როცა მალტის საშუალო გუნდი უკეთეს პირობებს გთავაზობს – ნიქაბაძე “გუჯა იუნაიტედში”

31 წლის თავდამსხმელი გიორგი ნიქაბაძე კარიერას მალტაში, “გუჯა იუნაიტედში” გააგრძელებს.

ნიქაბაძეს ამავე გუნდში ნიკა ძალამიძე დახვდება.

გიორგი ბოლო 2 წელი ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა და 37 მატჩში 9 გოლი შეაგდო. 2019 წელს კი თბილისის “მერანის” შემადგენლობაში 33 შეხვედრაში 26-ჯერ გაისროლა და მე-2 ლიგის ბომბარდირი გახდა.

მალტის საშუალო დონის გუნდები უკეთეს შეთავაზებას უკეთებენ მოთამაშეებს, ვიდრე ეროვნული ლიგის 80%-ს ეს შეუძლია.

შოთა არველაძე “ჰალში” 2 ფეხბურთელს იმატებს

შოთა არველაძეს “ჰალ სიტმა” პირველ მატჩში “სუონსი” 2-0 დაამარცხა, მაგრამ გუნდს გაძლიერება სჭირდება და “ჰალი” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს 2 ფეხბურთელის დამატებას ცდილობს.

22 წლის ფორვარდი მარკურს ფორსი “ბრენტფორდიდან” და 21 წლის მარჯვენა მცველი სტივენ სესენიო “ფულჰემიდან”. ორივე მათგანს კლუბისთვის სარგებელის მოტანა შეუძლია.

გარდა ამისა, “ჰალიმ” “ფენერბაჰჩედან” 20 წლის თავდამსმელი, ირანი ალაჰიარ საიადმანეში გადაიბირა.

”სიტი” ჩემპიონშიპში შემდეგ მატჩს 5 თებერვალს “პრესტონთან” გამართავს.

ბუხაიძე და ჩოგაძე “გაგრაში” ითამაშებენ

საფეხბურთო გუნდი “გაგრა” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს და ფეხბურთელებს იმატებს.

“გაგრაში” 30 წლის თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე და 23 წლის შემტევი თემურ ჩოგაძე ითამაშებენ.

ბუხაიძე ბოლოს “სამგურალში” იყო და ძირითადად შეცვლებზე გამოდიოდა. ჩოგაძე “თელავში”, მანამდე კი უკრაინაში.

“გაგრაში” ვიხილავთ მეკარე ბექა ქურდაძეს და გამოცდილ ნახევარმცველ თემურ შონიას.

უეფა კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო გამოცდების ჩაბარებას სთხოვს

უეფამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ ორგანიზაცია მას სამწვრთნელო გამოცდების ჩაბარებას სთხოვს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის სერთიფიკატს ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა, სწორედ ამიტომ მისი განახლებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, 62 წლის მწვრთნელს “რეალის” მატჩების მიმდინარეობისას ტრიბუნაზე ყოფნა მოუწიოს.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის “მილანში”, “ჩელსიში”, პსჟ-ში, “რეალში” და “ბაიერნში”, მწვრთნელის ამპლუაში, 21 ტიტული აქვს მოგებული.

“უცებ ისმის საშინელი გინების ხმა, გავრბივარ და მომსდევს” – ტალახაძის ულვაშის ისტორია

ძალოსანთა ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა ნათელი მოჰფინა ლაშა ტალახაძის ახალ იმიჯს. ტალახაძე გუშინ ფოტოებში ულვაშით გამოჩნდა.

ტოპ 5 ფეხბურთელი, რომლებიც გაუპატიურების გამო დააკავეს

5. ჩედ ევანსი (გაამართლეს)

2011 წელს ჩედ ევანსი და კლეიტონ მაკლდონალდი 19 წლის გოგოს გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, რომელიც იმდენად მთვრალი იყო, რომ თანხმობის მიცემა სექსუალურ კავშირზე არ შეეძლო. ევანსი 2012 წელს დამნაშავედ ცნეს და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ციხეში ის დეკორატორად მუშაობდა. 2.5 წლის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ევანსმა იმდენი ქნა, გამოტანილი განაჩენი რამდენჯერმე გაასაჩივრა და საბოლოო ჯამში, უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ფეხბურთელმა 800 ათასი ევრო მიიღო იმ იურიდიული ფირმიდან, რომელიც მას პირველ სასამართლო პროცესზე წარადგენდა და საქმე წააგო.

4. ადამ ჯონსონი

ერთადერთი ფეხბურთელი ამ სიაში, რომელიც არა გაუპატიურების, არამედ პედოფილიის გამო არის, თუმცა მის ქეისში, გაუპატიურებაც ფიგურირებდა, რაც შემდეგ გამოირიცხა. ჯონსონი ინტერნეტით მის 15 წლის ფანს დაუკავშირდა და პირველ შეხვედრაზე 2 ხელმოწერილი მაისური გადასცა. ამ დროს, ჯონსონის მეგობარი გოგონა ორსულად იყო. მე-2 შეხვედრაზე ადამმა 15 წლის გოგოს აკოცა, თუმცა სექსუალური კავშირი უარყო, რაც სასამართლომ არ გაიზიარა და ის სწორედ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო დააკავეს. ინგლისელი 2019 წლის 22 მარტს 3 წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

3. რობინიო

ბრაზილიელი ფეხბურთელი 2 კვირის წინ იტალიის სასამართლომ ჯგუფური გაუპატიურების გამო 9 წლით ციხეში გაუშვა. 2020 წელს მილანის სასამართლომ თქვა, რომ “მსხვერპლი იყო შეურაცხყოფილი და გაუპატიურებული რობინიოს და მისი მეგობრების მიერ მათი სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად”. მოსალოდნელია, იტალია მის ექსტრადიციას მოითხოვს. რობინიოს “მანჩესტერ სიტიშიც” უთამაშია, ისევე როგორც ადამ ჯონსონსა და ჩედ ევანსს.

