უსმან დემბელემ ტრავმა დაბრუნებიდან 25 წუთში მიიღო

კატალონიის “ბარსელონასა” და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავ უსმან დემბელეს ტრავმები მოსვენებას არ აძლევს. კატალონიური გრანდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დემბელემ კიდევ ერთხელ მიიღო დაზიანება.

აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანას” შემტევი ლაზარეთიდან ახალი დაბრუნებული გახლდათ, როდესაც ტრავმა მიიღო. კიევის “დინამოსთან” მატჩში მან მხოლოდ 25 წუთის გატარება შეძლო მოედანზე.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, უსმან დემბელეს რეაბილიტაციის პროცესი ერთი თვე გაგრძელდება. კატალონიური გრანდი მომდევნო მატჩს შაბათს, “სელტას” წინააღმდეგ გამართავს, რის შემდეგაც სანაკრებო შესვენება გველის 20 ნოემბრამდე.

“კახა ჩხეტიანი ფეხბურთელებს სახლში აკითხავდა…”

ქუთაისის “ტორპედოს” ფან-კლუბი კახა ჩხეტიანის გათავისუფლებას ეხმაურება და მას ვრცელ წერილს უძღვნის.

“დღეს შევხვდით კახა ჩხეტიანს და ასევე ხელმძღვანელობას, უნდა იცოდეთ ყველამ რო ჩხეტო “ტორპედოდან” თავისი ნებით არ წასულა, გორთან წაგებული 0:3 ის შემდეგ დაიბარეს და გუნდიდან გაუშვეს, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანისთვის ასევე ჩხეტოსთვის და მისი სტაბისთვის ეს იყო მოულოდნელი, რადგან ყველამ ვიცოდით რო ამ სეზონში დავალება იყო ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

ერთი რაც შეგვილია გითხრათ ის რაც ჩხეტომ გვთხოვა არის ის რო გუნდს ყველაზე მეტად მხარში დგომა ახლა ჭირდება და მიუხედავად ნებისმიერი გადაწყვეტილებისა ყველამ ერთად უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ იმისთვის რო “ტორპედო” ეროვნული ლიგიდან არ გავარდეს!!!
რაც შეეხება ამ თემაზე გუნდის ხელმძღვანელობის პოზიციას ისინი ამბობენ რო ერთადერთი მიზეზი ჩხეტიანის გაშვების არის ბოლო მატჩებში წარუმატებელი თამაში, რო ამ ეტაპზე გუნდის დროებითი მწვრთნელი შოთა ბაბუნაშვილი იქნება და უახლოეს მომავალში განიხილავენ როგორც ქართველის ისე უცხოელი მწვრთნელის მოყვანას.
ჩვენ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ვიყავით და ვართ იქედან გამომდინარე რო ჩხეტომ ამ გუნდს ამ ქალაქს და ამ გულშემატივარს ენით აუღწერელი სიხარული წარმატება და ბედნიერება გვაჩუქა, ჩხეტო არის კაცი რომელმაც თავის სტაბთან ერთად გუნდს 3 წელიწადში 5 ტიტული მოაგებინა, სარეკორდო 27 მატჩიანი წაუგებელი სერია აჩუქა და ევრონტურნირებზე ყველაზე შორს გაიყვანა რასაც ევროპის ლიგის პლეიოფო ქვია, ჩხეტოს მწვრთნელობის დროს და მისი უდიდესი მხარდაჭერით ისტორიაში პირველად დავიწყეთ ფანებმა ევროპაში გასვლებზე სიარული!!!
შემდეგ მოხდა ისე რო დაიწყო პრობლემები რომელმაც ჩვენს გუნდს საბოლოოდ ბოლო მოუღო და დიდების მწვერვალიდან უფსკრულში გადაჩეხა, თუმცა ჩხეტო თავის გუნდთან ერთად აგრძელებდა ბრძოლას იქედან ამოსასვლელად და გულშემატკივარს გვპირდებოდა რო ის არაფრის ფასად არ დატოვებდა გუნდს და სეზონს მაინც ჩაამთავრებდა ისე რო გუნდი არ გავარდებოდა, არაერთხელ იყო როცა ძირითადმა გუნდმა უხელფასობის და გუნდში არსებული პრობლემების გამო ვარჯიშებზე და თამაშებზე უარი თქვეს, თუმცა ჩხეტო და მისი სტაბი სულ პოულობდა გამოსავალს და რამდენჯერმე ასაკობრივი გუნდითაც კი მოუწიათ თამაში და თანაც საკმაოდ ღირსეულად!!!
ბევრმა კიდე არ იცით და უნდა იცოდეთ რო იმ უხელფასობის და გაჭირვების დრო ეს კაცი სახლებში აკითხავდა ფეხბურთელებს ამხნევებდა მოტივაციას აძლევდა და უნერგავდა იმედს რო კიდე ერთი თამაშიც ეთამაშათ და ყველაფერი კარგად იქნენოდა, ეს ყველაფერი არ ხდებოდა ერთხელ და ორჯერ ეს მთელი სეზონის მანძილზე გრძელდებოდა და თავის თავზე იღებდა ამხელა პასუხისმგებლობას თავისი გუნდის ქალაქის და ხალხის სიყვარულის გამო, ბოლოს როგორც დაგვპირდა სეზონი ბოლომდე მიიყვანა მის მეომარ გუნდთან ერათად, ამის შემდეგ ჩვენთან ერთად ბოლომდე ელოდებოდა რო გუნდს ვინმე პატრონი გამოუჩნდებოდა მაგრამ როცა ყველა იმედი გადაიწურა წავიდა იქ სადაც წავიდა, მარა არასდროს დავიწყებია მისი ქალაქი, მისი გუნდი, მისი ჯუნგლები და როცა უკან დაბრუნდა, დაბრუნდა ისევ გაჭირვების და უიმედობის დროს და ამბობდა რო მე თქვენ გაწყენინეთ და სულ რო უხელფასოდ ვიყო სულ რო ასაკობრივებით ვითამაშო ბოლომდე ჩავყვები ამ გუნდსო…
აი ასეთი კაცია კახა ჩხეტიანი რომელმაც წარუშლელი კიარა “ტორპედოს” ისტორიის ნახევერი დაწერა, მან უნდა იცოდეს რო ჩვენ არ ვუბრაზდებით იმის გამო რო დინამოში წავიდა, უნდა იცოდეს რო არ ვუბრაზდებით იმ პოლიტიკირი თემების გამო, უნდა იცოდეს რო გვიყვარს სულ გვეყვარება და სულ სიხარულით შევხვდებით მის აქ დაბრუნებას!!!
ეს შენი სახლია ჩხეტო, მადლობა ყველაფრისთვის გვიყვარხარ და დაგელოდებით ყოველთვის!!!
ჩვენ ერთად იმხელა ისტორია დავწერეთ რომელსაც დავიწყება და წაშლა არასდროს უწერია, და დღეს რო “ტორპედო” ისევ არსებობს ამაში შენი ღვაწლი უდიდესია”, – წერია ფან-კლუბის განცხადებაში.
ჩხეტიანი “ტორპედოდან” გორის “დილასთან” 0-3 მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს. კრიზისის დაწყებამდე ჩხეტიანმა გუნდთან ერთად ყველაფერი მოიგო და ევროპა ლიგის პლეი-ოფშიც გავიდა.

