“სივასფორის” თავკაცი: “ბათუმის “დინამო” ძალიან საშიში გუნდია”

უეფას კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამო” “სივასფორს” უმასპინძლებს. თურქული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რიზა ჩალიმბაიმ მომავალი მეტოქის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენი მოწინააღმდეგე საქართველოს ჩემპიონატის 21-ე ტურის თავზე სატურნირო ცხრილს ლიდერობს. ძალიან საშიში გუნდია. ისინი საკმაოდ კარგად თამაშობენ როგორც შეტევაში, ასევე ნახევარდაცვაში. ეს არის გუნდი, რომელიც ფიქრობს გოლზე. უკანასკნელ მატჩში მათ გასვლაზე მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. ორი ძალიან რთული შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს, თუმცა მე, რა თქმა უნდა, არცერთი მეტოქის არ მეშინია. ბათუმის “დინამო” ურთულესი მეტოქეა, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ და შინ სასურველი შედეგით დავბრუნდეთ”, – “სივასფორის” თავკაცის სიტყვებს თურქული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ბათუმის “დინამოსა” და “სივასფორს” შორის პირველი შეხვედრა ბათუმში, 5 აგვისტოს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩს ირფან პელიტოს ხელმძღვანელობით ბოსნიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. წყვილის გამარჯვებული საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდში პლოვდივის “ლოკომოტივსა” და “კოპენჰაგენს” შორის მოგებულს შეხვდება.

სკანდალი ოლიმპიურ სოფელში – სპორტსმენები ალკოჰოლის მიღებისას დააფიქსირეს

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე რამდენიმე სპორტსმენი ოლიმპიურ სოფელში ალკოჰოლის მიღებისას დააფიქსირეს, რის გამოც ისინი დასაჯეს. ტოკიო 2020-ის გენერალურმა დირექტორმა ტოშირო მუტომ დაადასტურა, რომ ეს ინციდენტი შაბათს მოხდა.

ოლიმპიურ სოფელში სხვადასხვა დელეგაციის წევრებს ალკოჰოლის მიღება საკუთარ ოთახებში შეუძლია, მაგრამ ეს საზოგადოებრივ სივრცეში აკრძალულია.

იაპონური მედიის ცნობით, სპორტსმენებს, რომლებმაც ალკოჰოლი ერთ-ერთ სკვერში მიიღეს, დისციპლინარული სანქციები ელით.

იაკობ ქაჯაია: “მაქსიმალურად ვიბრძოლე და შედეგი ცუდი არ არის”

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა იაკობ ქაჯაიამ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორ იცით, ქაჯაია 130კგ წონითი კატეგორიის ფინალში კუბელ მიხაინ ლოპესთან დამარცხდა.

“ვეცადე მომეტანა ოქროს მედალი საქართველოსთვის, მაგრამ ძლიერი სპორტსმენია მიხაინ ლოპესი და ის 4-გზის ოლიმპიურ ჩემპიონობას ნამდვილად იმსახურებს. მოხარული ვარ, რომ ასეთ ლეგენდარულ სპორტსმენთან მომიწია ფინალში ბრძოლა. მე გავაგრძელებ პარიზის ოლიმპიური თამაშებისათვის მომზადებას. ახლო მომავალში მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და ღმერთის წყალობით, მოვუტან ოქროს მედალს ჩემს ქვეყანას. მე მაქსიმალურად ვიბრძოლე და შედეგიც ცუდი არ არის”, – განაცხადა ქაჯაიამ სეოკ-ის პრეს-სამსახურთან ინტერვიუში.

ვინ იქნება ხვალ – 3 აგვისტო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 3 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის 6 წევრი იასპარეზებს. ხალიჩაზე ვიხილავთ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამ წევრს, საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ ქართველი მძლეოსნები.


3 აგვისტო

გიორგი მელია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97კგ)

გიორგი მელია დღეს 1/8-ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ მუსა ევლოევთან დამარცხდა. ევლოევი ფინალში გავიდა, რის გამოც ქართველ მოჭიდავეს დამამშვიდებელ წრეში გამოსვლის საშუალება მიეცა. ხვალ, 06:00 საათიდან, მელია დამამშვიდებელ წრეში იჭიდავებს და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება.

რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67კგ)

რამაზ ზოიძე შეჯიბრში 1/8-ფინალიდან ჩაერთვება. მისი პირველი მეტოქე რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, კუბელი ისმაელ ბორერო იქნება. ეს დაპირისპირება, დაახლოებით, 07:10 საათზე დაიწყება.

ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87კგ)

გობაძის პირველი მეტოქე 1/8-ფინალში უზბეკი რუსტამ ასაკალოვი იქნება. ეს შეხვედრა 07:00 საათის შემდეგ დაიწყება.

ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი)

ქართველი მძლეოსანი საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში გამოვა. ფინალში მოსახვედრად, საჭიროა, რომ ის 12 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდეს. შეჯიბრი 04:00 საათიდან დაიწყება.

გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)

მუჯარიძე საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში იასპარეზებს. ფინალში გადასასვლელად საჭიროა, რომ ის 12 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდეს. შეჯიბრი 14:15 საათზე დაიწყება.

ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა)

აბრამიანი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპზე, B ჯგუფში 15:40 საათიდან დაიწყებს. ფინალში გადასასვლელად საჭიროა, რომ ის 12 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდეს.


იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი სიახლე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებზე, თვალი ადევნეთ:

• ფეისბუქ გვერდს საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
Fanebi.Com-ის ვებ-გვერდს
ფეისბუქ გვერდს FANEBI.COM


“დინამო ბათუმი”, შესაძლოა, “კოპენჰაგენს” შეხვდეს

რამდენიმე წუთის წინ გაირკვა თუ ვის შეხვდება “დინამო ბათუმი” კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად “სივასპორთან” გამარჯვების შემთხვევაში.

ქართულ-თურქულ დაპირისპირებაში გამარჯვებული პლოვდივის “ლოკომოტივს” ან დანიურ “კოპენჰაგენს” გაეჯიბრება.

“კოპენჰაგენში” ქართველი მცველი, დავით ხოჭოლავა ცოტა ხნის წინ გადავიდა.

“დინამო” “სივასპორს” ბათუმში 5 აგვისტოს უმასპინძლებს.

გურამ გიორბელიძე მე-2 ბუნდესლიგაში გადადის

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვოლფსბერგერის” მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას მე-2 ბუნდესლიგის “დინამო დრეზდენში” გააგრძელებს.

გაზეთ “Kronen Zeitung”-ის ინფორმაციით, გიორბელიძე “დრეზდენში” იჯარის წესით გადავა. ბოლო შეხვედრაში “შტურმის” (1-4) წინააღმდეგ გურამს მონაწილეობა არ მიუღია.

“ის ჩვენთან ერთად აღარ არის” – ახსნა “ვოლფსბერგერის” პრეზიდენტმა.

“დინამო დრეზდენმა” გასულ სეზონში მე-3 ბუნდესლიგა მოიგო და მე-2 ბუნდესლიგაში გადავიდა.

გიორბელიძეს ავსტრიელებთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული. ქართველი საქართველოში ბოლნისის “სიონსა” და გორის “დილაში” თამაშობდა. ნაკრებში დებიუტი 25 მარტს ჰქონდა და მას შემდეგ 4 შეხვედრაში ითამაშა.

 

პლესნოი: ‘5 დღით ადრე ტრავმა მივიღე, მაგრამ უმედლოდ წამოსვლის უფლება არ მქონდა’

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ანტონ პლესნოიმ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

“ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი! მადლობა საქართველო, რომ ჩემთან ხარ და გჯეროდა ჩემი.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მგულშემატკივრობდა, თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
მე ვხვდებოდი, რომ არ მქონდა უფლება მედლის გარეშე დავბრუნებულიყავი იმ ტრავმის მიუხედავად, რომელიც შეჯიბრებამდე 5 დღით ადრე მივიღე.

