კაშია: “დიდი იმედი მაქვს, ბათუმში ქულების მოგროვებას დავიწყებთ”

საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ შვედეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

“ბათუმში გამართული ბოლო ორი მატჩი, ისე გამოვიდა, რომ ფაქტობრივად ნეიტრალურ მოედანზე ვითამაშეთ და ფეხბურთელებიც ვერ ვგრძნობდით, რომ საშინაო შეხვედრას ვმართავდით. მაგალითად ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გულშემატკივრებმა უდიდესი როლი ითამაშეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ შვედეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩით ბათუმში ქულების მოგროვებას დავიწყებთ და ვთვლი, რომ ქომაგები ამაში დაგვეხმარებიან”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს Nakrebi.Ge.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო-შვედეთის დაპირისპირება ბათუმის აჭარაბეთ არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

შოთ არველაძე: “ფეხბურთის გარეშე მოვიწყინე”

შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრების უზბეკეთთან მატჩამდე კომენტარი უზბეკურ პრესასთან გააკეთა.

“ორივე გუნდი თანაბარი დონისაა. ის მიზეზი, თუ რატომ ვერ ვამბობ, რომ საქართველო უზბეკეთზე უკეთესია, სტაბილურობაა. მატჩი ერთნაირად სასარგებლო იქნება ორივე ნაკრებისთვის, მაგრამ უფრო მეტად უზბეკეთის მთავარ მწვრთნელ სრეჩკო კატანეცს გამოადგება, რომელმაც ახლახან დაიკავა პოსტი”

“საქართველოს ნაკრების თავკაცობა ნამდვილად შემომთავაზეს, თუმცა უარი განვაცხადე და ამ მიზეზების მოყოლას არ ვაპირებ. ფეხბურთის გარეშე ძალიან მოვიწყინე, რამდენიმე კლუბთან მაქვს კონტაქტი და ჯერჯერობით ყველაფერი მოლაპარაკების ეტაპზეა”,  – განაცხადა შოთიმ.

არველაძე ტაშკენტის “ფახთაქორის” მენტორი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში და კლუბთან ერთად მრავალი ტიტული მოიგო.

ოქრიმ ვარჯიში გამოტოვა და ხვალ, საეჭვოა

საქართველოს ნაკრებმა ბათუმის არენაზე 24 ფეხბურთელით ივარჯიშა და გუნდს მხოლოდ “აპოელის” თავდამსხმელი თორნიკე ოქრიაშვილი დააკლდა.

უცნობია მიზეზი თუ რატომ გამოტოვა ვარჯიში ოქრიმ, თუმცა ხვალ მისი თამაში ჯერჯერობით გამორიცხული არ არის.

თუ თორნიკე არ იქნება, მაშინ მას ვაკო ყაზაიშვილი შეცვლის.

ითამაშებს თუ არა ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოს წინააღმდეგ?

11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედეთს დაუპირისპირდება.

სტუმართა განაცხადშია ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, ითამაშებს თუ არა ის საქართველოს წინააღმდეგ. შვედეთის ნაკრები 14 ნოემბერს ესპანეთსაც ესტუმრება.

შვედეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იანე ანდერსონს საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა იბრაჰიმოვიჩი ბათუმში, თუმცა მან სასტარტო შემადგენლობის შესახებ არ ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ზლატანს ჩვენს გუნდში თამაში სურს. ის, საკუთარი გამოცდილებითა და თვისებებით მნიშვნელოვანი ფიგურაა. მიხარია, რომ ის შემადგენლობაში გვყავს. სასტარტო თერთმეტეული უკვე შერჩეული მყავს, თუმცა ამაზე საუბარს არ ვაპირებ”, – განაცხადა იანე ანდერსონმა.