ოუენი: “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია”

“ლივერპულის” ყოფილმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა, მერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად დაასახელა.

“ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია. მათთვის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეები “მანჩესტერ სიტი” და “ჩელსი” იქნებიან.

შეუძლებელია “ენფილდის” უდიდესი ფაქტორის უგულვებელყოფა. წარმატებები მათ, ვისაც ამ სტადიონზე განმეორებითი მატჩის თამაში მოუწევს! “ლივერპული” “ენფილდზე” უბრალოდ დაუმარცხებელია,” – განაცხადა ოუენმა.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ოთხივე მატჩი მოიგო (ორჯერ “ატლეტიკო” დაამარცხა, თითოჯერ – “მილანი” და “პორტო”).

ტადიჩი ძელთან შეჯახების შემდეგ: “დორტმუნდში მოსაგებად კვერცხებია საჭირო”

ამსტერდამის “აიაქსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში დორტმუნდის “ბორუსია” დაამარცხა. ოთხიდან ოთხი მოგების შედეგად “აიაქსი” ერთ-ერთია იმ ოთხ კლუბს შორის, რომელმაც უკვე მოიპოვა მომდევნო ეტაპის საგზური.

მატჩში ანგარიში დორტმუნდელებმა გახსნეს, ქამბექს კი საფუძველი დუშან ტადიჩმა ჩაუყარა. გოლის გატანის მომენტში ამსტერდამელთა კაპიტანი ძელს ძალიან უხერხულად შეეჯახა, რაზეც შემდეგ თავად იხუმრა.

“დორტმუნდში მოსაგებად კვერცხებია საჭირო. იმედია, ძელი მწყობრშია,” – ვკითხულობთ ტადიჩის პოსტში.

ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებისათვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები 8 ნოემბრიდან წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ 11 ნოემბერს ბათუმში გამართავს. საქართველოსა და უზბეკეთის ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი კი, 15 ნოემბერს გორში შედგება.

ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გორის “დილას” 22 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდებიან. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 ნოემბერს ბათუმში, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ინგლისის 21 წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველო-შვედეთის მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი გამოტოვებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

Nakrebi.Ge

“გოლის გატანას აპირებ?” – ნეიმარისა და სობოსლაის შელაპარაკება პენალტის წინ

3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ლაიფციგმა” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

შეხვედრის საბოლოო შედეგი 92-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა მასპინძელთა ნახევარმცველმა დომინიკ სობოსლაიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გოლი გაიტანა.

პენალტის შესრულებამდე, უნგრელ ფეხბურთელთან ნეიმარი მივიდა, მათ შორის მცირე შელაპარაკებაც იყო, რისი დეტალებიც თავად სობოსლაიმ გაამჟღავნა.

