ლაშა ბექაური და დარია ბილოდიდი ქართულ სიმღერას მღერიან (ვიდეო)

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური კიევში იმყოფება. 21 წლის ძიუდოისტი სოციალურ ქსელში დარია ბილოდიდთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ბილოდიდი მსოფლიოს ორგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონია. 20 წლის უკრაინელმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო

მბაპე: “დიახ, ნეიმარს “მათხოვარი” ვუწოდე”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ დაადასტურა, რომ მან 25 სექტემბერს, “მონპელიესთან” მატჩის მიმდინარეობისას ნეიმარს “მათხოვარი” მართლაც უწოდა.

შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში ნეიმარმა იულიან დრაქსლერს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ამ დროს კამერებმა მბაპე დააფიქსირეს, რომელმაც თქვა: “მათოხვარია. დიახ, დიახ. ის ასეთ დროს გადაცემას არ მიკეთებს.”

ფრანგი შემტევი ამბობს, რომ მსგავსი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება და მასსა და ბრაზილიელს შორის პრობლემები არ არსებობს.

“დიახ, ნეიმარს “მათხოვარი” ვუწოდე, რადგან უკმაყოფილო ვიყავი გადაცემებით. მსგავსი რამ ფეხბურთში ყოველთვის ხდება. ამის შემდეგ ერთმანეთთან ვისაუბრეთ. ეს იმიტომ ხდება, რომ გამარჯვება გვინდა. ჩვენს შორის ანარაირი პრობლემა არ არსებობს”, – უთხრა მბაპემ Equipe-ს.

კასანო: “დაუჯერებელია, მაგრამ პოჩეტინო ფეხბურთელებს ეკითხება აზრს ტაქტიკაზე”

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ანტონიო კასანომ, პრესასთან საუბრისას “პარი სენ-ჟერმენში” მაურისიო პოჩეტინოს მუშაობა საჯაროდ გააკრიტიკა.

“პოჩეტინოს კარიერა “პარი სენ-ჟერმენში” ხანმოკლე იქნება. მასზე ძალიან ცუდად საუბრობენ, ცუდი პრესა აქვს.

ისინი ამბობენ, რომ პოჩეტინო შესანიშნავი პიროვნებაა, მაგრამ, როგორც მწვრთნელი… ტაქტიკურ გაკვეთილებში წუთსაც არ ხარჯავენ, გუნდს კი ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დაუჯერებელია, მაგრამ ის ფეხბურთელებს ეკითხება აზრს ტაქტიკასთან დაკავშირებით.

მას ჩემპიონები აქამდე არასდროს გაუწვრთნია და ბუნებრივია, რომ უჭირს. ყველაფერი ასე თუ გაგრძელდება, მას მალევე გაუშვებენ. ზიდანის სახელი არ დაივიწყოთ,” – აცხადებს კასანო.

ვან გალი კონფერენციის ლიგის გაუქმებას ემხრობა

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გალი შეცდომად მიიჩნევს უეფას მესამე საკლუბო ტურნირის – კონფერენციის ლიგის დაარსებას.

“კონფერენციის ლიგა ის ლიგა არ არის, რომელიც სიხარულს განიჭებს. ეს უბრალოდ ფეხბურთელებისთვის დამატებითი მატჩების ჩატარებაა”, – ციტირებს ვან გალის კომენტარს Dutch Football-ი.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში კონფერენციის ლიგის გათამაშება პირველად ტარდება. უეფას მესამე საკლუბო ტურნირი მინიმუმ 2024 წლამდე იარსებებს.

ვან დეიკმა დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

“ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა ვირგილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი მისთვის ყველაზე რთული მეტოქეა.

ნიდერლანდელ მცველს უთამაშია რონალდუს წინააღმდეგაც, თუმცა მან არგენტინელი გამოარჩია.