“ასტონ ვილა” მოლაპარაკებას ჯერარდთან აწარმოებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გლაზგოს “რეინჯერსის” მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი უახლოეს პერიოდში ბირმინგემის “ასტონ ვილას” თავკაცის პოსტზე დაინიშნება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია ჯერარდის ლონდონში მატარებლით ჩასვლის მომენტი. ინგლისელი სპეციალისტი სამშობლოში “ასტონ ვილასთან” მოსალაპარაკებლად ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი “რეინჯერსს” 2018 წლიდან თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში ათწლიანი პაუზის შემდეგ შოტლანდიის ჩემპიონატი პირველად მოიგო.

კონტემ “ტოტენჰემში” გასტრონომიული რეგულაციები შემოიღო

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდში ახალი გასტრონომიული რეგულაციები შემოიღო. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა რამდენიმე ფეხბურთელს უთხრა, რომ მათ ზედმეტი წონა აქვთ.

კონტემ “ტოტენჰემში” სავალდებულო გუნდური ლანჩი შემოიღო, მენიუდან მძიმე საკვები, სენდივიჩი, კეტჩუპი და მაიონეზი ამოიღო, ფეხბურთელებს კი მეტი ხილის მიღება დაავალა.

“ტოტენჰემის” მოთამაშეები ნაკლები ხილის წვენი მიეცემათ, კერძების მომზადებისას კი მზესუმზირის ზეთისა და კარაქის რაოდენობა შემცირდება.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ “ტოტენჰემ ჰოთსპური” 2 ნოემბერს ჩაიბარა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს. კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა.

ლონდონურმა გუნდმა კონტეს ხელმძღვანელობით ორი მატჩი ჩაატარა: კონფერენციის ლიგაზე “ტოტენჰემმა” არნემის “ვიტესი” ანგარიშით 3:2 დაამარცხა, პრემიერლიგაში კი “ევერტონთან” უგოლო ფრე ითამაშა.

“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელმა თანაგუნდელის საცემად მამაკაცები დაიქირავა

საფრანგეთის პოლიციამ “პარი სენ-ჟერმენის” ქალთა გუნდის ნახევარმცველი ამინატა დიალო დააპატიმრა, მიზეზი კი მის თანაგუნდელზე, ხეირა ჰამრაოუიზე თავდასხმაში მონაწილეობაა.

L’Equipe-ის ცნობით, 4 ნოემბერს გამართული მატჩის შემდეგ, გუნდმა პარიზის ერთ-ერთ რესტორანში ისადილა. ჰამრაოუი სახლში რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად წავიდა, მასთან ერთად იყო დიალოც. დაახლოებით 22:00 საათზე მათ ავტომობილს წინ ორი ნიღბიანი მამაკაცი გადაუდგა, რომლებმაც ჰამრაუოის კარი გააღეს და ის მანაქანიდან გადმოიყვანეს. ერთ-ერთმა მამაკაცმა მას ფეხებში რკინის საგნის რტყმევა დაუწყო.

მომხდარის შემდეგ, ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას დაზიანებული ჰქონდა ხელები და ფეხები. ამის გამო, მან გასულ სამშაბათს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ თამაში ვეღარ შეძლო.

ფრანგული მედიის ცნობით, ჰამრაოუის საცემად მამაკაცები დიალომ დაიქირავა. ეს ორივე ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია და ამ პოზიციაზე გუნდში ერთმანეთის კონკურენტები არიან.

რონალდუ როლექსის ყველაზე ძვირადღირებული საათის მფლობელია

ბრიტანული გამოცემა Daily Star ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კრიშტიანუ რონალდუ როლექსის ყველაზე ძვირადღირებული საათის მფლობელია. პორტუგალიელი ამ საათს 2019 წლიდან ატარებს.

როგორც იცით, “მანჩესტერ იუნაიტედის” სუპერვარსკვლავი ლეო მესის გარდა ერთადერთი აქტიური ფეხბურთელია, რომელსაც კარიერის განმავლობაში 1 მილიარდ ფუნტზე მეტი აქვს გამომუშავებული.