მადლობა ჩემს მშობლებს, მეუღლეს, ჩემს ახლობლებს, რომლებმაც ჩემთან ერთად გადაიტანეს ყველა სირთულე. მწვრთნელებს გიორგი ასანიძეს, სერგეი ნიკოლაევიჩ რომანოვს, რომლებმაც მთელი გული და სული ჩადეს ჩემს მომზადებაში, მათი ზედამხედველობით ვვარჯიშობდი მთელი პერიოდის განმავლობაში. ექიმებს გიორგი ჭინჭარაულს და ზურა კახაბრიშვილს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ტრავმამ არ შემიშალოს ხელი გამოსვლაში და მიმკურნალეს მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში. უღრმესი მადლობა ფედერაციას და მის ხელმძღვანელს კახი კახიაშვილს, მთელს ჩვენს დიდ გუნდს, რომელიც ზრუნავდა ჩვენს მზადებაზე. ასევე დიდი მადლობა ოლიმპიურ კომიტეტს”, განაცხადა პლესნოიმ.

პერნილა ბლუმე – დანიელი სპორტსმენი, რომელმაც ტოკიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ფოტო)

პერნილა ბლუმე დანიელი მოცურავეა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, 50 მეტრ დისტანციაზე თავისუფალი სტილით ცურვაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბათუმის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა

“დინამო ბათუმის” ოფიციალური გვერდი განცხადებს ავრცელებს.

“დინამო ბათუმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კლუბის აკადემიის ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელის – დიმა (კარაი) შიტაკაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

თანავუგრძნობთ დიმას ოჯახსა და მეგობრებს”.
როგორც ცნობილი გახდა, დიმა კლდიდან გასრიალდა და თავი დაარტყა.
Fanebi.com უსამძიმრებს დიმას ოჯახსა და მეგობრებს.

შევჩენკომ უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა

ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 44 წლის სპეციალისტმა სოციალურ ქსელში განცხადებაც გამოაქვეყნა:

“დღეს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი ამომეწურა. ნაკრებში ხუთი წელი გავატარე. ეს იყო მძიმე სამუშაო, რამაც დაამტკიცა, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. უკრაინის ნაკრებში მუშაობის შესაძლებლობისთვის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ კომიტეტს მადლობას ვუხდი. ყველა იმ ფეხბურთელის და ადამიანის მადლიერი ვარ, რომელიც გვეხმარებოდა და ჩართული იყო გუნდის მუშაობაში. დიდ მადლობას ვუხდი ყველა ქომაგს მხარდაჭერისთვისა და კრიტიკისთვის. ვაჩვენეთ, რომ ჩვენს ფეხბურთს შეუძლია, იყოს კონკურენტუნარიანი, პროდუქტიული და ამაღელვებელი”.

ანდრეი შევჩენკო უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში 2016 წლის თებერვლიდან მუშაობდა, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი კი იმავე წლის ივლისში გახდა.

მისი ხელმძღვანელობით უკრაინის ნაკრებმა ევრო-2020-ზე მეოთხედფინალურ ეტაპამდე გააღწია.

არჩილ ბერიძე ბათუმის “დინამოს გულშემატკივარს თხოვნით მიმართავს

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტი არჩილ ბერიძე გუნდის გულშემატკივარს მიმართავს.

“ეს კლუბი თავიდან ბოლომდე ეკუთვნის ბათუმის გულშემატკივარს. მინდა მოვუწოდო მათ, რაც შეიძლება კორექტულად მოვიქცეთ მატჩებზე, რადგან კლუბი ფინანსურად არ დავაზარალოთ. თქვენ იცით ეს ფინანსური საქციები, რასაც მმართველი ორგანოები გვიწესებენ. კიდევ ერთხელ მსურს ჩვენ მაგარ გულშემატკივარს ვთხოვო არ გადმოვიდეთ მოედანზე, კორექტულად მოვიქცეთ და ხელი არ შევუშალოთ გუნდის განვითარებას ჩვენი რაღაც პერფორმანსით. ასევე, აუცილებლად იქნება “სივასპორსთან” უმაგრესი პერფორმანსები”, – განაცხადა ბერიძემ.

ბერიძის განცხადებით, მანძილი რეგიონებს შორის 580 კილომეტრია, მიმდინარეობს მოლაპარაკება კლუბებს შორის და ფან-კლუბის გარკვეული რაოდენობა მატჩზე დასწრებას თურქეთში შეძლებს.

პირველი შეხვედრა ბათუმში 5 აგვისტოს გაიმართება.