საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სექტემბერში გასამართი მატჩებისათვის ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად განაცხადში გიორგი წიტაიშვილი შეიყვანა.
სფფ-ის ცნობით, კვარაცხელიას ტრავმა აწუხებს, რის გამოც ნაკრებს ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ოფიციალურად მიმდინარე წლის მაისში მიიღო და ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა.
საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო)
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ფანცულაია (დინამო, ბათუმი, საქართველო)
მატჩების განრიგი
2 სექტემბერი, ბათუმი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
საქართველო – კოსოვო 20:00
5 სექტემბერი, ბადახოსი | ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი
ესპანეთი – საქართველო 22:45
8 სექტემბერი, სოფია | ამხანაგური მატჩი
ბულგარეთი – საქართველო 20:30