“ლიონელ მესის გამოვარჩევდი. ის კვლავაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ბოლო დეკადაში მას და რონალდუს საოცარი მიღწევები აქვთ. თუმცა, მათ შორის მაინც მესის გამოვყოდი. 2019 წელს ბარსელონაში ძალიან რთული საღამო გვქონდა”, – ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს “მირორი”.

ჩისკო “უოტფორდიდან” დათხოვნაზე: “მოულოდნელი იყო”

“უოტფორდის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან ათი თვის შემდეგ ჩისკო მუნიოსი დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. “დინამოს” ყოფილმა მწვრთნელმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“მშვენიერი თავგადასავალი იყო, რომელიც მოულოდნელად და ისე დასრულდა, როგორც არ ვისურვებდი. მადლობელი ვარ და მხოლოდ კარგი რაღაცები დამამახსოვრდება.

ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან სამწუხარო დღეა, რადგან დასრულდა იმ კლუბში და ქალაქში ყოფნის პერიოდი, სადაც თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში.

ისღა დამრჩენია მადლიერება გამოვთქვა კლუბის მიმართ, რომელმაც ამ გასაოცარ ქვეყანაში პირველი თავგადასავლის დაწყების შესაძლებლობა მომცა,” – აცხადებს ჩისკო მუნიოსი.

ამ დროისთვის “უოტფორდი” პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს. ჩისკო პირველი დათხოვნილი მწვრთნელია პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში.

ჩისკოს ადგილს, დიდი ალბათობით, კლაუდიო რანიერი დაიკავებს.

კაი რუნი “ლივერპულთან” მატჩზე: “ოთხივე გოლი მე გავიტანე”

“მანჩესტერ იუნაიტედის” 12-წლამდელთა გუნდის ლიდერი, კაი რუნი, მამამისის ნაკვალევს მიყვება. “ლივერპულის” ბავშვთა გუნდთან განცდილი მარცხის მიუხედავად, 11 წლის კაის შედეგი უეინისთვის საამაყო გახლავთ.

კაი რუნიმ სოციალურ ქსელში ასეთი ფოტო გამოაქვეყნა – “5-4 წავაგეთ, ოთხივე მე გავიტანე.”

ნაგელსმანმა “ბაიერნში” თავის პირველი მარცხზე კომენტარი გააკეთა

მიუნხენის “ბაიერნი” იულიან ნაგელსმანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ოფიციალურ მატჩში პირველად დამარცხდა. “რეკორდმაისტერის” დამმარცხებელი ფრანკფურტი “აინტრახტი” აღმოჩნდა (2:1).

“მარცხი ყოველთვის მტკივნეულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი, რომ მისი თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და არ უნდა წაგვეგო.

საპასუხოდ კოსტიჩისგან კლასიკური გოლი მივიღეთ, რომლის თავიდან აცილებაც შეგვეძლო. კევინ ტრაპმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. მომენტები გვქონდა, თუმცა რეალიზების პრობლემა კვლავაც გვაქვს.

სტატისტიკურ მონაცემებს რომ შევხედოთ, ჩვენ კარში 20-ჯერ დავარტყით, მეტოქემ – ხუთჯერ. ჩვენ მეტს ვიმსახურებდით,” – აცხადებს ნაგელსმანი.

ტონალი: “მილანს” ამ სეზონში ერთი მიზანი აქვს – “სკუდეტოს” მოგება”

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტური ცენტრალურმა დაპირისპირებამ დახურა “მილანისა” და “ატალანტას” მონაწილეობით. შეხვედრა “როსონერის” გამარჯვებით დასრულდა (2:3). გამარჯვების შემდეგ პრესასთან კომენტარი ერთ-ერთი გოლის ავტორმა, სანდრო ტონალიმ, გააკეთა.

“მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ნერვიულობა დავიწყეთ, მაგრამ დრო იმდენად მცირე იყო დარჩენილი, რომ მალევე დავმშვიდდით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ენერგიისგან დავიცალეთ, კარგი პერფორმანსი დავდგით. არც კი გვეგონა, რომ ამხელა ძალა გვექნებოდა შერჩენილი. მატჩის შედეგით, რასაკვირველია, კმაყოფილნი ვართ.

