პიკე: “წითელი ბარათი იყო, მაგრამ “რეალი” სხვანაირ მსაჯობას არის მიჩვეული”
ესპანეთის პრიმერადივიზიონის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა, სადაც “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. “სამეფო კლუბმა” შეხვედრა ათი კაცით ჩაამთავრა. 77-ე წუთზე ლიონელ მესი მიერ წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა სერხიო რამოსმა უხეში ვარდნით შეაჩერა, რისთვისაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
გაძევების შემდეგ გაღიზიანებული სერხიო რამოსი ჟერარ პიკეს წაეკამათა. “ბარსელონას” მცველმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ იმ ეპიზოდში “რეალის” ფეხბურთელი ნამდვილად იყო გასაძევებელი.
“ეს სუფთა წითელი ბარათი იყო. რამოსი ორი გაშლილი ფეხით ჩაუხტა ლეოს. უბრალოდ მადრიდელები აქ ლმობიერ მსაჯობას არიან მიჩვეულნი, რაც დღეს არ იყო. მსაჯი იღებს ზუსტ გადაწყვეტილებას და ის ფილმის ცუდ გმირად გამოჰყავთ”, – ციტირებს პიკეს სიტყვებს “მარკა”.