მარიო ბალოტელის წარმოუდგენელი გოლი თურქეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ორიგინალური გამოსვლა დაჯილდოვების ცერემონიალზე (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კინაღამ ევროპის ლიგის საგზურიც დაკარგა

დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის 2021-2022 წლების გათამაშება. ცნობილია ყველა ის გუნდი, რომელიც მომდევნო სეზონში ინგლისს ევროთასებზე წარადგენს.

ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტი” (ჩემპიონი), “ლივერპული”, ლონდონის “ჩელსი” და “ტოტენჰემ ჰოთსპური” ითამაშებენ.

ევროპის ლიგაზე იასპარეზებს “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელიც “კრისტალ პალასთან” 0:1 დამარცხდა. იყო იმის ალბათბა, რომ “წითელი ეშმაკები” სულაც კონფერენციის ლიგაზე მოხვედრილიყვნენ, თუმცა “ვესტ ჰემ იუნაიტედი” ბოლო ტურში “ბრაიტონთან” დამარცხდა (1:3) და სატურნირო ცხრილში “მანჩესტერ იუნაიტედს” ვერ გადაუსწრო. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე უკანასკნელად 2002 წელს, ლისაბონის “სპორტინგის” ფორმით ითამაშა. “წითელი ეშმაკების” გარდა ევროპის ლიგაზე ითამაშებს ლონდონის “არსენალი”.

კონფერენციის ლიგის საგზური “ვესტ ჰემ იუნაიტედს” დარჩა.

“მძიმე სიღარიბის გამო “დინამოს” აკადემიაში არ მიმიღეს, საფრანგეთში საუკეთესო შემტევად დამასახელეს”

“მთავარი არხი” გიორგი ბეწუკლიშვილის მინაწერს ავრცელებს.

მოგესალმებით ყველას. მე გიორგი ვარ უკვე 10 წლის. ემიგრანტი საფრანგეთიდან. მე ვარ საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის საფეხბურთო კლუბის შემტევი თავდამსხმელი ფეხბურთელი. როდესაც საქართველოში ვცხოვრობდით, მძიმე სიღარიბის გამო არ მიმიღეს დინამო “თბილისის” საფეხბურთო კლუბში იმიტომ რომ ღარიბები ვიყავით და მეც და მამაც ტირილით წამოვედით. კარგათ მახსოვს რომ მამა არ მანახებდა ცრემლებს და ძალიან განიცდიდა. ისიც მახსოვს რომ არც შუქი გვქონდა და არც გაზი.

ჩვენ ერთ-ერთ ყოფილ ფოსტის უმოქმედო შენობაში ვცხოვრობდით თემქაზე. ვიყავით სოციალურად დაუცველები. მახსოვს ჩემს დებს სკოლაში დასცინოდნენ იმის გამო, რომ 21 საუკუნეში შეშის ფეჩით ვთბებოდით და ბოლის სუნი აგდითო. მახსოვს როდესაც უარით წამოვედით და ჩემხელა ბავშვები დარბოდნენ სტადიონზე, ძალიან მინდოდა მეც მათნაირად ფორმა მცმოდა და მეთამაშა, მაგრამ არ მიგვიღეს, ადგილები არ გვაქვსო. უარით გამოგვისტუმრეს. ტირილით წამომიყვანა მამამ და მასაც ვამჩნევდი რომ თვალებზე ცრემლებს მალავდა. აი იმ დღიდან გადავწყვიტე რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და გაჭირვებული ადამიანებს დავხმარებოდი. ამ მძიმე პირობების და ამ უსამართლობის გამო, ჩემმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო დაგვეტოვა და წამოვედით საფრანგეთში.

