ყველაზე დაუფასებელი ქართველი მწვრთნელი, რომელმაც ყველგან შედეგი დადო!

2022 წლის 17 მაისი. წყალტუბოს “სამგურალი” სტუმრად “გაგრას” 0-2 ამარცხებს, ზედიზედ მე-5 გამარჯვებას მოიპოვებს და 26 ქულით მე-3 ადგილზეა. 26 ქულა აქვს თბილისის “დინამოსაც” და ბათუმს 31.

2021 წლის 14 მაისი – მე-13 ტური.  “თელავი” გიორგი მიქაძემ ჩაიბარა. “თელავი” 8 ქულით ბოლო ადგილზე იყო. სეზონის ბოლო გუნდს 44 ქულა აქვს და ჩემპიონატს მე-6 პოზიციაზე ასრულებს.

2020 წლის 24 სექტემბერი – მე-11 ტური. გიორგი “სამტრედიაში” მიდის, რომელსაც 9 ქულა აქვს. “სამტრედია” ახერხებს მის პირველ მატჩებში ზედიზედ რამდენიმეს მოგებას და 19 ქულით ყოველგვარი პლეი-აუტის გარეშე, ელიგაში რჩება.

ეს არის მოკლე მიმოხილვა გიორგი მიქაძის ბოლო 2 წლის საკლუბო კარიერის. დღეს “სამგურალი” რომ არც თუ ისე გამორჩეული შემადგენლობით ასეთ შედეგს დებს, დიდწილად სწორედ მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა.

მენტორი წარმატებულად ახალგაზრდულ ნაკრებშიც მუშაობდა და იმედია, მის წარმატებას მეტი დამფასებელი და დამნახავი ეყოლება.

შესაძლოა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვფიქრობ, ერთ დღესაც, წლების შემდეგ, მიქაძე ეროვნულ ნაკრების პოსტსაც ჩაიბარებს.

ბათუმის “დინამოს” ერთ-ერთი ლიდერი “ლეგიაში” მიდის?

ძალიან ბევრი პოლონური გამოცემა ბოლო 2 დღეა აქტიურად წერს “ლეგიას” მხრიდან ბათუმის “დინამოს” გოლკიპერის, ლაზარე კუპატაძის მიმართ დაინტერესებაზე.

42 წლის არტურ ბორუცი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს, კლუბში სხვა განათხოვრებული მეკარეები არ დაბრუნდებიან და “ლეგიაც” ახალ მეკარეს ეძებს. დიდია ალბათობა, ეს ლაზარე კუპატაძე იყოს.

26 წლის ლაზარე “დინამოს” შეუცვლელ მეკარედ იქცა. ასევე, საქართველოს ნაკრებში რეგულარულად იძახებენ და ლორია-მამარდაშვილის შემდეგ მე-3 ნომერია.

2019 წელს “საბურთალოს” დატოვების შემდეგ კუპატაძე 6-თვით ლუქსემბურგშიც იყო, თუმცა მისი ვოიაჟი “იუნეს ეშხში” წარმატებული არ გამოდგა.

მარტინ შკრტელი კარიერას ასრულებს

სლოვაკეთის ნაკრებისა და “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი მარტინ შკრტელი 37 წლის ასაკში მოთამაშის კარიერას ასრულებს.

“ჩემი ოცწლიანი კარიერა დასასრულს უახლოვდება. ზურგის პრობლემები თამაშის გაგრძელების საშუალებას არ მაძლევს, ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღე. მადლობას ვუხდი ჩემს ყველა კლუბს, ყველა მწვრთნელს, თანაგუნდელებსა და ქომაგებს. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერდა და გვერდით მედგა”, – დაწერა შკრტელმა სოციალურ ქსელში.

მარტინ შკრტელი კარიერის განმავლობაში სლოვაკური “ტრენჩინის”, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის”, “ლივერპულის”, “ფენერბაჰჩეს”, ბერგამოს “ატალანატასა” და “ისთანბულ ბაშაქშეჯირის” ღირსებას იცავდა. ის დღესდღეობით ტრნავას “სპარტაკში” თამაშობს. 21 მაისს სლოვაკეთის ჩემპიონატში გასამართი მატჩი ფეხბურთელის პროფესიონალურ კარიერაში უკანასკნელი იქნება.

მადრიდის მერი: “მბაპემ, “ატლეტიკოში” გადავდივარო”

ქალაქ მადრიდის მერი ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდა ხუმრობის ხასიათზე დადგა, როდესაც გაიგო, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე კარიერას “რეალში” გააგრძელებს.