ნეიმარი: “გოლის გატანას აპირებ?”
სობოსლაი: “დიახ.”
ნეიმარი: “დარწმუნებული ხარ?”
სობოსლაი: “მე არასოდეს ვაცილებ.”

მოურინიო “ტოტენჰემის” თავკაცად კონტეს დანიშვნას გამოეხმაურა

“რომას” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცის პოსტზე ანტონიო კონტეს დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა.

“ნუნუ ეშპირიტუ სანტუ “ვულვერჰემპტონში” ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში შესანიშნავად მუშაობდა. “ტოტენჰემს” ახლა ძალიან კარგი სპეციალისტი ჩაუდგა სათავეში, თუმცა გუნდს მანამდეც მშვენიერი მწვრთნელი ჰყავდა”, – მოურინიოს კომენტარს “სქაი სპორტ იტალია” ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნუნუ ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა, მომდევნო დღეს კი “დეზების” თავკაცის თანამდებობაზე ანტონიო კონტე დაინიშნა.

“ტოტენჰემს” ინგლისის პრემიერლიგის X ტურის თავზე 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილი უკავია.

მატს ჰუმელსის წითელი ბარათი “აიაქსთან” მატჩში (ვიდეო)

პორშე, მუსტანგი, მერსედესი – ლაშა ტალახაძის ავტომობილების კოლექცია (ფოტო)

ლაშა ტალახაძეს ავტომობილები ძალიან უყვარს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის კოლექციაში სხვადასხვა ცნობილი ავტომწარმოებლების მოდელებს ნახავთ. ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სპორტსმენი მათ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს.

“ალ-სადი” ჩავის არ უშვებს: “სეზონის ამ სენსიტიურ ფაზაში მას ვერ გავუშვებთ”

“ალ-სადის” გენერალურმა დირექტორმა, ტურკი ალ-ალიმ, ჩავისთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ყატარული კლუბის თავკაცის გადაბირება “ბარსელონას” აქვს გადაწყვეტილი.

კატალონიურმა გრანდმა რამდენიმე დღის წინ რონალდ კუმანი გაანთავისუფლა დაკავებული პოსტიდან. დღეს კი კლუბის ხელმძღვანელები “ალ-სადთან” მოსალაპარაკებლად დოჰას ეწვივნენ.

“მივესალმებით “ბარსელონას” ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვიზიტს, ვაფასებთ და პატივს ვცემთ მათ ამ ჟესტს.

კლუბის პოზიცია თავიდანვე ყველასათვის ნათელი იყო – ჩვენ გვსურს ჩავის შენარჩუნება და სეზონის ამ სენსიტიურ ფაზაში მას ვერ გავუშვებთ,” – ვკითხულობთ “ალ-სადის” ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გამოქვეყნებულ კომენტარში.

კრაუჩი: “აბსურდი იქნება, ლევანდოვსკი კარიერას ოქროს ბურთის გარეშე თუ დაასრულებს”

“ლივერპულისა” და “ტოტენჰემის” ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა, 2021 წლის ოქროს ბურთის გათამაშებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. პრესაში პრიზის მოგების მთავარ ფავორიტებად ლეო მესისა და რობერტ ლევანდოვსკის ასახელებენ.

“მესის კანდიდატურასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ აბსურდი იქნება, ლევანდოვსკი კარიერას ოქროს ბურთის გარეშე თუ დაასრულებს.

რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, იმდენი გოლი აქვს გატანილი, რომ … ოქტომბრის თვეა და მას უკვე 22 გოლი აქვს გატანილი. ზოგჯერ ამდენი გოლი მაისის თვეშიც კი არ მქონდა გატანილი.

ის გამორჩეული, განსაკუთრებული ფეხბურთელია. რონალდუ და მესი ყოველთვის უმაღლეს დონეზე არიან, მაგრამ ახლა ლევანდოვსკის ჯერია,” – აცხადებს კრაუჩი.

კონტე: “იუვენტუსის” დომინაცია მე დავიწყე და მევე დავასრულე”

ანტონიო კონტემ თავისი იტალიური კარიერა მიმოიხილა. შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სპეციალისტმა ახლახან დაიკავა “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტი, სადაც აქამდე ნუნუ ეშპირიტუ სანტო მუშაობდა.

“მე აწმყოთი ვცხოვრობ. “იუვენტუსი” უკვე წარსულია. იქ 13 წლის მანძილზე ვითამაშე და ბევრ წარმატებას მივაღწიე. ამის შემდეგ კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავბრუნდი და ზედიზედ 9 ტიტული მოვიგე.

“იუვენტუსის” დომინაცია მე დავიწყე და მევე დავასრულე “ინტერთან” ერთად. ბოლო ორი წლის მანძილზე ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლს ვუშვებდით და მეორე ადგილზე ვიყავით გატანილი გოლებით.

ჩემი წარსული მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვამაყობ იმით, რაც ამ გუნდებთან ერთად გავაკეთე. “ტოტენჰემი” ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მინდა ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს,” – აცხადებს კონტე.