2. ბენჟამინ მენდი (მიმდინარეობს)

“მანჩესტერ სიტის” მარცხენა მცველი ბენჟამინ მენდი 7 ქალის გაუპატიურებაში არის ბრალდებული. ის 3 თვის წინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. “სიტიმ” ფრანგი გამოძიების დასრულებამდე შემადგენლობიდან ამოიღო. მენდის თავიდან 1 ადამიანი უჩიოდა, ეს რიცხვი კი დღეს 7-ზე არის ასული.

1. მეისონ გრინვუდი

გრინვუდს არასდროს უთამაშია “სიტიში”, მაგრამ გრინვუდი “მანჩესტერ იუნაიტედელია”. მისმა მეგობარმა გოგონამ დაზიანებების შესახებ ფოტოები გამოაქვეყნა, შემდეგ აუდიო ჩანაწერი და ბოლოს თავდამსხმელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. გრინვუდი “მანჩესტერმა” ვარჯიშიდან მოკვეთა, პოლიციამ კი უკვე დააკავა. განსხვავებით მენდისგან, ევანსისგან და რობინიოსგან, გრინვუდის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში მისი შესაძლო დანაშაულის ამსახველი ფოტოები და ჩანაწერი გამოქვეყნდა.

ანა მარია მარკოვიჩი – ულამაზესი ხორვატი ფეხბურთელი (ფოტო)

ანა მარია მარკოვიჩი 22 წლის ხორვატი ფეხბურთელია. ის ხორვატიის ნაკრებისა და შვეიცარიული “გრასჰოპერის” ღირსებას იცავს.

ისრაელში მსაჯმა ფეხბურთელს წითელი ბარათი ხელის ძლიერად ჩამორთმევის გამო უჩვენა

უცნაური შემთხვევა მოხდა ისრაელის ჩემპიონატში. იერუსალიმის “ჰაპოელსა” და ბეერ-შევის “ჰაპოელს” შორის გამართული მატჩის (0:1) შემდეგ მთავარმა არბიტრმა ლირან ლიანიმ სტუმართა მცველ ჰატემ აბდ ელ-ჰამედუს წითელი ბარათი ხელის ძლიერად ჩამორთმევის გამო უჩვენა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბეერ-შევის “ჰაპოელის” აღმასრულებელმა დირექტორმა გაი პრიმორმა, რომელიც მომხდარის შემსწრე იყო:

“იქვე ვიყავი, მსაჯთან ხელის ჩამოსართმევად გავეშურე. არბიტრმა მითხრა, რომ ჰატემის ხელის ჩამორთმევამ მას ტკივილი მიაყენა. რატომ ხარ დამნაშავე, თუ ძლიერი ხელის ჩამორთმევა გაქვს?”

“ბარსელონა” ობამეიანგზე შეთანხმდა, პრობლემა დემბელეა

ჟურნალისტი ჟერარ რომერო იუწყება, რომ ლონდონის “არსენალი” მზად არის, გუნდის თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი სეზონის ბოლომდე “ბარსელონაში” გაანათხოვროს.

მოვლენების ასეთ განვითარებაზე თავად გაბონელი ფეხბურთელიც თანახმააა, თუმცა გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ კატალონიელები უსმან დემბელეს გუნდიდან გაუშვებენ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ კლუბმა სახელფასო ფონდი განტვირთოს.

შეგახსენებთ, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგს “არსენალის” ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და დაახლოებით ორი თვეა, “მეთოფეთა” განაცხადში ვერ ხვდება.

შაგინია: “ესპანეთთან ნაჩვენები შედეგი ჩვენზე ფსიქოლოგიურად არ იმოქმედებს”

ფუტზალში ევრო-2022-ის მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდება. დამდეგ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის წევრმა შაგინიამ.

“ესპანეთის ნაკრებთან გამართული მატჩი ჩვენთვის მძიმე გაკვეთილი (0:8) გამოდგა და რუსეთთან სრულად ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ, რათა იგივე აღარ დავუშვათ. არ ვფიქრობ, რომ ის ანგარიში ჩვენზე ფსიქოლოგიურად იმოქმედებს, ვინაიდან ბევრ ჩვენგანს უმაღლეს დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია და ასეთი შედეგისგან გამოწვეულ ყველა უარყოფით გავლენასთან გამკლავება შეუძლია”.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 1-ელ თებერვალს, ამსტერდამის “ზიგო დომეში” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

“ლივერპულმა” “პორტუს” ნახევარმცველი დაიმატა

“ლივერპულმა” “პორტუს” ნახევარმცველი ლუის დიას მარულანდა დაიმატა.

25 წლის ფეხბურთელმა “ენფილდროუდელთა” რიგებში სამედიცინო შემოწმება გაიარა და გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. ის “ლივერპულში” 23-ნომრიანი ფორმით ითამაშებს.

გავრცელებული ინფრომაციით, ინგლისელებმა კოლუმბიელი მარცხენაფლანგელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადეს, კიდევ 20 მილიონი კი ბონუსის სახით იქნება გაცემული.

ლუის დიასმა მიმდინარე სეზონში “პორტუს” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“შენ გენაცვალე!” – ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში მორიგი გოლი ემოციურად აღნიშნა (ვიდეო)

30 იანვარს, ავსტრალიის ჩემპიონატში “ნიუკასლ ჯეტსმა” საკუთარ მოედანზე “ადელაიდა იუნაიტედი” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი ბექა მიქელთაძემ გაიტანა.