პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

თარიღი: თებერვალი 4, 2014

“ატლეტიკოს” გალიდერება, “ბარსელონას” საშინაო მარცხი ვალენსიელებთან და რონალდუს წითელი ბარათი ესპანური პრიმერას 22-ე ტურის მიმოხილვაში. 

 

გომესი და გამესი

ბილბაოში გამართლმა კლასიკომ მოლოდინს გადააჭარბა. “ატლეტიკისა” და “რეალის” დაპირისპირება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი იყო. ერნესტო ვალვერდემ შესძლო მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ავტორიტეტებს არ ცნობს. მატჩის დაწყებამდე “რეალი” აშკარა ფავორიტად ითველბოდა, რაც ანჩელოტის გუნდის 2014 წელს დამაჯერებელმა თამაშმა განაპირობა. მაგრამ, მინდორზე ყველაფერი სხვანაირად იყო. პირველი ტაიმი ბასკების უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. მადრიდული დაცვა საათივით მუშაობდა, აი შეტევას კი არაფერი გამოსდიოდა. მთავარი მოვლენები შეხვედრის მეორე ნახევარში განვითარდა. მადიდელებმა მეორე ტაიმი დამაჯერებლად დაიწყეს და რონალდუს გადაცემით ხესემ ანგარიში გახსნა. თუმცა, მასპინძლებმა ანგარიშ მალევე გაათანაბრეს. 73-ე წუთზე თავი შეცვლაზე შემოგულმა იბა გომესმა გამოიჩინა. 2 წუთში კი, მთავარი როლი მსაჯმა აისა გამესმა მოირგო, რომელმაც საკმაოდ საკამათო სიტუაციაში კრიშტიანუ რონალდუ გააძევა.

 

თებერვლის სინდრომი

საოცარი მატჩი ჩაატარა “ბარსელონამ”. კატალონიელები პირველი ნახევარი საათი უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შემდეგ უბრალოდ გაჩერდნენ და ასპარეზი ვალენსიელებს დაუთმეს. “ღამურებმა” თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვეს. ინიციატივის დათმობას “ბარსას” დაცვის ცენტრალურ ზონაში დაშვებული უხეში შეცდომებიც დაემატა და საბოლოო ჯამში სავსებით ლოგიკური შედეგიც მივიღეთ.
უნდა ითქვას, რომ მსაჯი ამ მატჩის არ ყოფილა მეორე პლანზე. პერეს მონტერომ ჯერ საკამათო პენალტი დანიშნა დიეგო ალვესის კარში, როდესაც კოშტაზე ხელით თამაში დააფიქსირა. ხოლო შემდეგ ალბა “დააჯილდოვა” მეორე ყვითელი ბარათით, რაც აუცილებელი ნამდვილად არ ყოფილა.
საბოლოო ჯამში 3-2 სტუმრების სასარგებლოდ და ტრადიციულად “ბარსას” პრობლემები თებერვლის მოსვლასთან ერთად დაიწყო.

 

მეტი ვიდრე შეცდომა

“ატლეტიკოსთან” მატჩში ნებისმიერი შეცდომა დანაშაულის ტოლფასია. სიმეონის გუნდი  ნებისმიერი უზუსტობისთვის სნაიპერის სიზუსტით სჯის მეტოქეს. “სოსიედადის” ფეხბურთელები თამაშით ძალიან არ ჩამოუვარდებოდნენ მადრიდელებს, თუმცა ტაბლოზე 4:0 ენთო. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სტუმრები ხშირად კარგავდნენ ბურთს საკუთარ ნახევარზე, თანაც საკმაოდ უწყინარ სიტუაციებში.
სან-სებასტიანელებთან შეხვედრაში თავი ვილიამ, დიეგო კოსტამ, მირანდამ და დიეგომ გამოიჩინეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმა დავიდ ვილიამ მიიღო, რის გამოც ფეხბურთელს შესაძლოა ორი კვირა გაუცდეს.

