პოდოლსკი მარტში უკანასკნელ სანაკრებო მატჩს ჩაატარებს
გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი ეროვნული გუნდის ფორმით უკანასკნელ მატჩს მარტში ჩაატარებს.
გერმანიის ფეხბურთის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 22 მარტს, დორტმუნდში, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური შეხვედრა პოდოლსკისთვის “ბუნდესთიმის” რიგებში უკანასკნელი მატჩი იქნება.
შეგახსენებთმ რომ ლუკას პოდოლსკიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2016 წლის ზაფხულში გააკეთა.
ლუკას პოდოლსკი გერმანიის ეროვნული გუნდის რიგებში 2004 წლიდან გამოდიოდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში 122 მატჩი ჩაატარა და 48 გოლი გაიტანა. იგი მიროსლავ კლოზესა (71) და გერდ მიულერის (68) შემდეგ გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
გერმანიის ნაკრების რიგებში ლუკას პოდოლსკიმ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (2014 წ.), ორჯერ გახდა მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (2006 წ. 2010 წ.), მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი (2008 წ).