რონალდო: “რომარიო ნაბი*ვარი იყო, ახალგაზრდა ფეხბურთელებს აიძულებდა..”

ლეგენდარულმა რონალდომ ბრაზილიის ნაკრების საოცარ თავდამსხმელზე, რომარიოზე ისაუბრა.

“მე ბევრი ვისწავლე რომარიოსგან და ბებეტოსგან. ისინი ჩემთვის ინსპირაციას წარმოადგენდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რომარიო ნაბი*ვარი იყო, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებს აიძულებდა მისი ბუცები გაეწმინდათ ან მისთვის ყავა მოეტანათ. რამდენიმე წლის შემდეგ, 1997 წელს მე უკვე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი, Ballon d’Or მოგებული მქონდა და კოპა ამერიკაზე ვარჯიშის დროს რომარიომ მოულოდნელა მითხრა: “მზად იყავი, ღამე გავდივართ, არ ინერვიულო”

“მას უკვე მოდგმული ჰქონდა კიბე სასტუმროს კედელთან და ტაქსი მეორე მხარეს გველოდებოდა. 5 საათზე დავბრუნდით და მე-2 დღეს ვარჯიშზე უბრალოდ ვერაფერს ვაკეთებდი. შემდეგ გავიგე, რომ ეს რომარიომ სპეციალურად გააკეთა, რათა ჩემი ადგილი დაეკავებინა სასტარტოში” – განაცხადა რონალდომ.

რომარიო 1998 წელს ბრაზილიის ნაკრებში ტრავმის გამო ვერ მოხვდა, მხოლოდ რონალდო კი 98 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასამარჯვებლად საკმარისი არ გამოდგა. 2002 ში კი კიჭამ ყველანაირად გაიბრწყინა და ფინალში გერმანიის ნაკრებს 2 გოლი შეუგდო.

ლევანდოვსკი: “დავასკვენი, რომ ფიფას ჯილდო უფრო ღირებულია, ვიდრე “ოქროს ბურთი”

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელ ინდივიდუალურ ჯილდოს თვლის ყველაზე ღირებულად.

“ბოლო პერიოდში ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსა და “ოქროს ბურთზე” ვფიქრობდი. დავასკვენი, რომ ფიფას ჯილდო უფრო ღირებულია. “ოქროს ბურთის” გამოკითხვაში მხოლოდ ჟურნალისტები მონაწილეობენ, კრიტერიუმები კი არ არის მკაფიო.

ფიფას ჯილდოს გამოკითხვაში ხმას ჟურნალისტებთან ერთად პროფესიონალები აძლევენ: ნაკრებების კაპიტნები და მწვრთნელები. მათ ობიექტურად შეუძლიათ ჩვენი თამაშის შეფასება, ვინაიდან თითოეული მატჩის, თითოეული რეკორდისა და თითოეული ტრავმის ფასი იციან. შესაძლოა, “ოქროს ბურთი” უფრო პრესტიჟულია, თუმცა ფიფას ჯილდო ზედიზედ მეორედ მივიღე, რაც ნამდვილად მეამაყება”, – აღნიშნა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს 33 წლის პოლონელმა ფორვარდმა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო. გარდა ამისა, ის “ოქროს ბუცის” გამარჯვებულიც გახდა. “ოქროს ბურთი” მიჯრით მეორედ მიიღო “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ.

კანავაროს ევროპაში უნდა: “მზად ვარ, თუნდაც მეორე დივიზიონში ვიმუშაო”

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კანავარო კარიერის გაგრძელებას ევროპაში აპირებს. მისი სამწვრთნელო გამოცდილება მხოლოდ აზიას მოიცავს. ის 2013 წლიდან მოყოლებული არაბულ და ჩინურ კლუბებს წვრთნიდა. ბოლოს კანავარო “გუანჩჟოუ ევერგრანდს” ედგა სათავეში, რომელიც გასული წლის სექტემბერში დატოვა.

მან “ტიანცზინ ტიანჰაისთან” ერთად ჩინეთის პირველი ლიგა (რანგით მეორე დივიზიონი; 2016 წ.), “გუანჩჟოუსთან” ერთად კი ჩინეთის სუპერლიგა ( რანგით უმაღლესი დივიზიონი; 2019 წ.) და სუპერთასი (2018 წ.) მოიგო.

ახლა იტალიელი ევროპაში გეგმავს საკუთარი სამწვრთნელო უნარების მოსინჯვას. კანავაროს პირველი შემოთავაზებები ინგლისიდან უკვე ჰქონდა.

“ვფიქრობ, ევროპაში მწვრთნელად მუშაობისთვის მზად ვარ. აზიაში საკმაოდ კარგი სამსახური მქონდა, მაგრამ საუკეთესო კლუბები და საუკეთესო მწვრთნელები ევროპაში არიან. თუ საუკეთესოთა შორის მოხვედრა მინდა, მათთან უნდა შევიდე კონკურენციაში.

