პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა
პრიმერა დივიზიონში ლიდერებმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს. შესაბამისად, 21-ე ტურს სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციებზე ცვლილებები არ შეუტანია.
ბარსელონა – მალაგა
მესის ხანგრძლივმა ტრავმამ “ბარსას” დანარჩენ შემტევებს წინა პლანზე გადასვლას შეუწყო ხელი, რაც დადებითად აისახა კატალონიური კლუბის თამაშზე მესის დაბრუნების შემდეგაც. ალექსისი და პედრო შარშან ძალიან შებოჭილად თამაშობდნენ, წელს კი ისინი თავისუფლად იღებენ თამაშს საკუთარ თავზე.
“მალაგასთან” გამართულ მატჩი მესის არ გაუტანია, თუმცა პედროს შესანიშნავი პასი გაუკეთა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში მე-12 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა, მანამდე ანგარიში პიკემ გახსნა. მცველმა კუთხურის შემდეგ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ზუსტად დაარტყა “მალაგას” კარში. მესამე გოლი ალექსის სანჩესის ანგარიშზეა.
რეალი – გრანადა
კრიშტიანუ რონალდუმ “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოსულ გოლშემატკივარს “ორქოს ბურთი” წარუდგინა. “გრანადასთან” გამართული შეხვედრაში კი, გამარჯვებაც მოუტანა.
“რეალისთვის” “გრანადასთან” თამაში იოლი არ ყოფილა. ანდალუსიელები საკმაოდ კარგად იცავდნენ თავს, თუმცა საბოლოოდ კლასმა მაინც თავისი ქნა და მადრიდელებმაც დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს.
შეხვედრის 56-ე წუთზე ანგარიში კრიშტიანუმ რონალდუმ გახსნა, ხოლო მეორე გოლი კარიმ ბენზემას ეკუთვნის. ფრანგმა “გრანადას” კარი 74-ე წუთზე დალაშქრა.
რაიო ვალეკანო – ატლეტიკო
მადრიდში გამართული “რაიო ვალეკანოს” და “ატლეტიკოს” შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და დიეგო სიმეონეს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი საათი “ატლეტიკოს” უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც ტაბლოზეც აისახა. მერვე წუთზე ანგარიში დავიდ ვილიამ გახსნა 30-ე კი არდა თურანმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. “რაიომ” გაიბრძოლა და 39-ე წუთზე ჯონათან ვიერას გოლით სხვაობა მინიმალურამდე შეამცირა, თუმცა სულ რაღაც 5 წუთში არდა თურანმა დუბლი გაიფორმა და შესვენებაზე გუნდები 1:3-ზე გავიდნენ.
მეორე ტაიმში გუნდება 74 და 75 წუთებზე გოლები გაცვალეს და “ატლეტიკომ” მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
25/01/14
სელტა 4-2 ბეტისი
გოლები: რუბენ კასტრო 17′ (0:1); ორელანა 22′ (1:1); ჩარლესი 31′ (2:1); ორელანა 39′ (3:1); ნოლიტო 73′ (4:1); რუბენ კასტრო 78′ (4:2)
რეალი 2-0 გრანადა
გოლები: რონალდუ 56′ (1:0); ბენზემა 74′ (2:0)
ვალიადოლიდი 1-0 ვილიარეალი
გოლი: ხესუს რუედა 40′
ვალენსია 2-2 ესპანიოლი
გოლები: კორდობა 3′ (0:1); პაკო ალკასერი 7′ (1:1); ხონასი 32′ (2:1); სერხიო გარსია 45′ (2:2)
26/01/14
სევილია 2-3 ლევანტე
გოლები: კოკე 26′ (1:0); დავიდ ბარალი 30′ (1:1); რაკიტიჩი 68′ (2:1); ვინტრა 71′ (2:2); სიმაო ჟუნიორი 75′ (2:3)
ალმერია 1-0 ხეტაფე
გოლი: ზონგო 49′
ოსასუნა 1-5 ბილბაო
გოლები: სუსაეტა 3′ (0:1); არმენტეროსი 10′ (1:1); ადურისი 16′ (1:2); ადურისი 62′ (1:3); იბაი 84′ (1:4); კიკე სოლა 88′ (1:5)
რაიო ვალეკანო 2-4 ატლეტიკო
გოლები: დავიდ ვილია 8′ (0:1); არდა თურანი 30′ (0:2); ჯონათან ვინტრა 39′ (1:2), არდა თურანი 44′ (1:3); საული 74′ (ს.კ. 1:4); ლარივეი 75′ (2:4)
27/01/14
ბარსელონა 3-0 მალაგა
გოლები: პიკე 40′ ; პედრო 55′ ; სანჩსი 61′
28/01/14
სოსიედადი 4-0 ელჩე
გოლები: სუარესი 3′ (ს.კ.) ; გრიზმანი 12′ ; ველა 50′ ; გრიზმანი 74′