ფლორენტინო პერესი: “ბენზემა ზიდანისა და რონალდოს ნაზავია”
მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ კარიმ ბენზემას თამაშით კმაყოფილია და შესაძლებლობის შემთხვევაში, მას გუნდში სამუდამოდ დაიტოვებდა.
“ბენზემა ზიდანისა და რონალდოს ნაზავია. ამიტომ, იგი ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო “ცხრიანია”. კარიმი ძალიან კარგად თამაშობს და მისი მსგავსი თავდამსხმელის პოვნა რთულია. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მას “რეალში” სამუდამოდ დავიტოვებდი, მაგრამ ახლა ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას”, – ციტირებს პერესის სიტყვებს Goal.com-ი.
ჟურნალისტებმა “რეალის” პრეზიდენტს “სანტიაგო ბერნაბეუზე” “მონაკოს” თავდამსხმელ კილიან მბაპეს შესაძლო გადაბარგების შესახებაც ჰკითხეს.
“ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა იმ მოთამაშეებზე საუბარს არ ვაპირებთ, რომლებიც “რეალს” არ ეკუთვნიან. დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ახლა მხოლოდ პრიმერადივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობთ”, – აღნიშნა ფლორენტინო პერესმა.