“მბაპემ მითხრა, რომ “ატლეტიკოში” გადადის”, – ციტირებს ქალაქის მერის სიტყვებს “მარკა”.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეალი” და კილიან მბაპე ხუთწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. 23 წლის ფეხბურთელი “სამეფო კლუბს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რითაც მადრიდელები დაახლოებით 200 მილიონი ევროს ეკონომიას გააკეთებენ. მხარეებს შორის ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდება. მადრიდში მბაპეს ხელფასი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე პარიზში სთავაზობდნენ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ის ამ პერიოდის განმავლობაში ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, სამჯერ კი ქვეყნის თასი მოიპოვა, ერთხელ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

“ბარსელონაში უფასოდ თუ წახვალ, გაგანადგურებ” – “ვალენსია” კვლავ სკანდალშია

“ვალენსიას” მფლობელმა პიტერ ლიმმა ენილ მარტი გუნდის პრეზიდენტად 2020 წელს დანიშნა, მაგრამ “ვალენსიაში” პრობლემები არ ილევა, ფინანსური კრიზისია, ფანებს ხელმძღვანელობა არ მოსწონს და ა.შ.

ბოლო მთავარი ამბავი ენილ მარტის სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს უკავშირდება. მარტი “ვალენსიას” ერთ-ერთ ლიდერს, კარლოს სოლერს ემუქრება, რომელსაც იანვარში წასვლა სურდა.

“კარლო არ მალავს, რომ წასვლა სურს, ოჯახი ჰყავს და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ ის გუნდის აღზრდილია, მასში “ვალენსიამ” დიდი ინვესტიცია ჩადო და ვეუბნები, რომ “მომეცი შემოთავაზება” და ისე წადი. თუ უფასოდ დაგვტოვებ, 100 ათას ევროს დავხარჯავ და პრესით გაგანადგურებ” – წერს გამოცემა პრეზიდენტის სიტყვებს.

მე-2 მხრივ, “ვალენსია” სოციალურ ქსელში ფალსიფიცირებულს და დამახინჯებულს უწოდებს გამოქვეყნებულ ჩანაწერს.

25 წლის სოლერის დამატებით დღეს “ბარსელონა” არის დაინტერესებული, რომელსაც ის დე იონგის შემცვლელად მიაჩნია.

შესაძლოა, სინგაპურელმა ბიზნესმენმა პიტერ ლიმმა ზაფხულში “ვალენსია” გაყიდოს.

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს.

მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” და ევროლიგის სხვა გუნდების დაინტერესებისა, თოკომ ყველა გუნდთან შეაჩერა მოლაპარაკებები, რადგან NBA-ში დაბრუნება სურს.

30 წლის შენგელია დრაფტზე 2012 წელს 54-ე პიკად აირჩიეს. ითამაშა “ბრუკლინში”, “ჩიკაგოში”, თუმცა 2014 წელს ევროპაში დაბრუნება მოუწია.

გასულ წლებში იყო საუბარი “შარლოტიდან” და “ორლანდოდან” დაინტერესებაზე, მაგრამ არაფერი. ახლა გამოცდილი ქართველი უფრო სერიოზულად ფიქრობს და ცდილობს ამერიკაში წასვლას.

მესი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს

ესპანური მედიის ინფორმაციით, 34 წლის მესი 2023 წელს კარიერას “ინტერ მაიამიში” და გუნდის 35%-ის მფლობელი გახდება.

ამით, ლეო დევიდ ბექჰემის მიერ 2018 წელს დაარსებულ პროექტს შეუერთდება და რაც მთავარია, გუნდში მისვლისას, წესით, გონსალო იგუაინიც არ დახვდება, რომელიც კარიერას ასრულებს.

მესის “ბარსელონაში” დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია, კონტრაქტი “პსჟ”-სთან 1 წელიწადში უსრულდება და სწორედ ამის შემდეგ, ამერიკაში წავა.

“ინტერ მაიამის” მთავარი მწვრთნელი ფილ ნევილია და ლეოსთან ერთად, სხვა ვარსკვლავების მიწვევაც არის კლუბის მიზანი.

პაულო დიბალამ “იუვენტუსი” ცრემლებით დატოვა (ვიდეო)

გუშინ პაულო დიბალამ “იუვენტუსის” საშინაო სტადიონზე ამ კლუბის მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. ტურინელთა რიგებში გატარებული შვიდი წლის შემდეგ, არგენტინელი შემტევი სხვა გუნდში ითამაშებს.

“ლაციოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, “იუვენტუსის” ფანებმა დიბალა გააცილეს, თავად ფეხბურთელმა კი ცრემლები ვერ შეიკავა.

30 წელიწადში პირველად ინგლისელმა ფეხბურთელმა ღიად განაცხადა, რომ გეია

30 წელიწადში პირველად პროფესიონალმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, კონკრეტულად, “ბლექპულის” 17 წლის ჯეკ დენიელსმა საჯაროდ განაცხადა, რომ გეია.

“ეს სეზონი ჩემთვის ფანტასტიკური აღმოჩნდა. პირველ გუნდში დებიუტი მქონდა, ახალგაზრდულში 30 გოლი გავიტანე, მოვაწერე ხელი პროფესიონალურ კონტრაქტს.

მოედნის გარეთ კი ჩემ რეალურ სახეს ვმალავდი და იმას, თუ ვინ ვარ. მთელი ჩემი ცხოვრება გეი ვიყავი და ახლა ვგრძნობ, რომ დროა ეს საჯაროდ ვთქვა. ეს ნაბიჯი უცხოა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ მე შთაგონებული ვიყავი ჯოშ კავალოთი (ავსტრალიელი ფეხბურთელი), მეტ მორტონის და სხვა ათლეტებით, მაგალითად, ტომ დეილით, რომლებთაც გქონდათ გამბედაობად და მიზანდასახულობა მოძრაობა შეეცვალათ. მე მძულდა ჩემი ცხოვრობა და ის გრძნობა, რომ მას მოვრგებოდი. უბრალოდ, იყო ბედნიერი, იყო შენ, ყველაზე ძვირფასია რამაა”, – განაცხადა დენიელსმა.

ინგლისში ბოლოს მისი განსხვავებული ორიენტაციის შესახებ საჯარო განცახადება ჯასტინ ფაშანუმ 1990 წელს გააკეთა.

არჩევანი “რეალის” სასარგებლოდ გაკეთდა

ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, 23 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა არჩევანი მადრიდის “რეალის” სასარგებლოდ გააკეთა.

მბაპე და “სამეფო კლუბი” გასულ კვირას თანამშრომლობაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. ფეხბურთელი “რეალს” ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რითაც მადრიდელები დაახლოებით 200 მილიონი ევროს ეკონომიას გააკეთებენ. მხარეებს შორის ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდება. მადრიდში მბაპეს ხელფასი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე პარიზში სთავაზობდნენ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ის ამ პერიოდის განმავლობაში ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, სამჯერ კი ქვეყნის თასი მოიპოვა, ერთხელ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ლუჩანო სპალეტი: “დღევანდელ ფეხბურთში ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელებია საჭირო”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია, ფიზიკურადაც გამოირჩევა და მარტივად გამოსდის სივრცეების პოვნა. ის ერთ-ერთი ბრწყინვალე მოთამაშეა, რომელსაც თამაშის გადაწყვეტა შეუძლია. ტექნიკა აქვს, ძალა აქვს და გატანა შეუძლია. დღევანდელ ფეხბურთში ამ დონეზე მისი მსგავსი ფეხბურთელებია საჭირო” – განაცხადა სპალეტიმ.

“ნაპოლი” ხვიჩას სანაცვლოდ 10 მილიონს გადაიხდის.

ლა ლიგამ ფანების მხრიდან მამარდაშვილის შეურაცხყოფა დაგმო

ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ხავიერ ტებესის ხელმძღვანელობით, 7 მაისს “ბილბაოს” ფანების მხრიდან “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის და მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიმართ შეურაცხყოფა დაგმო.

თამაშის დროს ბორდალასს და მამარდას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს, რა თქმა უნდა, იმით იყო გამოწვეული, რომ მამარდამ საოცრად მაგრად ითამაშა და პირადად მისი დამსახურება იყო “ღამურების” ერთი ქულა.

გარდა ამისა, ლა ლიგა აღნიშნავს, რომ “ბილბაომ” სწრაფად იმოქმედა, სოციალურ ქსელში ფანებს შეურაცხყოფის შეწყვეტისკენ მოუწოდა და ყველაფერი გააკეთა, რომ დაპირისპირება ძალადობაში არ გადაზრდილიყო.

მამარდაშვილის მომენტები “ბილბაოსთან”