ფიგუ: „არა მგონია, მსოფლიოს თასი ისევ ესპანეთმა მოიგოს“

თარიღი: მაისი 21, 2014

პორტუგალიის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ ლუიშ ფიგუს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ესპანელები მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაიცავენ. პორტუგალიელის თქმით, 2014 წლის მუნდიალის მთავარი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრებია.

„არა მგონია, ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხოს. ამ გუნდს გამარჯვებისთვის საჭირო ხარისხი არ გააჩნია. ესპანელებისთვის მუნდიალის მოგება რთული იქნება, თუმც არა შეუძლებელი.

ვფიქრობ, რომ ტურნირის მასპინძელ ბრაზილიას ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი აქვს. ლუიშ ფელიპე სკოლარის კარგად ვიცნობ. ის ამ ტიტულის მოსაპოვებლად ზედგამოჭრილი მწვრთნელია. ბრაზილიელ ფეხბურთელებს გულშემატკივართა მხრიდან გამხნევება გარანტირებული აქვთ. ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება.

რთული გზა აქვს პორტუგალიის ნაკრებსაც. ჩემს ქვეყანაში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ადვილია არ არის, იპოვო 18-20 პორტუგალიელი, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეეძლება. ამასთან ერთად, გუნდი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კრიშტიანუ რონალდუზე“, – ფიგუს სიტყვებს goal.com-ი ციტირებს.

პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფავორიტად მადრიდის „რეალს“ თვლის.

„ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგას „რეალი“ მოიგებს, რადგან კლუბმა ეს ტიტული უკანასკნელად 2002 წელს დაისაკუთრა, როცა ამ გუნდის ნაწილი მეც გახლდით. ასე რომ, ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, „რეალი“ გაიმარჯვებს, თუმცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ფინალში ყველაფერი შესაძლებელია“, – განაცხადა ლუიშ ფიგუმ.

აქვე შეგახსენებთ, რომ „რეალსა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 24 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ეტო: “რამოსის “ბარსელონაში” მოყვანა რომ შემეძლოს, არც კი დავფიქრდებოდი&#

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, სამუელ ეტომ, პრესასთან საუბრისას სერხიო რამოსის საკითხს შეეხო. როგორც იცით, ესპანელი [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “უეფასთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, პრესასთან ევროპის სუპერლიგის პროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყატარი მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ აცრილ გულშემატკივრებს დაუშვებს

ყატარის პრემიერმინისტრმა ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ ტანიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘მას ასეთი რამ არ უნდა ეთქვა’ – ლუის ენრიკე ფერან ტორესზე

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პოლონეთთან მატჩის (1:1) შემდეგ ფერან ტორესის მიერ მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მორატა: “ხალხი იმას იტყვის, რაც სურს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო მორატამ პოლონეთთან გამართული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონაში” 2024 წლამდე – გრიზმანმა სამომავლო გეგმები გაამხილა

კატალონიის “ბარსელონასა” და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა, პრესის წარმომადგენლებთან საკუთარ მომავალთან დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესის ბურთს ვერ ართმევენ – მომენტები ურუგვაისთან მატჩიდან (ვიდეო)

19 ივნისს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ეს ღამე გახსოვს?” – რონალდინიო სერხიო რამოსს

სოციალურ ქსელ Twitter-ში ლეგენდარული რონალდინიოს ოფიციალურ გვერდზე მისი და სერხიო რამოსის ფოტო გამოქვეყნდა. გაუჩომ ყოფილ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო კარლოსი: “რეალში” ძიუბას შესახებ იციან”

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, რობერტო კარლოსმა, არტიომ ძიუბას შესახებ გააკეთა კომენტარი. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის ენრიკე: “ხვალ მოედანზე მორატასთან და კიდევ 10 ფეხბურთელთან ერთად გავალთ”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პოლონეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი გააკეთა. ესპანელთა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი რამოსის “რეალიდან” წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი სერხიო რამოსის კლუბიდან წასვლის ამბავს გამოეხმაურა. ფრანგმა სპეციალისტმა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამოსის პრიორიტეტი პარიზია

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, სერხიო რამოსი შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენში” ვიხილოთ. წყაროს თანახმად, 35 წლის მცველის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამოსმა დაასახელა ორი კლუბი, სადაც არ გადავა

სერხიო რამოსმა მადრიდის “რეალის” დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მან ჯერ არ იცის, რომელ კლუბში გააგრძელებს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასი “რეალიდან” რამოსის წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალის” ყოფილი მეკარე იკერ კასილასი “სამეფო კლუბიდან” სერხიო რამოსის წასვლას გამოეხმაურა. “ჩემო მეგობარო, საკუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკეს სააგენტოს პირველი კლიენტი აშშ-ს ღია პირველობის ჩემპიონი იქნება

კატალონიის “ბარსელონას” მცველის, ჟერარ პიკეს, კომპანია Kosmos ამიერიდან სპორტული მენეჯერების სააგენტოსაც მოიცავს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ...
წაკითხვა