უფლის წყალობით ჩემს თანატოლებში 3 ჯერ გავხდი ბომბარდირი და ამ სეზონში კი საუკეთესო შემტევად დამასახელეს. ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და როცა ყოველ შაბათ დღეს თამაში მაქვს, მამა ყოველ გატანილ გოლზე ჯერ 5 ევროს, ახლა კი 10 ევროს მაძლევს და ვაქუჩებდი ამ თანხას და გაჭირვებულ ოჯახს გამოვუგზავნე საქართველოში. ეს ჩემი ორი ოჯახის დახმარება იყო და ეხლა კი მესამედ ვაპირებდი გადმოგზავნას , რათა ჩემი ნაშრომით მცირედით მაინც გამეხარებინა, ვისაც ძალიან სჭირდებოდა. დღესდღეობით ჩემი სიკეთის ყულაბაში 110 ევროა და ვაპირებდი გამოგზავნას უკრაინელი ოჯახის დასახმარებლად, თუმცა სეზონის დამთავრებამდე კიდევ მაქვს დარჩენილი თამაშები და ყველაფერს გავაკეთებ და ვიბრძოლებ, რათა სიკეთის გოლები გავიტანო და სიკეთის ყულაბაში გავზარდო თანხა. მინდა ჩემი ნაშრომი რაც მომიქუჩნდება გავყო და ნახევარი უკრაინელ ოჯახს დავეხმარო და ნახევარი მთავარ არხს გადმოვუგზავნო. თავს არ დავზოგავ, რათა ჩემი მცირედი შრომით პატარა წვლილი შევიტანო ჩემს საქართველოს სიტყვის თავისუფლების ბრძოლაში. დიდება უფალს დიდება საქართველოს. მიყვარხართ თქვენი გიორგი საფრანგეთიდან” – წერს გიორგი ბეწუკლიშვილი სოციალურ ქსელში

გიორგის ერთ-ერთი გოლი.

ზიდანი “პსჟ”-ში არ იქნება

ფრანგული გამოცემა “ტელეფუთი” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის კანდიდატურა არ განიხილება.

წყაროს თანახმად, მაურისიო პოჩეტინო პარიზული გუნდის თავკაცის თანამდებობას დატოვებს, თუმცა მისი შემცვლელი ზიდანი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ წუხელ “პარი სენ-ჟერმენმა” კლუბის სპორტული დირექტორის პოსტიდან ლეონარდო გაათავისუფლა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნის მთავარ ფავორიტად ვიგოს “სელტას” სტრატეგიული მრჩეველი ლუიშ კამპუში მოიაზრება. ეს კანდიდატურა გუნდის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ წამოაყენა.

“რეალი” მბაპეს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდის “რეალის” მთავარი მიზანი ერლინგ ჰოლანის დამატება იყო, თუმცა ნორვეგიელმა თავდამსხმელმა “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა ამჯობინა. მადრიდელთა “გეგმა ბე” კილიან მბაპე გახლდათ, მაგრამ ფრანგმა ფეხბურთელმა “პარი სენ-ჟერმენში” დარჩენა გადაწყვიტა და “რეალს” მეორე სატრანსფერო მიზანიც ჩაუვარდა.

ესპანური “ასის” ცნობით, “სამეფო კლუბმა” ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობა დაიწყო. წყაროს თანახმად, “რეალი” რობერტ ლევანდოვსკის (“ბაიერნი”), ჰარი კეინის (“ტოტენჰემ ჰოთსპური”), რაფაელ ლეაოს (“მილანი”), კრისტოფერ ნკუნკუს (“ლაიფციგი”) და დარვინ ნუნიესის (“ბენფიკა”) შესაძლო ტრანსფერებს განიხილავს.

პრიმერადივიზიონი ჩივილს აპირებს

“პარი სენ-ჟერმენში” კილიან მბაპეს დარჩენის ფაქტს ესპანური ფეხბურთი, როგორც ჩანს, მშვიდად არ შეხვდება.

COPE-ს ცნობით, თუ ფრანგი ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, პრიმერადივიზიონის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი უეფაში ჩივილს აპირებს. ტებასის აზრით, კლუბს, რომელმაც გასულ სეზონში 300 მილიონი ევროს ზარალი განიცადა, ფეხბურთელისთვის შრომითი ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად ასტრონომიული თანხის დახარჯვის უფლება არ აქვს.

პრიმერადივიზიონი მბაპეს ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელის, რის შემდეგაც იმსჯელებს, რამდენად მიზანშეწონილი იქნება სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა.

გავრცელებული ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენი” კილიან მბაპეს კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის 300 მილიონ ევროს ჩაურიცხავს, წლიურად კი წმინდა ხელფასის სახით ას მილიონ ევროს დაუნიშნავს.

