“სამტრედია” ერთის გარდა ყველა ფეხბურთელმა დატოვა

“სამტრედია” ეროვნული ლიგიდან გავარდნის შემდეგ ერთი ფეხბურთელის გარდა ყველამ დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში მხოლოდ მცველი შალვა ნადირაძე დარჩა, რომელსაც მთელი კარიერა “სამტრედიაში” აქვს გატარებული და თამაში მხოლოდ გასულ სეზონში მოუწია.

მათ შორის, წამსვლელებს შორის ბექა ქურდაძე, გიორგი არაბიძე, ლუკა ასათიანი, სტრაჰინია პავიშიჩი და სხვები არიან.

“სამტრედია” ეროვნულ ლიგა 2-ში სრულიად ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოუწევს.

დავითაშვილი: ‘ვნახე კომენტარები, წერდნენ – როგორ წაიყვანა ჯუღელმაო…’

საქართველოს ნაკრებისა და ტულის “არსენალის” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკეთეს გუნდში გადასასვლელად მას უკეთესად თამაში ესაჭიროება.

“მე და ხვიჩას, ორივეს გვსურს ევროპაში და მაგარ გუნდში თამაში. კვარას სხვანაირი სიტუაცია აქვს, წასვლა უნდა და უკვე დამტკიცებული აქვს სანამ წახვალ, ეს ყველაფერი ხალხმა უნდა გაიგოს, წინა სეზონში როგორ იყავი. ვნახე კომენტარები, როგორ წავიდა ტულაშიო, როგორ წაიყვანა ჯუღელმაო. მე არ მითამაშია გასულ სეზონში კარგად, ეს რაც იყო, ნორმალურია და ვეცდები რომ ტრამპლინად გამოვიყენო. ახლა სულ სხვა სიტუაციაა, უფრო მეტად ვარ მოწადინებული და გავიზარდე, როგორც პროფესიონალი”, – განაცხადა დავითაშვილმა “საფეხბურთო ტაიმ-აუტში ვლადიმერ გუცაევთან”.

დავითაშვილისა და კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელია.

ზურიკო დავითაშვილი ხვიჩაზე: “როგორც ძმები, ისე ვართ”

საქართველოს ნაკრებისა და ტულის “არსენალის” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა “საფეხბურთო ტაიმ-აუტში ვლადიმერ გუცაევთან” მისი და კვარას შესახებ ისაუბრა.

“საკუთარ თავთან მუშაობამ გამზარდა, როცა უფრო მეტს სთხოვ შენ თავს პროფესინოალიზმის მხრივ, ვარჯიშით, შრომით ყველაფერს მიაღწევ და რაღაცისთვის თუ გადადებ თავს, ყოველთვის გიფასდება”

“როგორც ძმები, ისე ვართ. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ბოლო დროს ჩავარდნა ჰქონდა, ასე ყველას ემართება და არც ხვიჩაა გამონაკლისი. მერე ყველამ ვნახეთ სანაკრებო თამაშში, ორი გოლი გაიტანა და გვანახა რა შეუძლია. ახლაც ფეხი აწუხებდა. ისე ვერ იყო და ცოტა მწვრთნელთანაც ურთიერთობები. წასვლა სურს, მაღალ კლუბში თამაში და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ვიხილავთ მაგარ გუნდში”, – განაცხადა ზურიკომ.

დავითაშვილი მიმდინარე სეზონში “არსენალის” ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო, კვარას “რუბინში” მწვრთნელ სლუცკისთან ურთიერთობა დაეძაბა და ნაკლებად შედეგიანია.

ირაკლი აზაროვი 1 მილიონი ღირს, ხვადაგიანს ნაკრები დაუფასდა

საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” 19 წლის მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი გერმანულმა Transfermarkt-მა 1 მილიონ ევროდ შეაფასა და ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა. აზაროვს პირველი ოქტომბრიდან 350 ათასი ევრო დაუმატეს.

ირაკლიმ ჯოვინო ფლამარიონს გადაასწრო, რომელიც ოქტომბერში 700 ათასი ევრო ღირდა და ახლა 550 ათას ევრომდე შემცირდა.

“დინამო თბილისის” 18 წლის ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანი 100 ათასი ევროთი გაძვირდა და ნახევარ მილიონად ფასობს. ხვადაგიანს ვილი სანიოლი ბოლო დროს სისტემატიურად იძახებს.

ნახევარ მილიონიან ნიშნულს დაუბრუნდა ლევან ხარაბაძეც, ჯიღაური დარჩა 500 000-ზე და მამუჩაშვილი პირველად ავიდა.

ტოპ 11-ში ერთადერთი გორის “დილას” მეკარე ლუკა გუგეშაშვილია, დანარჩენი “დინამოების” ფეხბურთელები არიან.

სტარიჯმა კოვიდ ვაქცინაზე სიმღერა დაწერა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” და “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელ სტარიჯმა, რომელიც ახლა ავსტრალიაში თამაშობს, კარანტინში სიმღერა დაწერა და სოციალურ ქსელში გაავრცელა. სტარიჯმა ხალხს სიმღერით მოუწოდა ვაქცინა გაიკეთონ.

