პრიმერა: მეთერთმეტე ტურის პრევიუ
Fanebi.com გთავაზობთ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეთერთმეტე ტურის პრევიუს.
რეალი – რაიო ვალეკანო
“სატიაგო ბერნაბეუზე” მადრიდულ დერბიში ერთმანეთს “რეალი” და “რაიო ვალეკანო” დაუპირისპირდებიან. მასპინძლები მატჩს შესანიშნავ ფორმაში და ლიდერის სტატუსში ხვდებიან.
მართალია, სტუმრები შეხვედრას ოპტიმალური შემდაგენლობით, დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული მოთამაშეების გარეშე ხვდებიან, თუმცა რთული წარმოსადგენია, რომ “რაიომ” გამოცდილ მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიოს და ქულები წაართვას. თანაც ბოლო დროს პაკო ხემესის შეგირდები ძალიან სუსტად გამოიყურებიან. განსაკუთრებით ეს დაცვის ხაზს ეხება. გასულ ორ ტურში გუნდმა საკუთარ კარში 7 გოლი გაუშვა.
ასე რომ, მოახლოებულ შეხვედრაში მადრიდელთა კიდევ ერთი იოლი გამარჯვებაა მოსალოდნელი.
ვალენსია – ბილბაო
საინტერესო შეხვედრას უმასპინძლებს “მესტალია”, სადაც მეორე პოზიციაზე მყოფ “ვალენსიას” “ბილბაო” ესტუმრება. ტრადიციული გუნდების დაპირიპისრება, დიდი ალბათობით, დაძაბული და სანახაობრივი უნდა გამოდგეს.
წაგებათა სერიის შემდეგ ბოლო დროს “ბილბაო” გამოსწორდა და უკანასკნელ სამ ტურში 7 ქულის მოპოვება შეძლო. ვალენსიელთა დამაჯერებელი ასპარეზობა კი სატურნირო ცხრილიდანაც კარგად ჩანს.
აღნიშნულ დაპირისპირებაში “ღამურებს” ორბანი და დანი პარეხო ვერ დაეხმარებიან, ხოლო “ბილბაო” მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.
ალმერია – ბარსელონა
მეოთხე პოზიციაზე დაქვეითებული “ბარსელონა” ლიდერობის დაბრუნებას “ალმერიასთან” მატჩში ეცდება. კატალონიელებმა პრიმერაში ზედიზედ ორი მატჩი წააგეს, შუა კვირაში ხასიათი ამსტერდამში მოპოვებული გამარჯვებით გამოიკეთეს.
ნათელია, რომ “ბარსა” წელს დამაჯერებელი ვერ არის, თუმცა მოახლოებულ ტურში მეტოქეც არაა გამორჩეული, ამიტომ კატალონიელთა გამარჯვება საკმაოდ მოსალოდნელია. “ალმერიამ” ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აიღო და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
07.11 | 23:45 | კორდობა | 2.45 | 3.40 | 3.10 | დეპორტივო | დაწვრილებით | |
08.11 | 19:00 | ალმერია | 16.00 | 7.00 | 1.22 | ბარსელონა | დაწვრილებით | |
08.11 | 21:00 | ხეტაფე | 2.10 | 3.20 | 3.85 | ელჩე | დაწვრილებით | |
08.11 | 23:00 | რეალი | 1.10 | 11.00 | 25.00 | რაიო ვალეკანო | დაწვრილებით | |
09.11 | 1:00 | მალაგა | 1.60 | 3.70 | 6.20 | ეიბარი | დაწვრილებით | |
09.11 | 1:00 | სელტა | 1.60 | 3.80 | 6.20 | გრანადა | დაწვრილებით | |
09.11 | 15:00 | სევილია | 1.30 | 5.40 | 10.50 | ვალენსია | დაწვრილებით | |
09.11 | 20:00 | ესპანიოლი | 2.90 | 3.25 | 2.45 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |
09.11 | 22:00 | ვალენსია | 1.60 | 3.80 | 5.60 | ბილბაო | დაწვრილებით | |
09.11 | 23:59 | რეალ სოსიედადი | 4.40 | 3.50 | 1.80 | ატლეტიკო | დაწვრილებით |