თუ ბერგამოში მატჩის გარკვეულ მომენტში სამბურთიანი სხვაობით იგებ, ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ უმაღლესი დონის გუნდი გყავს. ჩვენ ბედნიერები ვართ.

[ბოლო 18 წლის მანძილზე “მილანის” საუკეთესო სტარტზე სერია A-ში] 18 წლის წინ მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. თუმცა ერთი რამ ვიცი, “მილანს” ამ სეზონში ერთი მიზანი აქვს – “სკუდეტოს” მოგება,” – აცხადებს ტონალი.

პოჩეტინომ “რენთან” განცდილ მარცხზე კომენტარი გააკეთა

ვარსკვლავური ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა “პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში “რენთან” მტკივნეული მარცხი განიცადა (2:0). აღსანიშნავია, რომ აქამდე პოჩეტინოს კლუბს ლიგა 1-ში ერთი ქულაც არ ჰქონდა დაკარგული.

“თუ გამარჯვება გინდა, გოლის გატანა აუცილებელი რამ არის. გვქონდა გარკვეული მონაკვეთები, როდესაც მაღალ დონეზე ვთამაშობდით, მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა სამი ქულის მოსაპოვებლად.

სამწუხაროდ, მომენტების რეალიზების პრობლემა კვლავაც გვაქვს. შესვენებამდე ანგარიში 2:0 უნდა ყოფილიყო ჩვენ სასარგებლოდ, ამის ნაცვლად 0:1 ვმარცხდებოდით.

რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. წინ ორი კვირა გვაქვს, სანამ ფეხბურთელები სანაკრებო ბატალიებზე იქნებიან, მაქსიმალურად უნდა ვიფიქროთ ოპტიმალური გზების გამონახვაზე,” – აცხადებს პოჩეტინო.

კლოპი სალაჰზე: ეს გოლი რომ მესის ან დრონალდუს გაეტანა…

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მოჰამედ სალაჰის მიერ “მანჩესტერ სიტის” კარში გატანილ გოლზე კომენტარი გააკეთა.

3 ოქტომბერს, პრემიერ ლიგის მე-7 ტურში მერსესაიდელებმა საკუთარ მოედანზე “სიტი” მიიღეს, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. 76-ე წუთზე სალაჰმა სტუმართა კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

“ეს გოლი რომ ლიონელ მესის ან კრიშტიანო რონალდუს გაეტანა, იტყოდნენ, რომ მსოფლიო კლასისაა. სალაჰი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ეს ასეა. ეს კლუბი არაფერს ივიწყებს და ხალხი ამ გოლზე დიდი ხნის განმავლობაში ისაუბრებს”, – თქვა კლოპმა.

ამირ ზარე: “პეტრიაშვილთან ფინალის წინ ყველაფერი გავაანალიზე”

ირანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ამირ ჰოსეინ ზარემ მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ზარემ 125კგ წონითი კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა. იქამდე 20 წლის ირანელმა თურქ ტაჰა აკგულსაც მოუგო.

“ტოკიოს ოლიმპიადისათვის საკმარისად კარგად მომზადებული არ ვიყავი. ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ჩემს სუსტ მხარეებზე დავიწყე მუშაობა და მწვრთნელებთან ერთად მეტოქეები შევისწავლე. ამიტომაც, ტაჰა აკგულისა და პეტრიაშვილის დამარცხება შევძელი. გენოსთან ფინალური შეხვედრა ძალიან რთული იყო. ამ დაპირისპირების წინ ყველაფერი გავაანალიზე და ამის მიხედვით მოვემზადე. მადლობა ღმერთს, ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. შევეცდები, რომ ეს წარმატება შევინარჩუნო”, – განაცხადა ზარემ.