 

01/02/14

გრანადა 1-2 სელტა

ოლები: კაბრალი 28′ (0:1); ელ-არაბი 41′ (1:1); ფერნანდესი 88′ (1:2)

ბარსელონა 2-3 ვალენსია

ოლები: სანჩესი 7′ (1:0); დანი პარეხო 44′ (1:1); პიატი 48′ (1:2); მესი 54′ (2:2); პაკო ალკასერი 59′ (2:3)

ლევანტე 0-0 რაიო ვალეკანო

ხეტაფე 0-0 ვალიადოლიდი

02/02/14

მალაგა 3-2 სევილია

ოლები: დუდა 31′ (1:0); ბაკა 49′ (1:1); ფაციო 66′ (1:2); სამუ 77′ (2:2); დუდა 83′ (3:2)

ელჩე 1-0 ალმერია

ოლი: კრისტიან ერერა 59′ 

ბეტისი 2-0 ესპანიოლი

ოლები: რუბენ კასტრო 71′ ; 89′

ატლეტიკო 4-0 სოსიედადი

ოლები: დავიდ ვილია 38′ ; დიეგო კოსტა 72′ ; მირანდა 74′ ; დიეგო 87′ 

03/02/14

ბილბაო 1-1 რეალი

ოლები: ხესე 65′ (0:1); იბაი 73′ (1:1)

04/02/14

ვილიარეალი 3-1 ოსასუნა

გოლები: პერბეტი 47′ (1:0); ტრიგუეროსი 55′ (2:0); პერბეტ 75′ (3:0); ორიოლ რიერა 87′ (3:1)



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირველად! მამარდამ “ვალენსიაში” პენალტი აიღო! (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიაში” პირველად შეძლო პენალტის აღება. მამარდამ “ალავესის” წინააღმდეგ გარსიას აუღო. აღსანიშნავია, რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარას ერთ დღეს მადრიდის “რეალში” ვიხილავთ”

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ქართველზე საუბრობს. “ახლა ხვიჩა ყველაფერს აკეთებს მისი სურვილის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილს ისე სუპერ გაუმართლებს? ნოიერი, სილესენი, ზომერი, ნიუბელი

მიუნხენის “ბაიერნს” საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატება კვლავ სურს. ამ დროს, “ბაიერნის” 37 წლის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” კვარაცხელია უნდა, მაგრამ ლაურენტისმა ასტრონომიული თანხა დაადო

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს მადრიდის “რეალი” იჩენს, მაგრამ “ნაპოლის” პრეზიდენტმა, დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” წლის ტრანსფერი განახორციელა!

მადრიდის “რეალმა” საბოლოოდ იპოვა კარიმ ბენზემას შემცვლელი და ეს “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინია. ინგლისური პრესის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდას ინგლისში ტრანსფერი ისტორიას დაწერს?

ესპანური მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს. საქმეში ინგლისური კლუბები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა სერიოზულ გაუგებრობაში გაეხვა – ვინისიუსის ფანები შეურაცხყოფას აყენებენ

გუშინ გიორგი მამარდაშვილმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და “ვალენსიას” პირადად მოაგებინა “რეალის” წინააღმდეგ. ერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდები მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიან

თუ “ვალენსიამ” ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ეს დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურება იქნება. მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” ვარსკვლავი “ბარსელონაში” გადადის

“ლივერპულის” 31 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი რობერტო ფირმინო, დიდი ალბათობით, კატალონიის “ბარსელონაში” გადავა. ფირმინო სეზონის...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა “იუვენტუსში”? ბუფონის რეალური შემცვლელი

ყველაზე გავლენიანი იტალიური გამოცემა gazzetta-ს ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” გიორგი მამარდაშვილით არის დაინტერესებული. “იუვე” ვოიჩეხ შჩესნის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალვერდე ალექს ბაენას ავტომობილთან დაელოდა და სახეში ჩაარტყა

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ “ვილიარეალის” ფეხბურთელს, ალექს ბაენას სახეში ჩა...
წაკითხვა