გვარდიოლა: “პრემიერლიგის მოგება უფრო რთულია, ვიდრე – ჩემპიონთა ლიგის”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ერთმანეთს პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა შეადარა და აღნიშნა, რომ ინგლისის პირველობის მოგება უფრო რთულია.

“პრემიერლიგაში გამარჯვება უფრო რთულია, ვიდრე – ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ტურნირი მრავალი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, ბევრი მატჩია, ტრავმები, სხვადასხვა სიტუაციები… ეს ერთი შეხვედრა არ არის, როგორც ინგლისის თასზე. აქ აწყობილი გუნდი უნდა გყავდეს.

არ ვამბობ, რომ ჩემპიონთა ლიგა მნიშვნელოვანი არ არის. პარიზში მომდევნო კვირას გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღება გვინდოდა. სხვადასხვა რამ გახლავთ 38 მატჩის მოგება და ექვს-შვიდ შეხვედრაში გამარჯვება. სასიამოვნოა, რომ პრემიერლიგის მოგებასთან ასე ახლოს ვართ”, – გვარდიოლას კომენტარს “ბიბისი” აქვყნებს.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას თავკაცობით “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგა მოგებული არ აქვს, სამაგიეროდ სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და წელს ტურნირის მეოთხედ მოგებასთან ძალზედ ახლოს არის.

“პსჟ” მბაპეს ასტრონომიულ თანხას გადაუხდის

ცნობილი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომელსაც მხარი Eurosport-მა და Sky Sport-მაც აუბეს, კილიან მბაპე “რეალში” არ გადავა, დარჩება “პსჟ”-ში და ხელფასის სახით წელიწადში 100 მილიონ ევროს მიიღებს.

დიახ, მბაპეს კვირაში 1.9 მილიონი ევრო ექნება ბონუსებისა და პრემიების გარეშე. გარდა ამისა, კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის 100 მილიონი ევროთი დასაჩუქრდება.

ასევე, თითოეული ინდივიდუალური პრიზის მოგება შესაბამისად დასაჩუქრდება.

ფრანგებს სურს საჯაროდ ეს ცნობა დღესვე, “მეცისთან” თამაშის შემდეგ გაავრცელონ.

ლიანა ჯოჯუამ დაუმარცხებელ რუსთან წააგო – “მგელის” ზედიზედ მე-3 მარცხი

ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ ARES Fighting Championship-ზე სადებიუტო შეხვედრა გამართა და დაუმარცხებელ რუსთან, დარია ჟელეზნიაკოვასთან მარცხი განიცადა.

ბრძოლა სამ რაუნდიანი იყო. ჟელეზნიაკოვა ჯოჯუას სიმაღლეში აღემატებოდა და ლიანაც მის წონაში არ გამოდიოდა. მსაჯებმა დარია ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად ჩათვალეს და ამით, ზედიზედ მე-8 გამარჯვება მოიპოვა. მისი UFC-ში წასვლა დროის ამბავია.

ჯოჯუამ ზედიზედ მე-3 მარცხი იწვნია. მატჩის განმავლობაშიც იგრძნობოდა, რომ სათანადო მომზადებული არ იყო.

მებრძოლების აწონვა. ბრძოლის ვიდეო ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.

“ბოლო ვარჯიში კარგ ხალხთან ერთად” – რა ფოტოს აქვეყნებს მამარდაშვილი?

გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე მეკარეებთან და მეკარეების მწვრთნელებთან ერთად ფოტოს შემდეგ წარწერას აქვეყნებს.

“ბოლო ვარჯიში კარგ ხალხთან ერთად”

მამარდას “ვალენსია” დღეს ლა ლიგაში ბოლო მატჩს ჩაატარებს და გიორგი საქართველოში გამოფრინდება ივნისის შეკრებისთვის. გარდა ამისა, ნიდერლანდელი სილესენი “ღამურებს” დატოვებს, ხოლო, ხაუმეს დარჩენა გადაწყვეტილია.

ჯერჯერობით, გაურკვეველია თვითონ მამარდას საკითხიც.