რონალდუს შემოსავლების ფონზე გასაკვირი არ არის, რომ ფეხბურთელმა ასეთი საათისთვის (GMT Master Ice) 371 000 ფუნტი გაიმეტა. უშუალოდ საათი 18-კარატიანი თეთრი ოქროსა და 30-კარატიანი ბრილიანტის დეტალებით არის შემკული.

ron

პირველი გეი ფეხბურთელი: “ყატარში გეი ადამიანებს კლავენ, იქ წასვლის შემეშინდებოდა”

ავსტრალიური “ადელაიდა იუნაიტედის” ნახევარმცველი, ჯოშუა კავალო, მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარების თემას შეეხო.

შეგახსენებთ, რომ კავალო პირველი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომელმაც საჯაროდ აღიარა, რომ გეია.

“სადღაც წავიკითხე, რომ ყატარში გეი ადამიანებს კლავენ, სასიკვდილო განაჩენი გამოაქვთ მათთვის. ბუნებრივია, რომ იქ წასვლის შემეშინდებოდა. ასეთი რამ ძალიან საწყენია ჩემთვის.

ყველაფრის მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში ტარდება. შენი ქვეყნის ღირსების დაცვა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საამაყო მიღწევაა. იმის გააზრება, რომ თამაში ასეთ ქვეყანაში მომიწევს, ღირებულებების გადაფასებას მაიძულებს.

საკუთარ თავს, ალბათ, ასეთი კითხვა უნდა დავუსვა – ჩემი ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია თუ კარიერული მიღწევები?” – აცხადებს კავალო.

დანი ალვეშს “ბარსელონაში” დაბრუნება სურს

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ მცველს, დანი ალვეშს, კლუბში დაბრუნება სურს. ბრაზილიელ ფეხბურთელს ძალიან უნდა კარიერის ჩავი ერნანდესის გუნდში დაბრუნება.

38 წლის დანი ალვეშსა და “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ნიკოლო სკირას ცნობებს თუ დავეყრდნობით, მხარეებს შორის შეხვედრა უკვე დაგეგმილია.

“ბლაუგრანას” ახალ თავკაც ჩავისა და პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას სჯერათ, რომ დანი ალვეშის გამოცდილება გუნდში ბევრ ფეხბურთელს დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეშის ბოლო კლუბი “სან-პაულოა”. დანი ბრაზილიის ნაკრებშიც არაერთხელ გამოიძახეს გასულ წელს.

“ნიუკასლი” “ატლეტიკოს” მცველის დამატებას შეეცდება

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი, კირან ტრიპიერი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ადრე ტრიპიერი ლონდონის “ტოტენჰემის” ღირსებას იცავდა.

31 წლის ინგლისელი მცველის ტრანსფერით “ნიუკასლი” ინტერესდება. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს BBC-ის ჟურნალისტის, გილემ ბალაგეს, ცნობებზე დაყრდნობით.

“ნიუკასლის” წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ტრიპიერის აგენტს. ამ უკანასკნელს მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში ეწურება.

გეტყვით იმასაც, რომ გასულ ზაფხულს “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” იჩენდნენ დაინტერესებას და მზად იყვნენ ტრანსფერში 40 მილიონი ევრო გადაეხადათ.

“პსჟ” ხავი სიმონსს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება, პრობლემა რაიოლაა

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები გუნდის კიდევ ერთ ვარსკვლავს ვერ უთანხმდებიან. ამჯერად საუბარი ახალგაზრდული გუნდის მთავარ ვარსკვლავ ხავი სიმომნსს ეხება, რომელზეც უდიდესი იმედები მყარდება.

პარიზულმა გრანდმა ჯერ კიდევ ივნისის თვეში შესთავაზა 18 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ მხარეები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან.

ვითარებას მინო რაიოლა ართულებს, რომელსაც ხავი სიმონსისთვის გარანტიები სურს. მას სურს, რომ ხავის “პარი სენ-ჟერმენის” მთავარ გუნდში თამაში ჰქონდეს გარანტირებული კონტარქტის გახანგრძლივების შემთხვევაში.

“ბარსელონას” აღზრდილი ხავი სიმონსის ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ამოიწურება.