პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა
“ატლეტიკოს” გალიდერება, “ბარსელონას” საშინაო მარცხი ვალენსიელებთან და რონალდუს წითელი ბარათი ესპანური პრიმერას 22-ე ტურის მიმოხილვაში.
გომესი და გამესი
ბილბაოში გამართლმა კლასიკომ მოლოდინს გადააჭარბა. “ატლეტიკისა” და “რეალის” დაპირისპირება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი იყო. ერნესტო ვალვერდემ შესძლო მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ავტორიტეტებს არ ცნობს. მატჩის დაწყებამდე “რეალი” აშკარა ფავორიტად ითველბოდა, რაც ანჩელოტის გუნდის 2014 წელს დამაჯერებელმა თამაშმა განაპირობა. მაგრამ, მინდორზე ყველაფერი სხვანაირად იყო. პირველი ტაიმი ბასკების უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. მადრიდული დაცვა საათივით მუშაობდა, აი შეტევას კი არაფერი გამოსდიოდა. მთავარი მოვლენები შეხვედრის მეორე ნახევარში განვითარდა. მადიდელებმა მეორე ტაიმი დამაჯერებლად დაიწყეს და რონალდუს გადაცემით ხესემ ანგარიში გახსნა. თუმცა, მასპინძლებმა ანგარიშ მალევე გაათანაბრეს. 73-ე წუთზე თავი შეცვლაზე შემოგულმა იბა გომესმა გამოიჩინა. 2 წუთში კი, მთავარი როლი მსაჯმა აისა გამესმა მოირგო, რომელმაც საკმაოდ საკამათო სიტუაციაში კრიშტიანუ რონალდუ გააძევა.
თებერვლის სინდრომი
საოცარი მატჩი ჩაატარა “ბარსელონამ”. კატალონიელები პირველი ნახევარი საათი უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შემდეგ უბრალოდ გაჩერდნენ და ასპარეზი ვალენსიელებს დაუთმეს. “ღამურებმა” თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვეს. ინიციატივის დათმობას “ბარსას” დაცვის ცენტრალურ ზონაში დაშვებული უხეში შეცდომებიც დაემატა და საბოლოო ჯამში სავსებით ლოგიკური შედეგიც მივიღეთ.
უნდა ითქვას, რომ მსაჯი ამ მატჩის არ ყოფილა მეორე პლანზე. პერეს მონტერომ ჯერ საკამათო პენალტი დანიშნა დიეგო ალვესის კარში, როდესაც კოშტაზე ხელით თამაში დააფიქსირა. ხოლო შემდეგ ალბა “დააჯილდოვა” მეორე ყვითელი ბარათით, რაც აუცილებელი ნამდვილად არ ყოფილა.
საბოლოო ჯამში 3-2 სტუმრების სასარგებლოდ და ტრადიციულად “ბარსას” პრობლემები თებერვლის მოსვლასთან ერთად დაიწყო.
მეტი ვიდრე შეცდომა
“ატლეტიკოსთან” მატჩში ნებისმიერი შეცდომა დანაშაულის ტოლფასია. სიმეონის გუნდი ნებისმიერი უზუსტობისთვის სნაიპერის სიზუსტით სჯის მეტოქეს. “სოსიედადის” ფეხბურთელები თამაშით ძალიან არ ჩამოუვარდებოდნენ მადრიდელებს, თუმცა ტაბლოზე 4:0 ენთო. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სტუმრები ხშირად კარგავდნენ ბურთს საკუთარ ნახევარზე, თანაც საკმაოდ უწყინარ სიტუაციებში.
სან-სებასტიანელებთან შეხვედრაში თავი ვილიამ, დიეგო კოსტამ, მირანდამ და დიეგომ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმა დავიდ ვილიამ მიიღო, რის გამოც ფეხბურთელს შესაძლოა ორი კვირა გაუცდეს.
01/02/14
გრანადა 1-2 სელტა
გოლები: კაბრალი 28′ (0:1); ელ-არაბი 41′ (1:1); ფერნანდესი 88′ (1:2)
ბარსელონა 2-3 ვალენსია
გოლები: სანჩესი 7′ (1:0); დანი პარეხო 44′ (1:1); პიატი 48′ (1:2); მესი 54′ (2:2); პაკო ალკასერი 59′ (2:3)
ლევანტე 0-0 რაიო ვალეკანო
ხეტაფე 0-0 ვალიადოლიდი
02/02/14
მალაგა 3-2 სევილია
გოლები: დუდა 31′ (1:0); ბაკა 49′ (1:1); ფაციო 66′ (1:2); სამუ 77′ (2:2); დუდა 83′ (3:2)
ელჩე 1-0 ალმერია
გოლი: კრისტიან ერერა 59′
ბეტისი 2-0 ესპანიოლი
გოლები: რუბენ კასტრო 71′ ; 89′
ატლეტიკო 4-0 სოსიედადი
გოლები: დავიდ ვილია 38′ ; დიეგო კოსტა 72′ ; მირანდა 74′ ; დიეგო 87′
03/02/14
ბილბაო 1-1 რეალი
გოლები: ხესე 65′ (0:1); იბაი 73′ (1:1)
04/02/14
ვილიარეალი 3-1 ოსასუნა
გოლები: პერბეტი 47′ (1:0); ტრიგუეროსი 55′ (2:0); პერბეტ 75′ (3:0); ორიოლ რიერა 87′ (3:1)