნას სთხოვს.

უეინ რუნის სელფი ბავშვთან და ელეგანტური მოძრაობა (ვიდეო)

“დერბის” მთავარი მწვრთნელი უეინ რუნი ჩემპიონშიპის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი 18 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება. “მილდბროსთან” “დერბი” 3-1 მარცხდებოდა (4-1 წააგო), როცა მასთან ფანმა მიირბინა და სელფი გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ “შრეკს” გასულ წლებში ალკოჰოლთან დაკავშირებით დიდი პრობლემები ჰქონდა, თუმცა ეს ყველაფერი უკვე გადალახულია.

 

კვარეჟმას მოქმედება, როდესაც მეტოქეს დრო გაჰყავდა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ასპილიკუეტა “ბარსელონაში” გადავა

“ბარსელონამ” ლონდონის “ჩელსის” მცველ სესარ ასპილიკუეტასთან შეთანხმებას მიაღწია. მიმდინარე წლის ზაფხულში 32 წლის ესპანელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში გადავა.

სესარ ასპილიკუეტა “ჩელსის” ღირსებას 2012 წლიდან იცავს და ამ დროისთვის გუნდის კაპიტანია. მას კლუბთან შრომითი ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლოს ეწურება. შესაბამისად, ფეხბურთელი “ბლაუგრანას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

სესარ ასპილიკუეტამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 17 მატჩი ჩაატრა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ის, რაც ნანახი არ გაქვთ – უცნობმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილი დაამარცხა (ვიდეო)

ვიდეო, რომელიც 2015 წელს არის ჩაწერილი, გამოქვეყნებიდან მალევე ძალიან პოპულარული გახდა და მკლავჭიდის მრავალი არხი მოიარა.

ვიდეოში გიორგი როსტომაშვილი ლევან საგინაშვილს ამარცხებს და ჩანს, რომ ამ ბიჭს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

როგორც ცნობილია, როსტომაშვილი ვარჯიშს აგრძელებს.

“ცვილის ფიგურა გახდა” – როგორ გამოიყურება 85 წლის ასაკში სილვიო ბერლუსკონი?

იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი და “მილანის” ყოფილი პრეზიდენტი, 85 წლის სილვიო ბერლუსკონი სერია ბ-ს გუნდის, “მონცას” მფლობელია, რომელსაც ადრიანო გალიანისთან ერთად მართავს.

დღეს ბერლუსკონი “მონცას” მატჩზე მივიდა, “მონცამ” “სპალი” 4-0 გაანადგურა. უფრო საინტერესო და გამოსარჩევი სილვიო იყო, რომელიც, შეიძლება ითქვას, 85 წლის ასაკისთვის ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. “ცვილის ფიგურა გახდა”, “ბანკებს რომ ძარცვავენ, ეგ ნიღაბი უკეთია” – წერენ გულშემატკივრები.

ბერლუსკონს პრეზიდენტის რანგში 29 ტიტული აქვს მოგებული.

ეს მისი შვილი, ბარბარა ბერლუსკონია, რომელზეც ამბობდნენ, რომ პატოსთან ჰქონდა ურთიერთობა

ჯაბა კანკავას შესანიშნავი გოლი სლოვაკეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

კანკავას გოლი “სენიცას” კარში

იხილეთ ვიდეო

გიორგი ჩაკვეტაძის ეფექტური პასი “ჰაიდენჰაიმთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

View this post on Instagram

A post shared by Georgian Football (@geofootballnews)

კავანის კარიერის გაგრძელება ესპანეთში სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი კარიერის გაგრძელებას ესპანეთის პრიმერადივიზიონში აპირებს.

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ 34 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი 2022 წლის ზაფხულში “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას თავისუფალი აგენტის სტატუსით გეგმავს. მისთვის კარიერის გაგრძელების პრიორიტეტული ვარიანტი ესპანეთის პრიმერადივიზიონია.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანის სამშობლოს გარდა იტალიაში, საფრანგეთსა და ინგლისში თამაშის გამოცდილება აქვს.

თუ დღეს “ჰალი” მოიგებს – არველაძეს დიდება გარანტირებული აქვს!

შოთა არველაძის “ჰალ სიტი” დღეს ჩემპიონშიპის ლიდერ “ფულჰემს” უმასპინძლებს, რომელსაც 61 ქულა აქვს და პრემიერ ლიგაში გადასვლის მთავარი კანდიდატია.

მხოლოდ “ფულემის” თავდამსხმელ ალექსანდრ მიტროვიჩს 30 გოლი აქვს გატანილი, როცა “ჰალის”, მთელ გუნდს ერთად აღებულს – 26.

“სიტის” 32 ქულა აქვს დაგროვებული და სხვაობა მეტოქესთსნ 29 ქულაა.

თუ დღეს არველაძე შეძლებს და “ფულემთან” ფრეს ან გამარჯვებას დადებს, ინგლისელი ფანებისგან ქება და დიდება გარანტირებულად ექნება.

მატჩამდე “ჰალის” მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ განცხადება გაავრცელა და ფანებს სტადიონზე მოსვლისკენ მოუწოდა.

შეხვედრა 19:00 საათზე იწყება.

ლუკა წულუკიძემ ჰეთრიკი შეასრულა და მე-2 ბუნდესლიგაში მიდის

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების რიგებში გუშინ ლუკა წულუკიძემ ისრაელის ნაკრებს ჰეთრიკი შეუსრულა და მატჩი 3-2 მოვიგეთ.

წულუკიძე “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და გერმანულ “კალსრუეში” პრაქტიკებზე იყო ჩასული. გერმანელებს ჩვენებური მოეწონათ და სულ მალე მასთან კონტრაქტს გააფორმებენ.

წულუკიძე 18 წლისაა, პოზიციით ფორვარდი/შემტევი ნახევარმცველია. ძირითადად, “საბურთალოს” მე-2 გუნდში თამაშობს, ეროვნულ ლიგაში ერთხელ გამოვიდა.

სპორტულ კლუბებთან წარმომადგენლობას სააგენტო Bene Sport უწევს.

“კალსრუე” მე-2 ბუნდესლიგაში იმყოფება. 5 წლის განმავლობაში “კალსრუეში” ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა.

“საბურთალოს” ფოტო