პრიმერა: 29-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com ესპანური პრიმერას 29-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
რეალი – გრანადა
სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრას მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, სადაც “გრანადას” უმასპინძლებს.
კლასიკოში განციდლმა მარცხმა “რეალსა” და “ბარსელონას” შორის სხვაობა 4 ქულამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მადრიდელებს ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ.
“ბარსელონასთან” ჩატარებული პირველიტ ტაიმით თუ ვიმსჯელებთ “სამეფო კლუბს” გარკვეული პროგრესი აქვს და მცირე კრიზისიდან გამოსვლაც სავსებით რეალური ჩანს. თანაც, მადრიდელბს მეტოქეც ისეთი ჰყავთ, რომელთანაც გამაჯვების ვერ მოპოვეა მოგებაზე უფრო რთული იქნება.
სელტა – ბარსელონა
ჩემპიონატის ლიდერი მორიგ შეხვედრას ვიგოში, ადგილობრივ “სელტასთან” გამართავს.
2015 წელი “ბარსელონამ” შესანიშნავად დაიწყო და გასულ ტურში “რეალის” დამარცხებით მანამდე მოპოვებული ლიდერობაც დამსახურებულად განიმტკიცა. “ბარსა” წელს თითქმის უდანაკარგოა და სავარაუდოდ მორიგ ტურშიც დაგეგმილ 3 ქულას მოიპოვებს.
ორივე გუნდი შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. კატალონიელებს ტრავმირებულ ვერმალენთან ერთად დისკვალიფიცირებული მასკერანო დააკლდება, ხოლო მასპინძლები მადინას, პლანას და ბორხა ოუბინიას მოისაკლისებენ.
ვალენსია – ვილიარეალი
ტურის ცენტრალურ შეხვედრას ვალენსია უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი “ღამურები” მესტალიაზე “ვილიარეალს” მიიღებენ.
მართალია, გუნდები ლიდერთა ჯგუფში იმყოფებიან, თუმცა წყვილში აშკარა ფავორიტი “ვალენსია” და ამის მიზეზებიც საკმაოდ ნათლად ჩანს. “ვილიარეალმ” მარტში ჩატარებული 7 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაც საკმაოდ გაირთულა. გარდა ამისა, სტუმრები მოახლოებულ შეხვედრას საკმაოდ სოლიდური დანაკლისით ხვდებიან. დისკვალიციფირებულ მოი გომესთან ერთად, მატჩს ტრავმირებულთა სამეული – ჩერიშევი, ბრუნო და ადრიან მარინი გამოტოვებენ. “ვალენსიას” კი მხოლოდ ენცო პერესი ვერ დაეხმარება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტი
03.04 | 22:45 | ეიბარი | 2.60 | 3.20 | 2.80 | რაიო | დაწვრილებით | |
04.04 | 18:00 | სევილია | 1.80 | 3.70 | 4.30 | ბილბაო | დაწვრილებით | |
04.04 | 20:00 | კორდობა | 7.60 | 4.35 | 1.45 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |
04.04 | 22:00 | ალმერია | 2.25 | 3.20 | 3.30 | ლევანტე | დაწვრილებით | |
04.04 | 23:59 | მალაგა | 2.05 | 3.40- | 3.70 | სოსიედადი | დაწვრილებით | |
05.04 | 14:00 | რეალი | 1.10 | 10.00 | 24.00 | გრანადა | დაწვრილებით | |
05.04 | 19:00 | ვალენსია | 2.15 | 3.50 | 3.35 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |
05.04 | 21:00 | ხეტაფე | 2.25 | 3.20 | 3.40 | დეპორტივო | დაწვრილებით | |
05.04 | 23:00 | სელტა | 7.00 | 5.00 | 1.40 | ბარსელონა | დაწვრილებით | |
06.04 | 22:00 | ესპანიოლი | 1.70 | 3.60 | 5.20 | ელჩე | დაწვრილებით |