პრიმერა დივიზიონის პრევიუ
პრიმერა დივიზიონის 27-ე ტურში ლიდერებს არც თუ ისე ძლიერ გუნდებთან მოუწევთ დაპირისპირება. ცხრილის ზედა ნაწილში დიდი ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
ვალიადოლიდი – ბარსელონა
“ესტადიო მუნისეპალზე” “რეალ ვალიადოლიდი” “ბარსელონას” მიიღებს. აუტსაიდერის და ლიდერის დაპირისპირების შედეგი ადვილი გამოსაცნობი უნდა იყოს. თანაც მასპინძლები საკმაოდ ცუდ ფორმაში ხვდებიან. “ვალიდოლიდს” 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, მაგრამ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ამ ხუთი თამაშიდან მარტინესის შეგირდებმა მხოლოდ ერთი წააგეს.
გასულ ტურში “ალმერიასთან” მოპოვებული გამარჯვება კარლეს პუიოლის განცხადებამ დაჩრდილა. “ბარსას” კაპიტანმა გუნდიდან წასვლის შესახებ ამცნო საზოგადოებას და კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაც სწორედ ეს გახდა. არადა გასული ტური საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა კატალონიელებისათვის. “რეალთან” სხვაობა ერთ ქულამდე შემცირდა.
რეალი – ლევანტე
გათამაშების ლიდერი, მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ლევანტეს” მიიღებს. ერთი შეხედვით, საკმაოდ ადვილად პროგნოზირებადი მატჩია, თუმცა “ლევანტეს” პრობელმების შექმნა, რომ შეუძია ამაზე მათი 5 მატჩიანი წაუგებელი სერია მეტყველებს.
გასულ ტურში ვალენსიელებმა საკუთარ მოედანზე “ოსასუნას” სძლიეს, ხოლო “რეალმა” მადრიდულ დერბიში დახარჯა დიდძალი ენერგია და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
“რეალს” ტრავმირებული სამი ხედირა ვერ დაეხმარება, ხოლო “ლევანტეს” დისკვალიფიცირებული ტრიო – ვიქტორი, დიოპი და სიმაო ჟუნიორი.
აღნიშნული მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 9 მარტს, თბილისი დროით 22 საათზე დაიწყება და მას იგნასიო იგლესიასი განსჯის.
სელტა – ატლეტიკო
ლიდერთა დუეტს ოდნავ ჩამორჩენილი “ატლეტიკო” ვიგოს ესტუმრება, სადაც ადგილობრივ “სელტას” შეხვდება.
ზამთრის პაუზის შემდეგ სიმეონეს გუნდი ძველებურად ვეღარ თამაშობდა, თუმცა “რეალთან” “ატლეტიკომ” შესანიშნავი ფეხბურთი ითამაშა და გამარჯვების მოპოვების შესანიშნავი შანსიც ჰქონდა.
“სელტასთან” მატჩში მადრიდელებს წარმატების მიღწევაში შესაძლოა საკადრო პრობლემებმა შეუშალოს ხელი. დისკავალიფიკაციის გამო გოდინი, თურანი და დიეგო კოსტა ვერ ითამაშებენ. მასპინძლებს კი მხოლოდ რაფინია დააკლდებათ.
08/03/14
09/03/14
10/03/14
11/03/14