საამაყო იყო ის, რომ ჩემი კანდიდატურით “ევერტონი” და “უოტფორდი” დაინტერესდნენ. ამას ვაფასებ.

ვიცი, რომ ახლა შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს. ჩემთვის სწორი კლუბი უნდა შევარჩიო – ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში.

დღესდღეობით შედეგის ხილვა ყველას დროის მოკლე პერიოდში სურს. ასე რომ, კლუბში დარწმუნებული უნდა ვიყო. თანახმა ვარ პატარა კლუბის ჩაბარებაზეც, რადგან მწვრთნელად მუშაობა და ჩემი გამოცდილების გაზიარება მინდა.

არც მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბის გაწვრთნაზე მაქვს რაიმე პრობლემა. იქაც შეგიძლია, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი იყო. ჩემი ფილოსოფია მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ყოველთვის შეიძლება სწავლა და განვითარება. არ ვარ მწვრთნელი, რომელიც იტყვის: “ეს არის ჩემი სისტემა და დამთავრდა”.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ, თუ არ იცი, როგორ ელაპარაკო შენს ფეხბურთელებს. ზოგჯერ მამის როლი უნდა მოირგო, ზოგჯერ – ძმის, ზოგჯერ კი – მეგობრის.

ბევრ მწვრთნელს არ ადარდებს, რას აკეთებს გუნდი მოედნის მიღმა, მაგრამ მე ყველაფერს ვაკვირდები. თუ გუნდი მინდორზე ბედნიერია, მაგრამ მოედანს მიღმა – დამწუხრებული, ეს შეიძლება პრობლემა არ იყოს დღეს, მაგრამ ხვალ უსათუოდ იქნება”, – კანავაროს კომენტარი “ტელეგრაფმა” გამოაქვეყნა.

მიზეზი ბიუროკრატიულია – რატომ გააცდინა ჩაკვეტაძემ “ჰამბურგში” ვარჯიშები?

22 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ გუშინ და გუშინწინ “ჰამბურგის” ვარჯიშები გააცდინა.

გერმანული Mopo.de-ს ცნობით, მიზეზი ბიუროკრატიულია და ჩაკვეტაძეს ბელგიაში 2-დღიანი წასვლა დოკუმენტების საბოლოოდ მოგვარების გამო მოუწია.

შესაბამისად, ჩაკვეს შანსები კვირას “დარმშტადთან” სასტარტო შემადგენლოში დაიწყოს, საკმაოდ შემცირდა. სწორედ სამშაბათს და ოთხშაბათს ჩაატარა “ჰამბურგის” მთავარმა მწვრთნელმა საკმაოდ დატვირთული ვარჯიშები.

ჩაკვე გერმანელებს “გენტიდან” 6-თვიანი იჯარით შეუერთდა.

ამ ბიჭს ახლა წონაში აქვს მომატებული? – ქსელში მამარდაშვილის ფოტო ვრცელდება

“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი ძირითადში კვლავ არ დააყენა. “ვალენსიამ” კოპა დელ რეის 1/4 ფინალში “კადისი” 2-1 დაამარცხა და გამარჯვების შემდეგ გუნდმა გასახდელიდან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მამარდას მაისური არ აცვია და მისი ფორმები ცალსახად ჩანს.

ფოტოში “ვალენსიას” ფანები სწორედ მამარდას ფიზიკურ კონდიციას დააკვირდნენ და აქტიურად ისმევა კითხვები – , “ამ ბიჭს ახლა წონაში აქვს მომატებული”? “მამარდაშვილს ბორდალასის ვალი აქვს?” და ა.შ.

მწვრთნელმა 2 კვირის წინ გიორგი განაცხადში 200 გრამის გამო არ შეიყვანა.

მსაჯი აფრიკის თასიდან: “მატჩის ნაადრევად დასრულება ღმერთმა მთხოვა”

მსაჯმა ჯანი სიკაზვემ განმარტა, თუ რატომ დაასრულა აფრიკის ერთა თასის ჯგუფურ ეტაპზე ტუნისისა და მალის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა (0:1) ვადაზე ადრე.

“ძალიან ცხელოდა, ტენიანობა 80 პროცენტს აჭარბებდა. მატჩამდე გავხურდით, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. რამდენი წყალიც არ უნდა დამელია, წყურვილი მკლავდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ორიენტაციას ვკარგავდი.

თანაშემწეების მითითებები აღარ მესმოდა. ისინი ხედავდნენ, რომ საქმე ცუდად იყო და ყურასასმენის საშუალებით ჩემთან დაკავშირებასა და დახმარებას ცდილობდნენ. მე მათი არ მესმოდა და არ მახსოვს, რას მეუბნებოდნენ. ჩემს სამყაროში ვიყავი, მათგან მოწყვეტილი.