მამარდაშვილმა ლა ლიგისგან საჩუქარი მიიღო (ფოტო)

“ვალენსიას” ქართველმა გოლკიპერმა გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგისგან სპეციალური საჩუქარი მიიღო. მამარდას დადებულ ფოტოში შამპანური და სხვა სუვენირები ჩანს

სწორედ შამპანურის გახსნის დროა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, “ვალენსიამ” გიორგი “დინამო თბილისიდან” 1 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მამარდას თამაში არ უწევს, “ვალენსიამ” მისი გამოსყიდვა მაინც გადაწყვიტა და შესაძლოა, ჩვენებური იჯარით გაუშვას სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით.

“დინამო თბილისმა” ნიგერიელი მცველი დაიმატა

“დინამო თბილისმა” პოლონურ “იაგელონიასთან” ნიგერიელი მარცხენა მცველის გოდფრი სტეფენ ბიტოკის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

21 წლის მცველი თბილისურ კლუბში ერთი წლის განმავლობაში იჯარის წესით იასპარეზებს, ამის შემდეგ კი “დინამოს” მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. “იაგელონიამდე” გოდფრი სტეფენ ბიტოკი ბელარუსული “ისლოჩის” და ნიგერიული “ჯი-ლექ აკადემის” ღირსებას იცავდა.

საკლუბო კარიერას პარალელურად ბიტოკი 2019 წელს ნიგერიის 23-წლამდე ნაკრებში მიიწვიეს. 2019 წელს მან ნიგერიელთა შემადგელობაში ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე 3 შეხვედრა გამართა.

თბილისელებმა მანამდე უკრაინელი ფორვარდი სტანილსავ ბილენკი დაიმატეს, რომელმაც 2021 წლის სეზონში ბელარუსულ “დუნაისტა სტრედას” შემადგენლობაში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 14 გოლი გაიტანა.

“დინამოს” ახალი სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილი ბოლოს სოლისგორკის “შახტიორში” მუშაობდა.

საკლუბო კარიერა

2018-2020 | ისლოჩი | 59 მატჩი | 8 გოლი | 8 საგოლე გადაცემა

2021 | იაგელონია | 4 მატჩი

2021 | იაგელონია 2 | 17 მატჩი

სანაკრებო კარიერა

2019 | ნიგერია U23 | 3 მატჩი

კვარამ და ხიზანამ 14 წლის მაქსიმე გაახარეს (ვიდეო)

14 წლის მაქსიმესთვის, რომელიც ბებიასთან ერთად გაჭირვებულად ცხოვრობს, მთელი ცხოვრება ფეხბურთია და ფეხბურთელობა სურს. მას ჩაფუშული ბურთი, თუმცა დიდი მიზნები და შრომისმოყვარეობა აქვს.

მაქსიმეს ისტორია “ბაიასთან” გადაცემაში გავიდა, სადაც მაქსიმემ კვარაცხელიასთან, ჩაკვეტაძესთან და კაშიასთან შეხვედრა ან მათი მაისურები ისურვა.

გადაცემის გასვლიდან მე-2 დღეს მაქსიმესთან ზურაბ ხიზანიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია მივიდნენ და მაქსიმეც მაგრად გაახარეს.

როგორ გამოეხმაურა ბეჰდად სალიმი ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობას? (ფოტო)

17 დეკემბერს ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში მეხუთედ გახდა.

ქართველ ძალოსანს გამარჯვებ უამრავმა ადამიანმა მიულოცა, რომელთა შორის მისი ყოფილი კონკურენტი ბეჰდად სალიმიცაა.

ვეტერანი ირანელი ძალოსანი სოციალურ ქსელში წერს: “ვაუ. გილოცავ, ლაშა. ლეგენდა!”

გაგიკვირდებათ – სომეხი კომენტატორის რეაქცია ლაშა ტალახაძის რეკორდზე (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის კიდევ 3 კლუბი დაინტერესდა

ინტერნეტგამოცემა “ფუტბოლ ინსაიდერი” იუწყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი ინგლისის პრემიერლიგის კიდევ სამი კლუბი დაინტერესდა.

წყაროს თანახმად, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ კონკრეტულ ინტერესს “ვესტ ჰემ იუნაიტედი” და “ევერტონი” აფიქსირებენ. კვარაცხელიას დამატებაზე “საუთჰემპტონიც” ფიქრობს. დასახელებულ კლუბებს ზამთარში შეტევითი ხაზის გაძლიერება სურთ და სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საუბარი იყო “ტოტენჰემ ჰოთსპურში” ან “მილანში” ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე.

ქართველ ფეხბურთელსა და “რუბინს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.

“ორ სიტყვას ვამბობ და ათს ამბობს” – ლაშა ტალახაძის კურიოზი ინტერვიუს დროს (ვიდეო)

17 დეკემბერს, ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი კარიერაში მეხუთედ გახდა. ქართველმა ძალოსანმა უზბეკეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა.

გამარჯვების შემდეგ, ტალახაძემ ინგლისურენოვან ჟურნალისტს კომენტარი მისცა. ინტერვიუს ბოლოს კამერებმა მისი სიტყვები დააფიქსირეს.