მზის დარტყმა მივიღე, თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი ბევრად უარესად ყოფილიყო. საავადმყოფოში მითხრეს, რომ შეიძლებოდა კომაში ნებისმიერ მომენტში ჩავვარდნილიყავი. იმ დღეს კინაღამ კუბოში აღმოვჩნდი. ეს ყველაფერი ძალიან სახიფათო იყო. ალბათ, ღმერთმა მითხრა, რომ მატჩი ნაადრევად დამესრულებინა. მან მე გადამარჩინა”, – ციტირებს სიკაზვეს სიტყვებს ფრანგული “ლეკიპი”.

შეგახსენებთ, რომ ზამბიელმა არბიტრმა საფინალო სასტვენი დადგენილზე ხუთი წუთით ადრე ჩასტვინა, შემდეგ თამაში განაახლა, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე შეხვედრა მაინც დაასრულა.

“Son of a bi***h” – ცხადაძე ბენიოს შეცდომამ საშინლად გააბრაზა (ვიდეო)

თბილისის “დინამო” ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის ჩემპიონ “ლუდოგორეცთან” 0-1 დამარცხდა. გოლი ცენტრალური მცველის, საიმონ ბენიოს შეცდომიტ შედეგად გავიდა, რამაც ცხადაძე ძალიან გააბრაზა და ტოგოელი მცველი შესაშური სიტყვებით შეამკო.

მთელი მატჩის განმავლობაში ცხადაძე ძალიან ემოციური იყო და მოთამაშეებს მითითებს აქტიურად აძლევდა.

გიორგი აბურჯანიამ “ბენფიკას” გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

“ყველა დაიღალა ამ ყველაფრით” – ინგლისელი ფანები შოთა არველაძეს აქებენ

“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე “სუონსთან” მატჩში Black Lives Matter-ს აქციას არ შეუერთდა და დაწყების წინ მუხლი არ მოიდრიკა. არველაძის ამ საქციელს “ჰალის” ფანები გამოეხმაურნენ.

“ის სწორად მოიქცა. პოლიტიკას სპორტში არაფერი ესაქმება”

“მათი გადაწყვეტილება მუხლის მოყრა, მისი დგომა. ყველას თავისი არჩევანი აქვს”

“ხალხი დაიღალა ამ ყველაფრით”

“არავითარი პრობლემა ამასთან დაკავშირებით. ყოჩაღ შოთა”

“ეს მისი პირადი არჩევანია. ეს მას რასისტად არ აქცევს”

“ვის სჭირდება ეს? მუხლის მოყრა არ შეცვლის ამპარტავანი რასისტების აზრს”

მამუკა ჯუღელი პირველი ქართული გუნდის დირექტორი ხდება

ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის და სხვა ქართველი ფეხბურთელების აგენტი მამუკა ჯუღელი ფოთის “კოლხეთში” მიდის  და გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯუღელმა გასულ წელს ფეხბურთელებს ეკიპირება უყიდა და წელს უკვე კლუბში თანხის ჩადებას აპირებს.

“კოლხეთში” მისვლა რამდენიმე თვის წინ ახალგაზრდა ბიზნესმენებს სურდათ, ისინი ფოთის მერ ბექა ვაჭარაძესაც შეხვდნენ, თუმცა ჯუღელის გამო მათ უარი უთხრეს.

ფოთელებმა უკვე დაიმატეს გამოცდილი დათა სიჭინავა, გიორგი კახელიშვილი, ლუკა შეროზია, ბექა გაბისკირია, დიმიტრი ტატანაშვილი, თორნიკე მუმლაძე და შაქრო დვალიშვილი.

“ლოკომოტივს” 2 წასული ფეხბურთელი დაუბრუნდა

თბილისის “ლოკომოტივში” 2 ფეხბურთელი – მარჯვენა მცველი გიორგი გაბაძე და ნახევარმცველი დავით სამურკასოვი დაბრუნდნენ. გუნდმა მათი დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა.

სამურკასოვი “ლოკოს” კაპიტნის სტატუსით ამხანაგურ მატჩში “თბილისი სითისთან” გაუძღვა, რომელიც 3-3 მორჩა.

“ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო 14-მა ფეხბურთელმა დატოვა.

დავით ვოლკოვს ირანის უძლიერესი გუნდი ეპატიჟება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აზერბაიჯანული “ზირას” 26 წლის თავდამსხმელით ირანული “პერსეპოლისი” ინტერესდება.

ვოლკოვს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, აზერბაიჯანული ლიგის ბომბარდირია და ნაკრებში ძალიან წარმატებული სადებიუტო მატჩები ჰქონდა.

“პერსეპოლისი” ირანული ფეხბურთის ფლაგმანია, ამ სეზონში კი 35 ქულით “ეშტეგალთან” ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ვოლკოვს თავის გამოჩენის შანსი აზიის ჩემპიონთა თასზეც ექნება.

საინტერესოა, რომ გუნდში ყველა ირანელი ფეხბურთელი თამაშობს და ლეგიონერი არ ჰყავს.

Transfermartk-ზე დავითი 700 ათას ევროდ არის შეფასებული.